„რეალმა’’ ბოლო ტურში „ატლეტიკოს’’ მნიშვნელოვანი დერბი მოუგო – 3:2. ამ გამარჯვების წყალობით მადრიდელებს ჩემპიონატის დამთავრებამდე 9 ტურით ადრე ჯერ კიდევ აქვთ ოთხი ქულით დაწინაურებული „ბარსელონას’’ დაწევის იმედი, მაგრამ ცხრილი ცხრილად და მადრიდული გუნდების შეხვედრაში ერთმა ფაქტორმა მიიპყრო ესპანური პრესის ყურადღება: კილიან მბაპემ საქმისადმი უგულო დამოკიდებულება გამოამჟღავნა. ფრანგი ვარსკვლავი ტრავმის შემდეგ მოედანს „მანჩესტერ სიტისთან’’ შეხვედრაში დაუბრუნდა....
ჭდე: ალვარო არბელოა
კარვახალმა და არბელოამ ჯერ იჩხუბეს, მერე კი მშვიდად ილაპარაკეს
„რეალის’’ კაპიტანი დანი კარვახალი ბოლო ტურებში საწყლად იჯდა სათადარიგოთა სკამზე. „ვალენსიას’’ წინააღმდეგ როდესაც სასტარტო შემადგენლობაში მან კი არა დავიდ ხიმენესმა ითამაშა, ხოლო შემდეგ, 76-ე წუთზე ხიმენესი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა შეცვალა, კარვახალი გაბრაზდა და მწვრთნელ ალვარო არბელოასთან, მსუბუქად რომ ვთქვათ, იკამათა. თუმცა, ბოლო ცნობების თანახმად კარვახალმა და არბელოამ მოგვიანებით კიდევ ერთხელ ილაპარაკეს და ვნებათაღელვა დააცხრეს. ინტერნეტში გავრცელდა...
არბელოას პირველი თავის მართლება
სრული სირცხვილი – ასეთი იყო მადრიდული მედიის რეაქცია ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალში „რეალის’’ მარცხზე „ალბასეტესთან’’, რომელიც ლა ლიგა 2-ში მე-17 ადგილზეა. წაგებას ორმაგად მწარე გემო იმიტომ ჰქონდა, რომ ეს იყო „ლოს ბლანკოსის’’ ახალი მწვრთნელის ალვარო არბელოას პირველი თამაში. მან რამდენიმე დღის წინ ჩაბი ალონსო შეცვალა და კლუბის ხელმძღვანელებს ეგონათ, რომ მდგომარეობას მყისვე გამოასწორებდა. მათ სამწუხაროდ...
ვინ არის რეალის ახალი მწვრთნელი?
„მარკა’’ წერს, რომ „რეალში’’ კარგა ხანია იციან, თუ რა ჰქვია ადამიანს, რომელსაც სრულიად ენდობიან და მზად არიან ყმაწვილთა აკადემიიდან დიდი გუნდის მწვრთნელად გადაიყვანონ. ამ კაცს მადრიდში ახალ ზიდანს უწოდებენ, სინამდვილეში კი ალვარო არბელოა ჰქვია. ფლორენტინო პერესი და კლუბის სხვა ხელმძღვანელები მასში ხედავენ გამარჯვებათა მანქანას, რაც თვით რაულში ვერ დაინახეს. ის, რასაც არბელოამ ხუთ თვეში მიაღწია...
ალონსო წავიდა, ალვარო – მივიდა
ალვარო არბელოა „რეალის“ ახალი მწვრთნელია. ინფორმაცია მადრიდულმა კლუბმა გაავრცელა. ესპანელმა პოსტზე ჩაბი ალონსო შეცვალა, რომელმაც გუნდი რამდენიმე წუთის წინ დატოვა. რაც შეეხება არბელოას., ის „რეალში“ 2009-16 წლებში თამაშობდა და ტიტულებიც საკმაოდ მოიგო. ალვარო არბელოა ბოლოს „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა.
რეალს კარლო ანჩელოტი გაწვრთნის!
გადაწყდა: „რეალს” იტალიელი კარლო ანჩელოტი გაწვრთნის. მადრიდელთა ყოფილი თავკაცი „სანტიაგო ბერნაბეუზე” ბრუნდება, რათა გუნდი თავისი ყოფილი ასისტენტისგან, ზინედინ ზიდანისგან ჩაიბაროს. ზიდანის შემცვლელად ასახელებდნენ მასიმილიანო ალეგრის, ანტონიო კონტეს, მაურისიო პოჩეტინოს, რაულსა და ჩაბი ალონსოს, მაგრამ სამწლიან კონტრაქტს ხელი ანჩელოტიმ მოაწერა. „მარკა” პირდაპირ წერს, რომ ის ფლორენტინო პერესისა და ხოსე ანხელ სანჩესის ყველაზე სასურველი კანდიდატი არ იყო,...





