ჭდე: აინტრახტი

Home აინტრახტი
ფულის ფლანგვა ბაიერნში
ჩანაწერი

ფულის ფლანგვა ბაიერნში

„ბაიერნმა”, ბუნდესლიგაში, სულ რაღაც ერთ კვირაში ხუთი ქულა დაკარგა —  3:3 „არმინიასთან” და 1:2 „აინტრახტთან”. „დღეს „ბაიერნს” 90 წუთის განმავლობაში ინტენსიური ფეხბურთის თამაში აღარ შეუძლია,” — თქვა რადიო Bayrischer Rundfunk-თან ინტერვიუში გერმანიის ნაკრების ვეტერანმა, ტელეექსპერტმა, 47 წლის დიტმარ ჰამანმა. მისი აზრით, „რეკორდმაისტერის” ბოლოწამის შენაძენებმა 24 წლის მარკ როკამ, 29 წლის ბუნა სარმა, 30 წლის დუგლას...

გერმანიის მთავრობა ლაიფციგს არ ეშვება
ჩანაწერი

გერმანიის მთავრობა ლაიფციგს არ ეშვება

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ „ლივერპული“ და „ლაიფციგი“ ჩემპიონთა ლიგის ორივე მერვედფინალურ მატჩს ნეიტრალურ მოედანზე ჩაატარებენ. როგორც იცით, გერმანიას კორონავირუსის ახალი, ბრიტანული შტამის გამო ამ ქვეყნებთან სპეციალური რეგულაციები აქვს. შედეგად, „ლივერპული“ გერმანიაში სათამაშოდ ვერ ჩავიდოდა, ამიტომ პირველი მატჩი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. თუმცა, ახლა გერმანიის მთავრობამ „ლაიფციგს“ ისიც გამოუცხადა, თუ სათამაშოდ ინგლისში ჩახვალთ, უკან დაბრუნებულები...

რეალმა იოვიჩით დაიწყო
ჩანაწერი

რეალმა იოვიჩით დაიწყო

ზინედინ ზიდანისგან ათვალწუნებულ ფეხბურთელთა შორის სერბი ლუკა იოვიჩი პირველია, ვინც თავისი გზა ნახა. სეზონის ბოლომდე 23 წლის სერბი იჯარით ფრანკფურტის „აინტრახტში“ იბურთავებს. სწორედ ამ გუნდიდან გადაბარგდა იოვიჩი მადრიდში წელიწადნახევრის წინ. მაშინ მისი ტრანსფერი 60 მილიონი ევრო დაჯდა, ახლა კი „რეალი“ თავიდან იშორებს, ოღონდ კი ვინმემ მისი კატასტროფულად მაღალი ხელფასის (წლიურ 8 მილიონ ევრომდე) ნაწილი მაინც...

მიულერამდე შორია
ჩანაწერი

მიულერამდე შორია

ბუნდესლიგის მეხუთე ტურში მიუნხენის „ბაიერნი“ შინ „აინტრახტს“ დაუხვდა და 5:0 გაანადგურა. ამაში გასაკვირი არაფერია – ბავარიული გუნდისთვის მსგავსი ანგარიში უცხო არ არის. არც ის არის გასაკვირი, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეთ თრიქი გააკეთა. ბუნდესლიგის ეგიდით მატჩში სამი გოლი პოლონელმა ფორვარდმა მეთერთმეტედ გაახერხა და ახლა, მასზე მეტი გატანილი ჰეთ თრიქი სულ სამი ფეხბურთელს დარჩა – მარიო გომესს,...

თამაშ-თამაშ ფინალი
ჩანაწერი

თამაშ-თამაშ ფინალი

გერმანიის მეოთხე ლიგის ბინადარი „საარბრუკენი“ წინასწარვე განწირული იყო. 94-დღიანი უქმობის შემდეგ ძნელია დაუპირისპირდე გუნდს, რომელსაც ბუნდესლიგაში ერთ-ერთი დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს. „ლევერკუზენმა“ 3 გოლი იკმარა, თუმცა ბურთის ფლობის პროცენტი 83 იყო. ლევერკუზენული გუნდი გერმანიის თასის ფინალშია და „ბაიერნი“-„აინტრახტის“ წყვილში გამარჯვებულს ელოდება. სხვათა შორის შარშანწინ მიუნხენის „ბაიერნს“ სწორედ „აინტრახტმა“ აართვა ქვეყნის თასი.

ბუნდესლიგა თუ აფრიკის თასი?
ჩანაწერი

ბუნდესლიგა თუ აფრიკის თასი?

წინა ტურში „მაინცმა“ ბუნდესლიგის განახლებიდან პირველი გამარჯვება მოიპოვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. ამის მიუხედავად, გუნდის ერთ-ერთმა ფანმა სეზონური აბონემენტის გაუქმება მოითხოვა. მისი უკმაყოფილების მიზეზი ის იყო, რომ „აინტრახტის“ კარში გოლები შავკანიანმა ფეხბურთელებმა – ნიაკატემ და კუნდემ გაიტანეს. კლუბის ხელმძღვანელობა ისე აღაშფოთა ფანის საქციელმა, მისი განმარტება სრულად გამოაქვეყნეს: „უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვეღარ ვახდენ საკუთარი...

რიბერის ხელფასი უშოვნეს
ჩანაწერი

რიბერის ხელფასი უშოვნეს

„ბილდის” ცნობით, ფრანკფურტის „აინტრახტი” 36 წლის ფრანგი ფეხბურთელის ფრანკ რიბერის წარმომადგენელს უნდა დაკავშირებოდა და ერთწლიანი კონტრაქტი შეეთავაზებინა. ფრანკფურტელები ამ ერთი წლის განმავლობაში რიბერის ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად თამაშის გარანტიას აძლევენ. ფეხბურთელს და ბუნდესლიგის კლუბს შორის იოლად შესაძლებელია ხელშეკრულება მართლაც გაფორმდეს. ერთი მხრივ რიბერი თავისუფალი აგენტია ანუ მის დასამატებლად სატრანსფერო თანხის მოძიება აუცილებელი არ არის და მეორე...

ჩანაწერი

გერმანიაშიც სასწაულს ელიან?

დიდი შანსი იყო, ბუნდესლიგის ზედიზედ მეშვიდედ მოგება „ბაიერნს“ უკვე შაბათს გაეფორმებინა, მაგრამ გასვლით შეხვედრაში „ლაიფციგს“ უგოლოდ გაეყარა. ეს ის „ლაიფციგია“, უკვე 31-ე ტურის შემდეგ რომ დაიბევა ჩემპიონთა ლიგის საგზური, მაგრამ რეკორდმაისტერს მაინც ბოლომდე ეომა. თავის მხრივ, „დიუსელდორფთან“ რთული მატჩი მოიგო (3:2) „დორტმუნდმა“ და ახლა კონკურენტს ორი ქულით ჩამორჩება. ბურთების ბალანსსა და ურთიერშეხვედრებში მიუნხენელთა უპირატესობა აშკარაა...

ოხ, ნეტავი ერთად იყოს…
ჩანაწერი

ოხ, ნეტავი ერთად იყოს…

კაცს რომ არც ბედი ექნება და არც სასკოლო გეოგრაფიული განათლება, ზუსტად ეგრეა პორტუგალიელი ალვარო რივეირას საქმე. მისმა საყვარელმა „ბენფიკამ“ მეოთხედფინალის პირველ მატჩში „აინტრახტს“ 4:2 მოუგო, რის შემდეგაც ალვარომ გადაწყვიტა, გუნდის ტრიუმფს გერმანიაში, საპასუხო მატჩზეც დასწრებოდა და: მანქანას ცოტა ხელი შეავლო… შეადგინა ოპტიმალური მარშრუტი… 16.5 საათი საჭესთან იჯდა… გერმანიაში პარიზის გავლით ჩავიდა და ეგრევე ფრანკფურტს მიაშურა…...

შეხვედრა ფრანკფურტში
ჩანაწერი

შეხვედრა ფრანკფურტში

მოგეხსენებათ, „ბაიერნს” მომავალი სეზონიდან ფრანკფურტის „აინტრახტის” თავკაცი ნიკო კოვაჩი გაწვრთნის. მწვრთნელის გადაბირების ხერხი ფრანკფურტელთა დირექტორმა ფრედი ბობიჩმა უსამართლოდ და არაპროფესიულად მიიჩნია, რის შესახებაც საჯაროდ განაცხადა. ბობოიჩს უახლოეს პრეს-კონფერენციაზე პასუხი გასცა ბავარიელების პრეზიდენტმა ული ჰიონესმა, რომელმაც თქვა, რომ ასეთმა შეფასებამ ის გააბრაზა. ჰიონესის განცხადებით მათ კოვაჩთან მოლაპარაკების დროს კანონი არ დაურღვევიათ და ფრანკფურტელებიც ოთხი კვირით ადრე...