ჭდე: ხელბურთი

Home ხელბურთი
როგორ გავა საქართველო
ჩანაწერი

როგორ გავა საქართველო

გეხსომებათ, საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრებს იანვარში ბედმა უმტყუნა და ევრო 2022-ის შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპზე გასასვლელად ბოლო შეხვედრაში, კვიპროსთან ერთი გოლის გატანა დააკლდა. ამის მიუხედავად, წინსვლის შანსი კიდევ არის. კერძოდ, 8-16 ივნისს დანიშნულია ეგრეთწოდებული ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ერთა ჩემპიონატი, რომელშიც 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ამ 12 გუნდს შორის არის საქართველოც. 6 გუნდი ევროპიდან იქნება, დანარჩენი...

16 წლის ლიდერი
ჩანაწერი

16 წლის ლიდერი

კაც ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატში 10 ტური მიილია. დღეს აღმოსავლეთის გუნდებმა თბილისის სპორტის სასახლეში თავიანთი სამდღიანი წრე დაასრულეს. „პეგასმა” დაამარცხა თელავის „სტუ-იმედი” 33:30, ხოლო „სპორტის უნივერსიტეტმა” „გორს” მოუგო 40:38. ორივე შეხვედრა დაძაბული გამოდგა. ლიდერების მატჩი პერსპექტიული უკანახაზელის 16 წლის ნიკოლოზ კალანდაძის ზედიზედ სამი გოლით დაიწყო, რასაც მეკარე დიხამინჯიას კარგი თამაშიც დაემატა და „პეგასი” 5:1 დაწინაურდა, მაგრამ...

ჩანაწერი

გოლუხვი ოთხშაბათი

178 — ასეთია საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ჩემპიონატის მეორე წრის აღმოსავლეთ ზონის გუნდების დღევანდელ ორ შეხვედრაში გასული გოლების რაოდენობა. ეს უჩვეულოდ ბევრია და იმაზე მიუთითებს, რომ ამჯერად თბილისის სპორტის სასახლეში თავდასხმელები აშკარად ჯობდნენ მცველებს. თელავის „სტუ-იმედმა” სძლია „სპორტუნის” 53:33, ხოლო „პეგასმა” 53:39 მოუგო გორელებს. ხვალ, 16 საათზე „გორი” და „სპორტის უნივერსიტეტი” მეხუთე ადგილზე დამკვიდრებისთვის ითამაშებენ, ხოლო...

ჩანაწერი

აღმოსავლეთი თბილისში შეიკრიბა

ხელბურთში საქართველოს ჩემპიონატში მეორე წრე გახურდა. ამჯერად თბილისის სპორტის სასახლეში, საქმეში აღმოსავლეთის ოთხი გუნდი ჩაერთო: „სპორტუნი”, „პეგასი”, „გორი” და „იმედი-სტუ თელავი”. ერთი კვირის წინ ქუთაისის სპორტის სასახლეში დასავლეთის გუნდებმა ბათუმის BSB-მ, „ქუთაისმა” „სამტრედიამ” და წყალტუბოს „პრომეთემ” ჩაატარეს თავიანთი მატჩები. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ლიგაში მოასპარეზე რვა გუნდი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჯგუფთა შეხვედრების გარდა შერეულ ტურებსაც ატარებს...

ცხოვრებაძე მონპელიეს უშინაურდება
ჩანაწერი

ცხოვრებაძე მონპელიეს უშინაურდება

ქართული ხელბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა გიორგი ცხოვრებაძემ „მონპელიეს” ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. აქამდე გიორგი 17 წლისა იყო და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის მთავარ გუნდში თამაში ეკრძალებოდა, 2019 წლიდან კი გზა ხსნილია. შეხვედრა, რომელშიც ცხოვრებაძემ „მონპელიეს” პირველ გუნდში თამაში დააჭაშნიკა ამხანაგური გახლდათ. მისმა გუნდმა დაამარცხა „შამბერი” 33:29. „საქართველოს ნაკრებიდან საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ სამ ამხანაგურ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა —...

ჩანაწერი

ქართველებს შანსი მაინც აქვთ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ევრო 2022-ზე მოხვედრის შანსი არ დაუკარგავს. მართალია, გუნდმა პირველი შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და როგორც გამარჯვებული ფლეი-ოფში ვერ მოხვდა, მაგრამ შეჯიბრების ფორმატი მოწყალეა. კერძოდ, A ჯგუფის გამარჯვებულ ლუქსემბურგსა და B ჯგუფის გამარჯვებულ კვიპროსს შესარჩევის მეორე ეტაპზე უნდა დაემატოს კიდევ ერთი გუნდი, რომლის ვინაობა „ჩელენჯ ტროფიზე” გაირკვევა. „ჩელენჯ ტროფიში” კი ჯგუფებში...

გული არ გაიტეხო, გიორგი!
ჩანაწერი

გული არ გაიტეხო, გიორგი!

ბოლო წამზე გიორგი ცხოვრებაძეს კვიპროსელთა კარში პენალტი რომ შეეგდო, თამაში 25:25 დამთავრდებოდა და საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევრო 2022-ის პირველი შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებდა, მაგრამ არ გამოვიდა. და მაინც, შეუძლებელია საყვედური წამოგვცდეს 17 წლის ბიჭის მიმართ, რომელმაც ამ გადამწყვეტ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 11 გოლი გაიტანა. შედარებისთვის, ქართველთაგან ცხოვრებაძის შემდეგ ყველაზე მეტი ირაკლი ჩიქოვანს...

ჩანაწერი

საქართველომ მეორეც მოიგო

საქართველოს ნაკრებმა მალტაში, ევრო 2022-ის პირველ შესარჩევ ეტაპზე, B ჯგუფში მეორე თამაშიც მოიგო. ამჯერად ქართველმა ხელბურთელებმა აზერბაიჯანს აჯობეს 30:25. მალტასთან თამაშისგან განსხვავებით ქართველებისთვის მეორე შეხვედრა იოლი გასეირნება არ გამოდგა. ამის დასტური თუნდაც პირველი ტაიმის ანგარიშია — 16:15 საქართველოს სასარგებლოდ. თან, ტაიმის ბოლო გოლი ჩვენებმა სასტვენამდე 2 წამით ადრე გაიტანეს. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ შესვენებამდე...

ჩანაწერი

საქართველომ შესარჩევი მოგებით დაიწყო

მალტაზე, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევრო 2022-ის პირველი შესარჩევი ეტაპი მასპინძლებთან 48:21 გამარჯვებით დაიწყო. B ჯგუფში კიდევ ორი გუნდია, კვიპროსი და აზერბაიჯანი. კვიპროსმა აზერბაიჯანს 25:17 მოუგო. ჯგუფის გამარჯვებული შემოდგომაზე შესარჩევი შეჯიბრების მეორე, ფლეი-ოფის ეტაპზე გადავა. მალტის ნაკრებმა ჯგუფის ფავორიტ საქართველოს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ქართველებს აშკარად შეეძლოთ შეხვედრის კიდევ უფრო დიდი ანგარიშით მოგება. ყველაზე მეტი, 11 გოლი, ქართული...

მამლებს დეზები დააძრეს
ჩანაწერი

მამლებს დეზები დააძრეს

სპორტში იგებს კლასი, ხარისხი, შეუპოვრობა, მიწოლა და მისთანები. ბედი, იღბალი, ყისმათი, განგება და მსგავსი კატეგორიები სპორტისთვის მოგონილი არ გახლავთ. და მაინც, ხანდახან მოხდება, ერთი უსიამო ეპიზოდი, ერთი პატარა ჩავარდნა და ქვავდება ხელ-ფეხი, მრუდდება მიზანი, ფუჭდება ხასიათი, მცირდება მონდომება და ინგრევა რუდუნებით ნაშენები. ხორვატიაში სახელბურთო ევრო-2018 დამთავრდა და გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვანძო მომენტი...