2016 წლის 31 იანვარს, კრაკოვში, სახელბურთო ევრო-2016-ის ფინალის დასკვნითი წუთები ესპანეთის ნაკრებს მწარედ დაამახსოვრდა. არა იმიტომ, რომ თამაშის ბედი ერთმა ტყორცნამ და წამებმა გადაწყვიტა. პირიქით, გერმანია რამდენიმე ბურთით წინ იყო და გამარჯვებაში დარწმუნებული ბურთს ლაღად, მეტიც, დაუდევრად ათამაშებდა. წუხელ, ევრო-2018-ის მთავარი ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, ესპანელებმა სისხლი აიღეს, თან ზუსტად ორი წლის წინანდელი სახით: ბოლო...
ჭდე: ხელბურთი
50:50 – გერმანიის გოლები და შანსები
ევრო-2018-ზე, ესპანეთი – დანიის თამაშში იყო ყველაფერი, რის გამოც ქომაგს ხელბურთი უყვარს: ბრძოლა, მაღალი ტემპი, დახვეწილი კომბინაციები და გადასარევი გოლები. ესპანელები მთელი თამაშის მანძილზე ებრძოდნენ სამბურთიან ჩამორჩენას და ასე გავიდნენ ბოლოშიც – 22:25, თუმც ჯგუფში პირველობა დაინარჩუნეს. D ჯგუფშივე, ჩეხეთმა წინა ტურის ემოცია (გამარჯვება დანიის ნაკრებთან) მომდევნოშიც გადმოიყოლა, უნგრეთს 33:27 მოუგო და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. A-ჯგუფის ქომაგებით...
ჯერ გადახტი…
სახელბურთო ევრო-2018-ის მეორე ტურზე საუბრის ბოლოდან დაწყება ეგების: D ჯგუფში ჩეხეთმა დანია დასცა. ესპანელ გრანდებთან 17-ბურთიანი ფიასკოს შემდეგ ჩეხებზე ხელის ჩაქნევა უპრიანი იქნებოდა. წინაპარი ჩეხოსლოვაკია სხვა არის: 1954-1967 წლებში ამ ქვეყნის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატებზე სხვადასხვა ხარისხის ხუთი მედალი მოიპოვა, ხოლო 1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიადიდან ბრინჯაოს მედალი წამოიღო. სახელიდან “სლოვაკის” ამოღებამ ავნო თუ რა არის, 1993...
ბევრი ხელბურთი, ცოტა პოლიტიკა
ხელბურთში საკრალური რიცხვი, ვფიქრობთ, არ არსებობს, მაგრამ ევრო-2018-ის პირველ ტურში თექვსმეტიდან ხუთმა გუნდმა 32-32 გოლი უთავაზა მეტოქეს და თამაში ხუთივემ მოიგო, ზოგმა გაჭირვებით, სხვებმა კომფორტულად. ტურის ცენტრალური თამაში არა სპორტულ, არამედ პოლიტიკურ ჭრილში ხორვატია – სერბეთი გახლდათ და მოედანზე აშკარა ფავორიტის (ხორვატია) ყოფნის მიუხედავად, სერბთა ახალგაზრდულმა კოლექტივმა თამაშის პირველი მესამედი ყოჩაღად ჩაატარა. სერბები წელში თამაშის...
ევროპა, რომელიც უდრის მსოფლიოს
დღეს ხელბურთში 2018 წლის ევროპის ჩემპიონატი იწყება. ვამბობთ “ევროპას”, ვგულისხმობთ “მსოფლიოს”, რადგან 1898 წელს დანიელი მოფარიკავის, მსროლელისა და ტანმოვარჯიშე ჰოლგერ ნილსენის მიერ ამ ჩინებული საბურთაო თამაშის გამოგონების შემდეგ ხელბურთმა დიდი და ნაყოფიერი გზა განვლო, მაგრამ ბებერ კონტინენტს დიდად ვერ გასცდა. იხილეთ თუნდაც შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირის დასკვნითი ცხრილი, სადაც არაევროპული ნაკრებების შედეგები ჯადოსნურ სახეს...




