ჰენრიკ მხითარიანი ევროლიგის ფინალს გამოტოვებს, რადგან თამაში აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ტარდება და ფეხბურთელის უსაფრთხოება დაცული არ იქნება. ასე განსაჯა „არსენალმა” და გადაწყვიტა სომეხი ვარსკვლავი ლონდონში დატოვოს. „არსენალი” 29 მაისს „ჩელსის” ხვდება. მხითარიანმა ამ სეზონში „მეთოფეთა” შემადგენლობაში ევროლიგის ათ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ინგლისური პრესა წერს, რომ მან გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. მწვრთნელმა უნაი ემერიმ სომეხი...
ჭდე: ჩელსი
ტოპ-6 და ლივერპულის ეკონომ-რეჟიმი
ბრიტანელ ჟურნალისტებს პროფესიონალიზმში ბარე ორი გაეჯიბროს, მაგრამ იქაც არინ გამორჩეულები. დევიდ ორნშტეინი BBC-ში მუშაობს. არავინ იცის რა გზებით, მაგრამ დევიდის ხელში ყოველთვის უტყუარი ინფორმაცია იყრის თავს. თუ აქამდე ორნშტეინი „არსენალზე“ იყო დასპეციალებული, წინა გადაცემაში პრემიერლიგის ტოპ-ექვსეულის სატრანაფერო გეგმებსა და ამოცანებზე საათნახევარი ისაუბრა. მისი ნათქვამი თეზისებად ასე გამოიყურება: ყველაზე დიდი ცვლილებები „მანჩესტერში“ იგეგმება. „არსენალის“ სატრანსფერო გეგმები...
აზარსმოკლებული ტრანსფერი
ამ ბოლო დროს უეფა კლუბების დასჯაზე ალაპარაკდა და ედენ აზარსაც შეეშინდა — თუკი „ჩელსის” ტრანსფერებს აუკრძალავენ, „რეალი” ოცნებად დარჩება. შეგახსენებთ, რომ ლაპარაკია გარიგებაზე, რომელიც თუ შედგა, 100 მილიონი გირვანქა ეღირება. დავაზუსტოთ: უეფამ დასავლეთლონდონელებს ფინანსური „ფეარ ფლეის” დარღვევა დაუმტკიცა და ახლა სურს კლუბი ორი სატრანსფერო ფანჯრით დასაჯოს. ეს კი თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ „ჩელსი” „რეალისგან”...
კალამი ედენ აზარისთვის
„ჩელსიმ” ედენ აზარს ერთბაშად ორი ჯილდო გადასცა: სეზონის საუკეთესო ფეხბურთელისა და საუკეთესო გოლის ავტორის. 28 წლის ბელგიელი რასაკვირველია ორივეს იმსახურებდა, მაგრამ ახლა, როდესაც სატრანსფერო ციებ-ცხელება ახლოვდება, ბევრმა კლუბის გადაწყვეტილება მოთამაშის მოთაფვლის ხერხადაც აღიქვა. ყველასთვის ხომ კარგად არის ცნობილი, რომ „რეალს” აზარის შესაძენად 100 მილიონი გირვანქა აქვს გადადებული, დასავლეთ ლონდონელებს კი თავიანთ ვარსკვლავთან განშორება არ უნდათ....
ინგლისმა ისტორია დაწერა
ინგლისი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ევროპის ორი მთავარი საკლუბო შეჯიბრების, ჩემპიონთა ლიგისა და ევროლიგის ფინალში ოთხი გუნდი გაიყვანა. სხვა სიტყვებით, მადრიდშიც და ბაქოშიც ინგლისური ფინალი გაიმართება. ეს მას მერე გაირკვა, რაც ხუთშაბათს, ევროლიგის ნახევარფინალებში, „არსენალმა” და „ჩელსიმ” იყოჩაღეს. „ჩელსის” ფრანკფურტის „აინტრახტის” დასაძლევად მატჩისშემდგომი პენალტების სერია დასჭირდა (ორივე შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა), ხოლო „არსენალმა” „ვალენსიას”...
ქალაქში პირველი სიტია!
მანჩესტერული დერბი 2:0 დამთავრდა, „სიტიმ” „იუნაიტედს” მოუგო და ოლე გუნარ სულშერმა აღიარა, რომ დღეს მათ ქალაქში გვარდიოლას გუნდი უფრო ძლიერია. „მანჩესტერ იუნაიტედი” ასეთ საშინელ დღეში 1962 წლის მერე არ ყოფილა — ბოლო 9 თამაშიდან 7 წააგო. ამ შეხვედრებში გუნდმა 20 გოლი გაუშვა და მხოლოდ 6 გაიტანა. დავაზუსტოთ: „იუნაიტედს” 2 აპრილის შემდეგ ცოცხალი თამაშიდან ბურთი მეტოქის...
ჯადოქარი
რაფა ბენიტესი რომ თავისი საქმის ჯადოქარია, ინგლისში აქამდეც იცოდნენ. დასტურად სტამბული-2005 კმარა. ახლა კი მის სხვა გამოვლინებასაც მიაქციეს ყურადღება. „ნიუკასლს“ შარშანდელ და მიმდინარე სეზონში 35 ტურის შემდეგ აბსოლუტურად იდენტური შედეგი აქვს, გატანილი და გაშვებული ბურთების ჩათვლით: 11 მოგება, 8 ფრე, 16 მარცხი, 35 გატანილი და 44 გაშვებული ბურთი, 41 ქულა. იტყვიან, ეს სტაბილურობის ნიშანიაო, მაგრამ...
აზარს შუაში რა უნდა?
მაურიციო სარის ექსპერიმენტი ჩაფლავდა — „ჩელსის” ვეტერანის კრეიგ ბარლის აზრით, ედენ აზარის ცენტრალურ თავდამსხმელად გამოყვანა, ხოლო გონსალო იგუაინისა და ოლივიე ჟირუს სათადარიგოთა სკამზე დატოვება ცუდი იდეა გამოდგა. „ჩელსიმ” კვირას „ლივერპულთან” 0:2 წააგო, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სახიფათო მომენტები მანაც შექმნა. აზარს ორი დიდებული შანსი ჰქონდა და თუ მეორე ეპიზოდში მერსისაიდელთა მეკარე ალისონმა იხსნა თავისი გუნდის...
ნუნო და ფრენკი
„სანმა” ექსკლუზიურად შეიტყო, რომ „ჩელსიში” მაურიციო სარის შემცვლელის ერთ-ერთ ვარიანტად „ვულვერჰემპტონის” თავკაც ნუნო ესპირიტოს განიხილავენ. არის კიდევ ერთი კანდიდატი — „სტემფორდ ბრიჯის” ყოფილი ვარსკვლავი ფრენკ ლამპარდი. ამ ორი მწვრთნელის აქციებმა მას მერე აიწია, რაც რომან აბრამოვიჩის ყველაზე სასურველი კანდიდატი ზინედინ ზიდანი „რეალს” ჩაუდგა სათავეში. აბრამოვიჩი ვახსენეთ და ცნობილია, რომ რუს ოლიგარქს სარის გაშვება სეზონის ბოლომდე...
მოურინიუ ჩანაწერს უარყოფს
ჟოზე მოურინიუს დროინდელი „ჩელსისა” და „ბარსელონას” 2006 წლის დაპირისპირების ამბებზე გუშინ მოგახსენებდით. ვწერდით იმის შესახებ, რომ ინგლისელმა ჟურნალისტებმა იპოვეს ჟოზე მოურინიუს ოფიციალური დავთარი, სადაც „განსაკუთრებულს” ჩამოყალიბებული ჰქონდა თავისი მოსაზრებები „ბლაუგრანას” მოთამაშეების შესახებ. დღეს, იმავე დავთრის ამბავს სხვა გაგრძელება მოყვა — პორტუგალიელს უწევს მტკიცება, რომ თავისი ფეხბურთელებისთვის ლეო მესის „ჩეხვა” დავალებული არ ჰქონდა. სოციალურ ქსელებში, უფრო...




