ფრენკ ლემპარდს „ჩელსის” გულშემატკივრის წინაშე რა წარდგენა სჭირდება, მაგრამ გუნდის ახალი მწვრთნელის რანგში წარდგენა მაინც სხვაა. ინგლისური პრესა წერს, რომ 41 წლის ლეგენდამ დასავლეთლონდონელებთან სამწლიან კონტრაქტს უკვე მოაწერა ხელი და დაახლოებით 48 საათში ეს ამბავი ოფიციალურად გამოცხადდება. 48 საათში იმიტომ, რომ გუნდი პარასკევს ვარჯიშს უნდა შეუდგეს და ცხადია, მწვრთნელი ადგილზე სჭირდება. ლემპარდის ჯამაგირი „სტემფორდ ბრიჯზე”...
ჭდე: ჩელსი
ბიჭები ჩელსიში ბრუნდებიან
გადაწყდა: პეტრ ჩეხი „ჩელსის” მრჩეველი იქნება, როგორც ტექნიკურ, ასევე ფეხბურთის საკითხებში. მოგეხსენებათ, „ლურჯების” ყოფილი ვარსკვლავი ბოლო წლებში „არსენალის” კარს იცავდა, ამ ზაფხულის პირს კი თამაშს თავი დაანება. სხვათა შორის, როგორც კი ჩეხმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, მყისვე დაირხა ხმა, რომ ის ამა თუ იმ თანამდებობაზე აუცილებლად დაბრუნდება „ჩელსიში”. ჩეხი „სტემფორდ ბრიჯზე” 2004-2015 წლებში თამაშობდა, რის მერეც...
მამა აბრამის მწვრთნელები
მაურიციო სარიმ ევროლიგა მოიგო და… ის „ჩელსის” მწვრთნელობიდან გადააყენეს, — წერს BBC, ოღონდ დასძენს, რომ ამაში გასაკვირი არაფერია. მწვრთნელებს დასავლეთლონდონელთა სათავეში ცოტა ხნით აჩერებენ. რაც რომან აბრამოვიჩმა ეს კლუბი შეიძინა (ანუ ბოლო 16 წელიწადში), „ჩელსიმ” 12 მწვრთნელი გამოცვალა, ოღონდ 16 ტროფიც მოიგო. რამდენ ხანს ჩერდებოდნენ თანამდებობაზე სარის წინამორბედები? ანდა, სად უფრო დიდხანს ენდობოდნენ მწვრთნელებს, „ჩელსიში”...
ბრაზიანი კაცის რელიქვია
ძალიან დიდი ფიგურაა ჯონ ტერი. წლების მანძილზე უკაპიტნა ლონდონურ „ჩელსის“ და ინგლისის ნაკრებს. მარტო ის რად ღირს, რომ ფიფამ ოთხჯერ შეიყვანა მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში. ჰოდა, მისტერ ტერი „სტემფორდ ბრიჯზე“ საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობის მისაღებად დაბრუნდა. ექსკაპიტანმა გასახდელში თავისი ყოფილი კარადა დაიკავა და… მისივე ხელით დაწერილ წერილს გადააწყდა. „ახლოსაც არ ჩაუარო ჩემს კარადას. ყველაზე ბრაზიანი კაცი“. ეს...
ჩელსიმ სარის კარი გაუღო
როგორც იქნა, დამთავრდა მაურიციო სარის ლონდონ-ტურინული საგა. თითქმის ყოველდღე ვრცელდებოდა ამბები იტალიელის სამშობლოში დაბრუნების თაობაზე. ახლა კი გაცხადდა, რომ „იუვენტუსი“ „ჩელსის“ საკომპენსაციო 7 მილიონ გირვანქას გადაუხდის და საქმეც ამით დამთავრდება. ტურინულ კლუბს ამგვარები არ სჩვევია, თუმცა Daily Mail-ის ცნობით, ხუთშაბათ საღამოს, „ჩელსის“ დირექტორი მარინა გრანოვსკაია, იუვენტუსელ კოლეგა ფაბიოი პარატიჩის შეხვედრია და გაჯანჯლებული მოლაპარაკებებისთვისაც წერტილი დაუსვიათ....
სარი და ქალბატონი
ბოლო ცნობა ასეთია: „ჩელსიმ” მაურიციო სარის „იუვენტუსში” გადასვლის ნება დართო. ამ ინფორმაციას ჯერ კიდევ სჭირდება ოფიციალური დადასტურება, მაგრამ ფაქტია, რომ სარის ტურინულ მისწრაფებებზე ევროლიგის ბაქოური ფინალის წინაც ლაპარაკობდნენ. „სპორტიტალიას” ტრანსფერების ექსპერტმა ალფრედო პედულამ დაწერა, რომ მწვრთნელის აგენტ ფალი რამადანის ამ დღეებში დასავლეთლონდონელთა კლუბის ხელმძღვანელობასთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა. „სქაი იტალია” თავის მხრივ ამატებს, რომ თავად სარიმაც...
ზეიმს ვიწყებთ ბაქოდან
„ჩელსის” ფეხბურთელებმა ევროლიგის ფინალში „არსენალს” 4:1 მოუგეს და დიდი ტაშ-ფანდური მოაწყვეს. ზეიმი გასახდელიდან დაიწყო და ავტობუსში გაგრძელდა. ბრაზილიური წარმოშობის იტალიელმა ნახევარმცველმა ჟორჟინიომ თავის ინსტაგრამზე ატვირთა ავტობუსის კადრები. როგორც ჩანს პარადი ოლივიე ჟირუს მიჰყავდა. უკანა სკამზე თასიც იმას ეჭირა და ბევრსაც გიჟმაჟობდა. ერთ ეპიზოდში ისმის როგორ ხუმრობს ჟირუ თავის ყოფილ კლუბზე, სადაც ექვსი წელი (2012-2018) გაატარა. „მადლობა,...
სარი ზედმეტად ემოციურია
მაურიციო სარიმ ბაქოში, „ჩელსის” ბოლო ვარჯიშზე თავი ვერ მოთოკა და მოედნიდან გაიქცა. მიზეზი: ერთი შეხედვით, იტალიელმა მწვრთნელმა გონსალო იგუაინისა და დავიდ ლუისის გამაღიზიანებელი კინკლაობა ვერ აიტანა. ძნელია, როდესაც ევროლიგის ფინალის წინა დღეს ფეხბურთელებისგან უპასუხისმგებლობას ხედავ. განრისხებულმა სარიმ კეპი მოგლიჯა, დააგდო და ფეხი გაჰკრა. ეს ამბავი საღამოს ვარჯიშზე მოხდა. არგენტინელი და ბრაზილიელი რამდენჯერმე უხეშად შეებრძოლენ ერთმანეთს ბურთისთვის,...
ვენგერმა ბაქო კოშმარიაო
„არსენალის” ყოფილი მწვრთნელი არსენ ვენგერი შიშობს, რომ ევროლიგის ფინალი, რომელიც ოთხშაბათს, 29 მაისს ბაქოშია დანიშნული, გულშემატკივრებისთვის შეიძლება კოშმარად იქცეს. კიდევ, ლონდონური გუნდის ფრანგ ლეგენდას მიაჩნია, რომ ის, რაც „მეთოფეთა” სომეხი მოთამაშის ჰენრიკ მხითარიანის გარშემო ხდება, უეფას არ უნდა დაეშვა. ვენგერმა თქვა: „პრობლემა გულშემატკივრებს ექნებათ, რადგან მათთვის ბაქო ცოტა არ იყოს კოშმარია”. აქ ფრანგმა სავარაუდოდ ის...
სომეხი არ ხარ, ქალო?
„არსენალის” ფანებმა სომხური წარმოშობის ამერიკელ სელებრითის კიმ კარდაშიანს შეუტიეს. ააფეთქეს სოციალური მედია. მიზეზი: მათი გუნდის ვარსკვლავი ჰენრიკ მხითარიანი ევროლიგის ფინალში სათამაშოდ ვერ მიდის, რადგან თამაში ბაქოშია, კარდაშიანი კი ამ ამბავს არ ეხმაურება და თანამემამულეს არ იცავს. „მეთოფეთა” გულშემატკივრების აზრით კარდაშიანს, რომელსაც სოციალურ ქსელებში აურაცხელი მიმდევარი ჰყავს, შეეძლო კამპანია წამოეწყო და მთელი მსოფლიო აეყოლიებინა. მართალი გითხრათ,...





