ჭდე: ჩელსი

Home ჩელსი
როცა 0:4 ჯობია
ჩანაწერი

როცა 0:4 ჯობია

ფრენკ ლემპარდმა „ჩელსის“ მწვრთნელის რანგში პირველი ქულა მოიგო, მაგრამ თავს უარესად გრძნობს, ვიდრე პირველ ტურში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 0:4 წაგების შემდეგ გრძნობდა. „სტემფორდ ბრიჯზე“, „ლესტერ სიტიმ“, ვილფრედ ნდიდის მიერ ლურსმანივით ჩაჭედებული თავურით გაქვითა მეისონ მაუნტის გახსნილი ანგარიში — 1:1. ლემპარდმა თქვა: „უცნაურია, რომ დღევანდელი მატჩის შემდეგ გაცილებით უხასიათოდ ვარ, ვიდრე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ თამაშის შემდეგ ვიყავი. არადა,...

ბედნიერი
ჩანაწერი

ბედნიერი

სტამბოლში სამსაათნახევრის დაგვიანებით ჩავედით. მიზეზი არ დაილია, ჯერ იყო და მავანმა, ერთ-ერთი ბოლო მოდელის „მერსედესიანმა“ თურქმა, ნახალოვკურად ჩაუჭრა სავალი გზა ჩვენს ავტობუსს და ამას ისეთი გაწევ-გამოწევა მოჰყვა, ჟანდარმთა ჩარევა გახდა საჭირო. მერე კი საბურავი გაუსკდა, ამას სტამბოლური საცობებიც დაერთო და ბეშიქთაშის Vodafone Arena-დან ორ კილომეტრში მდებარე სააკრედიტაციო ცენტრიდან ვიდრე სტადიონზე მივედი, ფრენკ ლამპარდის პრესკონფერენცია დასრულებული...

უფეხბურთოდ მოწყენილი ევროპა
ჩანაწერი

უფეხბურთოდ მოწყენილი ევროპა

როგორც ცნობილ ქართულ სიმღერაშია, ადამიანებს უმეტესად ზამთარი აშინებთ, საყვარელი ადამიანის შორს ყოფნა. ფეხბურთის გულშემატკივრები კი განსხვავებული ხალხი ვართ, უფეხბურთოდ ზაფხულის ცხელი დღეების გადაგორება გვიჭირს. ზამთრის სუსხი საყვარელ სპორტთან განშორებასთან რა მოსატანია… თითქოს ეს ნოსტალგია კოპა ამერიკას უნდა ჩაენაცვლებინა, მაგრამ სანახაობაც მოსაწყენი გამოდგა და, ზოგადად, სანაკრებო ტურნირებს, თითქმის ყოველ წელს ჩატარება არც უხდება. წინა კვირას საფრანგეთმა...

სტამბოლი და 14
ჩანაწერი

სტამბოლი და 14

14 აგვისტოს, თოთხმეტწლიანი პაუზის შემდეგ ლივერპული მორიგი ფინალის სათამაშოდ სტამბოლს უბრუნდება.  ევროპის სუპერთასის ფინალი, რაღა თქმა უნდა, მნიშვნელობით გვარიანად ჩამოუვარდება იმ ეპოქალურ და ქრესტომათულ, თოთხმეტი წლის წინანდელ მატჩს, მაგრამ, როგორც უნდა იყოს, სატიტულო ბრძოლაა და შესაბამისად მუხტიც უდიდესია. ფეხბურთი უპირველესად ქომაგისაა და დღეს და ხვალ დიდი ინგლისური დესანტის მობილიზებას ელიან მასპინძლები, თუმც „ჩელსის“ და „ლივერპულს“...

შესანიშნავი ბოლო
ჩანაწერი

შესანიშნავი ბოლო

კლაუდიო პიზარო კარიერას ამთავრებს. ეს ამბავი პერუელმა თავდამსხმელმა საზოგადოებას თავად ამცნო, კარიერის ბოლო სეზონს ვიწყებო… “შესანიშნავი იქნება, თუ კარიერას „ვერდერი“-„ბაიერნის“ მატჩით დავასრულებ. იდეალური ვარიანტი გამოვა. უკვე ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემს კარიერაში ბოლო სეზონი იქნება. თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ უკვე საკმარისად ვითამაშე,” – თქვა 40 წლის ფეხბურთელმა. პერუს ნაკრებისა და ბრემენის „ვერდერის“ ფორვარდს ევროპაში...

ფრენკის ჩელსი
ჩანაწერი

ფრენკის ჩელსი

ახალი სეზონის წინ, ლონდონის „ჩელსი“ ერთობ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და ეს უპირველესად კადრებს შეეხება. გუნდიდან მადრიდის „რეალში“ წავიდა საუკეთესო ფეხბურთელი ედენ აზარი. „იუვენტუსში“ გადავიდა მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი. ახლა, იტალიელი სპეციალისტის ადგილზე მისულ ფრენკ ლამპარდს, დასახული მიზნების მისაღწევად დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევს. მისი მუაობის დაკვირვებაც საინტერესოა. გუნდში ხომ კიდევ რჩებიან ფეხბურთლები, რომელთა მხარდამხარ ლამპარდი თამაშობდა....

პასები, პასები, პასები ჩქარა!
ჩანაწერი

პასები, პასები, პასები ჩქარა!

ესეც ფრენკ ლემპარდის პირველი მატჩი „ჩელსის” მწვრთნელის რანგში. დასავლეთ ლონდონელებმა ირლანდიურ „ბოჰემიანსთან” 1:1 ითამაშეს. ლემპარდის შეგირდთაგან ანგარიში მიჩი ბატშუაიმ გახსნა, მაგრამ „ბოჰემიანსში” გასინჯვაზე მყოფმა ერიკ მოლოიმ ბოლო წუთებში გაათანაბრა. ლემპარდმა შესვენებისას 11 ფეხბურთელი შეცვალა. ვინც ხელთ ჰყავდა, ყველას შეავლო თვალი, მათ შორის 17 წლის ჰოლანდიელ იან მაატსენს. „ჩელსის” საიტზე მატჩის გარჩევა გუნდის ყოფილმა ფორვარდმა ჯიმი...

პრემიერლიგის დიდი რვიანი 
ჩანაწერი

პრემიერლიგის დიდი რვიანი 

დიდი ლონდონური დაბრუნება. კლუბის ლეგენდა, საუკეთესო ბომბარდირი და თილისმა ფრენკ ლამპარდი „ჩელსის“ მესაჭე გახდა. ლამპარდი ფრენკ რაიკარდს, პეპ გვარდიოლას, ზინედინ ზიდანს და იმ სხვა ლეგენდებს შეუერთდა, რომლებმაც ის გუნდი ჩაიბარეს, სადაც ფეხბურთელობისას განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს. ვნახოთ, გაიმეორებს თუ არა იგივეს მწვრთნელის რანგში, თუმცა 40 წლის ინგლისელი…. ლამპარდს „არისტოკრატები“ ჯამაგირის სახით წელიწადში 5 მილიონ ევროს ჩაუჯიბავენ,...

კოკუმ ლამპარდი შეცვალა
ჩანაწერი

კოკუმ ლამპარდი შეცვალა

ფრენკ ლამპარდმა ორი დღის წინ მშობლიური „ჩელსი“ ჩაიბარა, „დერბი“ კი თავკაცის გარეშე დარჩა. არადა, ლამპარდს წარმატებული სეზონი ჰქონდა… გუნდი ფლეი ოფში გაიყვანა და მხოლოდ პრემიერლიგაში გადასასვლელი ფინალი წააგო „ასტონ ვილასთან“. მის ნაცვლად ჰოლანდიელი ფილიპ კოკუ დანიშნეს. ჰოლანდიელის თქმით, ერთი სული აქვს, როდის გაიცნობს გუნდს და ფანებს. კოკუ შარშანდელი ოქტომბრიდან უქმობდა, როცა თურქული „ფენერბახჩედან“ გაუშვეს.

ლამპარდი შინ დაბრუნდა
ჩანაწერი

ლამპარდი შინ დაბრუნდა

ფრენკ ლამპარდი ის კაცია, „ჩელსისთან“ ერთად ყველა საფეხბურთო მწვერვალზე რომ ავიდა. ბევრ კარგ ფეხბურთელს უბურთავია „სტემფორდ ბრიჯზე“, მაგრამ იმ ეპოქის არისტოკრატებს ორი უპირობო ლიდერი ჰყავდათ – ჯონ ტერი და ფრენკ ლამპარდი. სწორედ მათ აქციეს „ჩელსი“ ხუთი ევროკლუბიდან ერთ-ერთად, ვისაც უეფას სამივე მთავარი თასი აქვს მოგებული. ჰოდა, ფრენკ ლამპარდი „სტემფორდ ბრიჯზე“ მწვრთნელის რანგში დაბრუნდა. ფრენკი ემოციებს...