ლონდონური დერბი მოვლენებით გამოდგა დატვირთული — „ჩელსიმ” 2:0 მოუგო „ტოტენჰემს”, რომელსაც მეორე ტაიმში სონი გაუგდეს; ანტონიო რუდიგერს ტრიბუნიდან რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. ხულიგნებს რუდიგერმა თვითონ გამოაჯავრა მაიმუნის მოძრაობებით. ტრიბუნიდან ნასროლი ნივთები ცვიოდა „ჩელსის” მეკარე კეპა არისაბალაგას ახლომახლოს და, რასაკვირველია, საყურადღებო იყო ის, რომ ყოფილი შეგირდის, ფრენკ ლემპარდის გუნდმა ოსტატ ჟოზე მოურინიუს გუნდი დაამარცხა. „ტოტენჰემ ჰოთსპურის” კარში ორივე...
ჭდე: ჩელსი
ჩელსი ამნისტიის მოლოდინში
„ჩელსი” დარწმუნებულია, რომ სატრანსფერო აკრძალვას მოუხსნიან და ფეხბურთელთა საიანვრო ბაზრისთვის ემზადება. ფრენკ ლემპარდს მთავარ მიზნად ტამი აბრაჰამისთვის სამარქაფო თავდამსხმელის შეძენა დაუსახავს. დასავლეთლონდონელთა თავკაცი ორ ვარიანტს განიხილავს: „ბორნმუთის” ვარსკვლავს კალუმ უილსონსა და ლაიპციგელ ტიმო ვერნერს შორის არჩევს. კიდევ, „სტემფორდ ბრიჯზე” ვილიანის შესაცვლელად სხვა გარემარბის მოყვანაზე ფიქრობენ. 31 წლის ბრაზილიელი ახალი ხელშეკრულების დადებას თურმე არ აპირებს, ზაფხულში...
ლემპარდს კაცურად ველაპარაკე
დავიდ ლუისმა მოყვა, რომ „ჩელსიდან” „არსენალში” გადასვლის წინ ფრენკ ლემპარდთან გულწრფელად ილაპარაკა. მოგეხსენებათ, ზაფხულში ბრაზილიელმა „სტემფორდ ბრიჯი” დატოვა და „ემირეით სთედიუმზე” გადაბარგდა, რასაც ბევრი არ ელოდა. ლუისმა თქვა, რომ მას დასავლეთ ლონდონელების დატოვება მანამდე ჰქონდა გადაწყვეტილი, ვიდრე ჩრდილო ლონდონელები ინტერესს გამოხატავდნენ. ამ ისტორიაში გასაკვირი ის იყო, რომ ლუისმა „ჩელსიდან” წასვლა მაშინ გადაწყვიტა, როდესაც გუნდის მწვრთნელად...
სავსეა ცრემლთა შურისძიებით…
ყოველთვის თავჩახრილი, მშრომელი, პოზიტიური, ხმის არ ამწევი და ფეხბურთის თამაშზე უზომოდ შეყვარებული – ესაა ხავი მარტინესი. ბასკს ყველა ენდობოდა, იუპ ჰაინკესმა მის გადასაყვანად ყველაფერი გააკეთა, გვარდიოლას სადაც უჭირდა, მას ყველა პოზიციაზე ათამაშებდა, ისევე როგორც ანჩელოტი. გუნდიდან წასვლამდე, რაიფინიამაც ასე თქვა, ჰაინკესი და გვარდიოლა მენდობოდნენ, ნიკო კოვაჩი ვინ არის ძირითადში რომ არ მათამაშებსო. ხორვატს სხვა ხედვა...
ფრენკ პირველი
„ჩელსიმ“ სეზონი მაინც და მაინც მქუხარედ ვერ დაიწყო. რა თქმა უნდა, როგორც შიდა, ისე ევროპულ ასპარეზზე ჯერ ყველაფერი წინ არის, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ისეთი პირი უჩანს, რომ არისტოკრატთა დამრიგებელი ფრენკ ლამპარდი გუნდისთვის ბურთის გორების დროს გაცილებით გამოსადეგი და საჭირო ფიგურა გახლდათ, ვიდრე მოედნის კიდეში მდგომი… არავინ იცის როგორ გაგრძელდება „ჩელსისთვის“ მიმდინარე სეზონი. ვინძლო ლონდონელებმა სულაც...
მგლების ბუნაგში
ფრენკ ლემპარდი „ჩელსის” გულშემატკივრებს აფრთხილებს, რომ პრემიერლიგის ელიტაში დამკვიდრება იოლი აღარ არის. დღეს „ლურჯები” საქართველოს დროით 18 საათზე სტუმრად თამაშობენ „ვულვერჰემპტონთან”. დასავლეთ ლონდონელებს, რომლებიც გასულ სეზონში მესამეზე იყვნენ, მიმდინარე ჩემპიონატში ალბათ კონკურენტები გამოუჩნდება. ზაფხულში, ახალი ფეხბურთელების შეძენაში ფული არ დაიშურეს „მგლებმა” („ვულვერჰემპტონის” მეტსახელია), „ლესტერმა”, „ევერტონმა” და ვესტ ჰემმა”. ლემპარდმა თქვა: „იყო დრო, როდესაც სეზონის დასაწყისშივე...
სხვისი ქალი და მუშტი ცხვირში
ინგლისის ნაკრების ნახევარმცველს დენიელ დრინკოუტერს სახიფათო ამბავი შეემთხვა, თუმცა ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. დრინკოუტერი, რომელიც ამჟამად „ბარნლის“ ღირსებას იცავს, მაგრამ მასზე უფლებებს „ჩელსი“ ფლობს და არისტოკრატებს ის განათხოვრებული ჰყავთ, მეგობრის დაბადების დღეზე ისე გამოთვრა თავი ვეღარ გააკონტროლა და ერთ მანდილოსანს დაუწყო ლაქუცი. ცუდი, მით უფრო გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. ქალი,...
აღარ კმარა?!
ასაკოვანს ვერ იტყვი – საფეხბურთო საზომებითაც კი მხოლოდ გამოცდილი თუ ითქმის. ჰოდა, რა გასაკვირია, თუ 32 წლის სესკ ფაბრეგასმა ესპანეთის ნაკრებში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. „ზურგს უკან მაღალ დონეზე ჩატარებული 800-ზე მეტი მატჩი მაქვს. შესაძლოა, ფიზიკური კონდიციები იგივე არ მქონდეს, რაც 20 წლის ასაკში, მაგრამ საშუალოზე კარგ სათამაშო ფორმაში ნამდვილად ვარ,“ – განაცხადა ფაბრეგასმა. ესპანელ ნახევარმცველს...
ბევრი ოლე და ბევრი ტროლი
ოლე გუნარ სულშერი თავისი ფეხბურთელების დაცვას ითხოვს. ვისგან? სოციალური ქსელების ტროლებისგან. პრემიერლიგის მეორე ტურში, „ვულვერჰემპტონთან“ პენალტის ვერგატანის შემდეგ, პოლ პოგბას დიდი ინტერნეტ-აგრესია დაატყდა თავს. სულშერი ამბობს, რომ ფრანგი ძლიერი პიროვნებაა და შხამიან კომენტარებს არათუ გაუძლო, არამედ გაძლიერდა კიდეც. ის აგრეთვე ამბობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელებს სოციალურ ქსელებში თავიანთი გვერდების ქონას არ აუკრძალავს, მაგრამ ამა ქვეყნის...
კონტეს გადაკიდება, მტერს!
„ჩელსის” ყოფილი მწვრთნელი ანტონიო კონტე დასავლეთლონდონური კლუბის წინააღმდეგ ახალ სასამართლო დავას იწყებს. არადა, პირველი პროცესი მან უკვე მოიგო და საკომპენსაციო თანახა 9 მილიონი გირვანქაც მიიღო. კონტესა და „ლურჯებს” შორის წამოწყებული ახალი დავის ამბავი საზოგადოებას „თაიმსმა” ამცნო. გაზეთმა დაწერა, რომ 50 წლის იტალიელმა კლუბს ინგლისის „შრომითი მოწყობის ტრიბუნალში” უჩივლა. წინასწარი მოსმენა გასულ პარასკევს ყოფილა, განაჩენს კი...









