ინგლისურმა „მირორმა” საიდანღაც ჟოზე მოურინიუს 2005-06 წლების სეზონის ჩანაწერები გამოჩხრიკა. მაშინ „განსაკუთრებული” „ჩელსის” თავკაცი იყო. იმ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დასავლეთ ლონდონელები „ბარსელონას” შეხვდნენ. „ბარსას” ფრანკ რაიკარდი ხელმძღვანელობდა. პირველი თამაში „სტემფორდ ბრიჯზე” „ბარსელონამ” მოიგო 2:1, საპასუხო კი „კამპ ნოუზე” 1:1 დასრულდა. მოურინიუს ჩანაწერებიც ამ დაპირისპირების წინ არის გაკეთებული. მას „ბარსელონას” ფეხბურთელები ჰყავს დახასიათებული. რონალდინიოზე მოურინიუ...
ჭდე: ჩელსი
სარიმ ვერ გაიგო რატომ წააგო
მაურიციო სარი „ჩელსის” „ევერტონთან” გუშინდელ დამარცხებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს. დასავლეთ ლონდონელთა იტალიელი მწვრთნელი ამბობს, რომ წაგება მთლიანად ფეხბურთელების ბრალია. ვერ გავიგე შესვენების შემდეგ თამაში რატომ შეწყვიტესო. რაც 2019 წელი დადგა, სარის ხელმძღვანელობით „ჩელსიმ” 10 მატჩიდან მხოლოდ 4 მოიგო. „ნაპოლის” ყოფილი თავკაცის ხელში „ლურჯები” სტაბილურად ვერ თამაშობენ და დიდი შანსია, რომ მომავალ ჩემპიონთა ლიგაშიც ვერ მოხვდნენ....
სარიმ კეპას ასე უღრიალა
მაურიციო სარის კვირას, „უემბლიზე” აჯანყებული კეპა არისაბალაგასთვის მაინც უთქვამს თავისი სათქმელი. თან ღრიალით. და მეკარის საქციელს სასჯელის გარეშე არ ჩაუვლია. არადა, იტალიელმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ლამაზად ილაპარაკა, ყველაფერი გაუგებრობას დააბრალა. შეგახსენებთ: „კარაბაოს თასის” ფინალში, დამატებითი დროის მიწურულს ანუ პენალტების სერიის წინ სარის კეპას შეცვლა უნდოდა — ვილი კაბალიერო გამოყავდა, მაგრამ ბასკი მოედნიდან არ გავიდა. არისაბალაგა ურჩობამდე ცოტა...
გააგდეთ კეპა „ჩელსიდან”!
გაუგონარი რამ მოხდა „კარაბაოს თასის” ფინალში „ჩელსისა” და „მანჩესტერ სიტის” შეხვედრის ბოლოს, პენალტების სერიის წინ — დასავლეთ ლონდონელთა ბასკმა მეკარემ კეპა არისაბალაგამ მწვრთნელის… უფრო სწორედ მწვრთნელების დიდი თხოვნისა და ჩხუბის მიუხედავად მოედანი არ დატოვა და კოლეგას, ვილი კაბალიეროს ძელებს შორის ადგილი არ დაუთმო. საბოლოოდ პენალტებში „მანჩესტერ სიტიმ” გაიმარჯვა და თასს დაეუფლა. კაბალიერო არგენტინელი გოლკიპერია, რომელმაც...
ჩელსის ტრანსფერები აეკრძალა, ზიდანს – არა
ზინედინ ზიდანს „ჩელსის” სატრანსფერო აკრძალვა არ შეეხება და მას დასახარჯად 200 მილიონ გირვანქას მისცემენ — გუშინ ფიფამ „ლურჯებს” 29 ყმაწვილი ფეხბურთელის უკანონოდ დაბევებისთვის ორი სატრანსფერო ფანჯრით აუკრძალა ბაზარში გასვლა. დასავლეთ ლონდონელების ბედად აკრძალვა ამ ზაფხულიდანვე არ ამოქმედდება, ის ძალაში 2021 წლის იანვრიდან შედის. ამ ინფორმაციის ფონზე „ჩელსის” მავანმა თანამშრომელმა ინგლისელ ჟურნალისტებს გამოუტანა ამბავი, რომ მაურიციო სარის...
ჩელსის იმედი
„ჩელსის” ფრანგმა ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ მოყვა, რა დავალება მისცა მაურიციო სარიმ თავის ფეხბურთელებს ევროლიგაზე „მალმიოსთან” შეხვედრის წინ. წუხელ დასავლეთ ლონდონელებმა შვედურ გუნდს 3:0 მოუგეს და ორი შეხვედრის ჯამური ანგარიშით (5:1) მერვედფინალში გავიდნენ. შეგახსენებთ, რომ კვირას „ლურჯებს” „კარაბაოს თასის” ფინალი ელით „მანჩესტერ სიტისთან” და ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ სარისთვის „მალმიოსთან” მოგება მნიშვნელოვანი იყო. „საკუთარი თავის რწმენის ასამაღლებლად...
სარიმ თქვა სულ არ მადარდებსო
მასიმილიანო ალეგრი, ზინედინ ზიდანი და ფრენკ ლემპარდი — აი, კანდიდატები, რომლებმაც შეიძლება „ჩელსის” თავკაცის თანამდებობაზე მაურიციო სარი შეცვალონ. სარის საქმე კი ისეა, რომ ინგლისური მას-მედია ერთსულოვნად აცხადებს, „კარაბაოს” ანუ ლიგის თასის ფინალში „მანჩესტერ სიტისთანაც” თუ დამარცხდა აუცილებლად მოხსნიანო. გარდა იმისა, რომ „ჩელსის” ბოლოხანს ცუდი შედეგები აქვს — რამაც კლუბის დირექტორატი შეაწუხა — საკუთრივ სარის ფანებთან...
სარივედერჩი
ქართულად „სარბურთად” ვთარგმნოთ? „შენი სარიბოლის ასე და ისე, თვითონ არ იცი რას აკეთებო”, ყვიროდნენ წუხელ „ჩელსის” გულშემატკივრები — დასავლეთ ლონდონელებმა ფეხბურთის ასოციაციის თასზე „მანჩესტერ იუნაიტედთან” 0:2 წააგეს. „ჩელსის” ფანებს მანჩესტერელებიც შეუერთდნენ, რაც რასაკვირველია დაცინვა იყო. მათ კლასიკური „შენ ხვალ დილით მოგხსნიან” შემოსძახეს და ირონიული რჩევაც მიაბეს „მოურინიუ დააბრუნეთო”. „ლურჯების” კარში გოლები პირველ ტაიმში გავიდა. ისინი...
თუ მარინოჩკა აზრს ზიდანსაც დაეკითხება
ინგლისში ხმა დაირხა, რომ ზინედინ ზიდანი „ჩელსის” სათავეში ჩადგომაზე ყაბულსაა, ოღონდ თავის პირობებს აყენებს: სატრანსფერო ბაზარზე გასასვლელად 200 მილიონ გირვანქას (228 მილიონ ევროს) ითხოვს. უფრო სრულყოფილად რომ ვთქვათ, იმ შემთხვევაში თუ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დასავლეთ ლონდონელებს ხელმოცარული მაურიციო სარის შეცვლაზე დათანხმდება, ის მოითხოვს: ახალ კონტრაქტს ედენ აზარისთვის, რომელიც გაქცევაზე აღარ იფიქრებს და მწვრთნელს საშუალება მიეცემა...
უძინარი სარის მზე
მხოლოდ ხუთი თვე გავიდა მას მერე, რაც მაურიციო სარი „ჩელსის” მწვრთნელად დანიშნეს და ის უკვე თავად აღიარებს, რომ მის თავს საავდრო ღრუბლები შექუჩდა. იმავდროულად, იტალიელი ამბობს, რომ პრემიერლიგის ყველაზე არასტაბილური გრანდის სათავეში ყოფნა და გამოწვევის მიღება ძალიან სიამოვნებს. სარიმ თქვა, რომ ოთხშაბათს, „ბორნმუთთან” 0:4 წაგების შემდეგ სულ რამდენიმე საათი ეძინა, მაგრამ: „ჩემი სამსახური ყოველთვის რისკის...








