ჭდე: ჩელსი

Home ჩელსი
ჩანაწერი

ერთი მაგარი წყვილია

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მეხუთე რაუნდში „ჩელსი” „მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლებს — მანჩესტერელთა დროებითმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა გასულ უქმეებზე „არსენალთან” 3:1 გამარჯვებით თავისი გუნდი მერვედფინალში გაიყვანა. „სტემფორდ ბრიჯზე” შეხვედრა 16 თებერვალს გაიმართება. ამრიგად, თუკი „მანჩესტერ სიტი” „მიდლსბროსა” და „ნიუპორტს” შორის გამარჯვებულს მოუგებს, შეჯიბრებაში პრემიერშიფის ზედა ექვსეულიდან მხოლოდ ორი გუნდი დარჩება. კიდევ, ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ...

ჩანაწერი

წვეტებიანი სათვალე

გეგონება ის არ ეყოფოდა „შეფილდ უენსდის” „ჩელსიმ” ფეხბურთის ასოციაციის თასის მეთექვსმეტედფინალში 3:0 რომ მოუგო, კიდევ გულშემატკივრების ხულიგნობის გამო დასჯიან. ოღონდ, მანამდე კარგად გამოიძიებენ ვინ, რა და როდის დააშავა. ისე, ამ ბოლო დროს ინგლისში ფანების გამძვინვარებას რომ აქვს ადგილი ესეც ფაქტია. ამჯერად, შეფილდელმა ფანებმა დასავლეთ ლონდონური კლუბის ფეხბურთელებს ტრიბუნიდან სხვადასხვა საგნები დააყარეს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მასპინძლებმა...

ჩანაწერი

ლურჯი გონსალო დღეს ვერ ითამაშებს

გონსალო იგუაინი „ჩელსიში” გადავიდა და აცხადებს, რომ ერთი სული აქვს როდის გავა მოედანზე. ოთხშაბათს, დასავლეთ ლონდონელებმა დაადასტურეს, რომ 31 წლის არგენტინელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე მათი მოთამაშე გახდა. „ლურჯების” ახალმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა თქვა: „როდესაც „ჩელსისგან” „სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლის წინადადება მივიღე მივხვდი, რომ ამ წინადადებაზე უარი არ უნდა მეთქვა. ეს ის კლუბია, რომელიც მე ყოველთვის მომწონდა, რომელსაც...

ჩანაწერი

ლონდონს ომსკი ჯობდა

16 წლის წინ რომან აბრამოვიჩს შეეძლო „არსენალი” ეყიდა, მაგრამ შვეიცარიელმა ბანკირებმა შეცდომაში შეიყვანეს და… ის „ჩელსის” მეპატრონე გახდა. კიდევ, რუსმა ოლიგარქმა რამდენჯერმე ცადა იმავ „მეთოფეთა” კლუბიდან იმხანად საუკეთესო ფორმაში მყოფი დიდი ფრანგი თავდამსხმელის, ტიერი ანრის გადაბირება, მაგრამ არ გამოუვიდა. ეს ყველაფერი წერია წიგნში, რომელსაც „კლუბი” (The Club) ჰქვია და რომელიც „ვოლ სტრიტ ჯორნალის” ორმა ჟურნალისტმა...

ჩანაწერი

აზარი დარჩება, მაგრამ… შეიძლება წავიდეს

„უოტფორდის” კარში ორი გოლის გატანის შემდეგ ედენ აზარმა „ჩელსის” ფანები სიტყვითაც გაახარა — თქვა, რომ სურს გახდეს კლუბის ლეგენდა, როგორებიც იყვნენ ჯონ ტერი და ფრენკ ლემპარდი. ეს ყველამ აღიქვა, როგორც ბელგიელის გადაწყვეტილება „ლურჯებთან” კონტრაქტი გააგრძელოს, მაგრამ გავიდა სულ რამდენიმე საათი და 27 წლის შემტევმა დასძინა, ზაფხულამდე ხელს არაფერს მოვაწერო. აზარს მოქმედი ხელშეკრულების მიხედვით „სტემფორდ ბრიჯზე” 2019...

ჩანაწერი

ამხილეს, მაგრამ… ამხილეს?

„ჩელსის” ფანი, რომელმაც „მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავ რაჰიმ სტერლინგს აგინა, დაისაჯა. მისი ვინაობა გამოვლენილია. როგორც თავად ამბობს, ამ ინციდენტის გამო სამსახური დაკარგა და იმ ოთხ გულშემატკივარს შორის მოხვდა, რომელთაც კლუბმა წლიური აბონემენტები ჩამოართვა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრაში, რომელიც ბოლო ტურში „სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართა, „ჩელსიმ” „სიტის” 2:0 მოუგო და ცხრილში პირველი პოზიცია დააკარგინა. პრემიერლიგის სათავეში „ლივერპული” მოექცა. ყბადაღებულ...

ჩანაწერი

აზარმა დიუგარის უამბო

მონტე კარლოს რადიოს აქვს გადაცემა „დუგა”, რომლის წამყვანი საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი კრისტოფ დიუგარი გახლავთ. მასთან ინტერვიუში „ჩელსისა” და ბელგიის ნაკრების ვარსკვლავმა ედენ აზარმა ერთხელაც დაადასტურა თავისი სიყვარული მადრიდის „რეალისადმი”. „არასდროს დამიმალავს, რომ „რეალი” მიყვარს. მე ეს კლუბი იქ ზიდანის მისვლამდეც მიყვარდა, — თქვა ბელგიელმა, — რაც შეეხება „ჩელსის”, ამ სეზონს...

ჩანაწერი

ჩელსის ფანებმა სტერლინგს რასისტულად აგინეს

პოლიცია და „ჩელსი” „მანჩესტერ სიტის” საჩივარს იკვლევენ — „ქალაქელების” თქმით შაბათს, „სტემფორდ ბრიჯზე”, მათ ვარსკვლავ რაჰიმ სტერლინგს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. მოგეხსენებათ, პრემიერლიგის დიდ დაპირისპირებაში „ჩელსიმ” „სიტის” 2:0 მოუგო და ლიდერობა დააკარგინა. 16 ტურის შემდეგ ცხრილის სათავეში „ლივერპული” მოექცა. ტელეკომპანია BT Sport გამომძიებლებს დახმარებას და საქმეში კარგად გასარკვევად ვისაც ჯერ არს შესაფერისი კადრებით მომარაგებას დაჰპირდა. კადრებში...

ჩელსის ორი წლით მოკვეთავენო
ჩანაწერი

ჩელსის ორი წლით მოკვეთავენო

„ჩელსის” ორწლიანი სატრანსფერო დისკვალიფიკაცია ემუქრება. მიზეზი: უცხოელი ბავშვების გადაბირება. ასეთი მკაცრი სასჯელი დასავლეთ ლონდონელებს 18 თვის წინ გაყიდული ფეხბურთელის გამო ელით. „ფუტბოლ ლიკსის” ცნობით ფიფას შესაბამისი სამსახურები „სტემფორდ ბრიჯზე” კიდევ 19 ყმაწვილის უკანონოდ მიყვანის საქმეს იძიებენ. ძიება ჯარ არ დამთავრებულა. საბუთები, რომელთა თანახმად „ლურჯებს” ზემოთ ნახსენები ორწლიანი დისკვალიფიკაცია ელით, ამ ბოლო დროს გააქტიურებულმა „ფუტბოლ ლიკსმა”...

არასწორი პარკინგი 20 მილიონი ჯდება
ჩანაწერი

არასწორი პარკინგი 20 მილიონი ჯდება

ანტონიო კონტეს „ჩელსიში” მუშაობის დროს მანქანა არასწორ ადგილას დაუყენებია და ეს ფაქტი, „მირორის” ცნობით, ახლა დასავლეთ ლონდონის კლუბს საშუალებას აძლევს ყოფილ მწვრთნელს  20 მილიონი გირვანქა არ გადაუხადოს. შეგახსენებთ: „ჩელსიმ” იტალიელი თანამდებობიდან ივნისში დაითხოვა, როდესაც კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადამდე მთელი წელიწადი რჩებოდა. ასეთ დროს წესით დამქირავებელმა დაქირავებულს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეები ვერ რიგდებიან...