იტალიურ მედიაში გავრცელდა ხმა, რომ ანტონიო კონტე 9,5 მილიონ გირვანქაზე უარის თქმას დაყაბულდა, ვინაიდან მისი სამსახურში აყვანა არც მეტი-არც ნაკლები „რეალს” უნდა. 49 წლის კონტე მადრიდში ხულენ ლოპეტეგის შემცვლელად შეუგულებიათ — მოგეხსენებათ ლოპეტეგის ხელში „თეთრების” საქმე ცუდად მიდის. ახლა იმის შესახებ, თუ რა 9,5 მილიონ გირვანქაზეა ლაპარაკი: კონტე „ჩელსის” თავკაცი იყო, რომელსაც დასავლეთ ლონდონელებმა ზაფხულზე...
ჭდე: ჩელსი
სარიმ ჟოზეს თავისი ასისტენტი მიუყვანა და ბოდიში მოახდევინა
ინგლისში წერენ, მაურიციო სარიმ შეიძლება „ჩელსის” გულშემატკივართა რისხვა მოიმკას, რადგან ჟოზე მოურინიუზე თქვა, მეტ პატივისცემას იმსახურებსო. შაბათს, მას მერე, რაც „სტემფორდ ბრიჯზე” დასავლეთ ლონდონელებმა „მანჩესტერ იუნაიტედთან” დრამატული 2:2 ითამაშეს „ჩელსის” ფანები ტრიბუნებიდან მოურინიუს ლანძღავდნენ, ხოლო ის მათ სამ თითს აჩვენებდა — მე აქ, თქვენთვის, უმადურებისთვის, სამი ტიტული მაქვს მოგებულიო. უკან არც „ლურჯების” ახლანდელმა თავკაცმა დაიხია. მან...
მანჩესტერ იუნაიტედი საუკეთესოა
მაურიციო სარი ამბობს, რომ პრემიერლიგის გუნდებს შორის საუკეთესო შემადგენლობა „მანჩესტერ იუნაიტედს” ჰყავს. დღეს, ჟოზე მოურინიუს სარის ნაქები ფეხბურთელები „სტემფორდ ბრიჯზე” მიჰყავს — მე-9 ტურის წინ „იუნაიტედი” „ჩელსის” 7 ქულით ჩამორჩება. ჩამორჩენის მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს. დასავლეთ ლონდონელთა თავკაცი როგორც ხედავთ მიიჩნევს, რომ ფეხბურთელების დონე აქ არაფერ შუაშია. პირიქით, იტალიელს სწამს, რომ თუკი მოთამაშეების ამპლუების მიხედვით...
ჩელსი მორატას შემცვლელს მილანში ეძებს
„ჩელსის” ალვარო მორატას შეცვლა სურს. ის „მილანის” პატრიკ კუტრონესა და „ინტერის” მაურო იკარდის უსინჯავს ნიადაგს. „სანმა” დასავლეთ ლონდონელთა ბანაკში შეიტყო, რომ კლუბს მოთმინების ფიალა აევსო — მორატას გაყიდვა და იანვარში მის ნაცვლად სხვა ფეხბურთელის მოყვანა უნდა. ამბობენ, რომ „ლურჯების” სიაში პირველი იკარდი წერია, მაგრამ თუ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, მაშინ მათ „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” კუტრონეს გამო...
ნაცისტ ფანებს ჩელსი პოლონეთით დასჯის
„ჩელსის” პრეზიდენტს, რომან აბრამოვიჩს იდეა მოუვიდა: მას სურს დასავლეთ ლონდონელთა ნაცისტ ფანებს თამაშებზე დასწრება კი არ აუკრძალოს, არამედ აუშვიცის, იმავე ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში საგანმანათლებლო ტურები მოუწყოს. მოგეხსენებათ, აბრამოვიჩი რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ ეროვნებით ებრაელია და მისთვის ჰოლოკოსტის თემა განსაკუთრებით მტკივნეული გახლავთ. რასაკვირველია, ოცდამეერთე საუკუნის ინგლისში ადამიანს ვერ გაკოჭავ და სხვა ქვეყანაში, კერძოდ პოლონეთში ექსკურსიაზე ძალად ვერ...
ბედნიერი და ბედნიერი ედენ აზარი
„ჩელსის” ბელგიელმა ვარსკვლავმა ედენ აზარმა კვირას, საუთჰემპტონში, გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა. ლონდონელებმა 3:0 მოიგეს. აზარი შესანიშნავ ფორმაშია, 7 გოლით ბომბარდირთა შორისაა. სტატისტიკოსებმა დათვალეს, რომ ის ყოველ 82 წუთში მეტოქის კარში ბურთს აგდებს, მაგრამ გოლებისგან განსხვავებით სიტყვებს, რომლებიც ვარსკვლავმა „სენტ მერიზე” თამაშის შემდეგ თქვა, საეჭვოა „ჩელსის” გულშემატკივარი გაეხარებინა. „ახლა მართლაც შესანიშნავ ფორმაში ვარ. ნამდვილად...
დერბი დელა მადონინა ფაბრეგასისთვის
„ჩელსიმ” შესაძლოა სესკ ფაბრეგასი უბრალოდ დაკარგოს, მის სანაცვლოდ ცენტიც კი ვერ მიიღოს — „მილანმა” მუდმივ კონკურენტ „ინტერს” სასურველი მოთამაშის ცხვირწინ აცლა მოუნდომა და საამისოდ პრაქტიკული ნაბიჯიც გადადგა. ფაბრეგასს კი დასავლეთ ლონდონელებთან კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს, ზაფხულში ეწურება. კატალონიელი ჯერჯერობით ელოდება შესთავაზებენ თუ არა „ლურჯები” მის განახლებას. „ჩელსიდან” წასვლაზე კი საქმე ასეა: 31 წლის ნახევარმცველს იანვარში...
ეღირსება კეპას მეორე კეპი?
„ჩელსიმ” ბასკი მეკარე კეპა არისაბალაგა ამ ზაფხულს გოლკიპერთათვის სარეკორდო თანხად, 80 მილიონ ევროდ იყიდა. 23 წლის კარის მცველი პრემიერლიგაში იოლად გადავიდა, სკანდალური წინაისტორიები არ ჰქონია. სეზონიც კარგად დაეწყო — დასავლეთ ლონდონელებს პირველ ოთხ ტურში თამაში არ წაუგიათ. და ახლა, როდესაც ევროპული ფეხბურთის კარს სანაკრებო კვირამ მოუკაკუნა, კეპას „მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარესთან, ცნობილ დავიდ დე ხეასთან უწევს...
აზარს არ ეშინია
ედენ აზარმა პრემიერლიგის ძვალთა მტვრეველებს შეუთვალა, თქვენი ხერხებით ვერ გამაჩერებთო. შაბათს „ჩელსიმ” „ნიუკასლს” 2:1 მოუგო. ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელიც ბელგიელმა ახალ სეზონში „ლურჯების” სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა. მასპინძლებმა მას ათლეტური ფეხბურთი დაუპირისპირეს, რის გამოც აზარმა თამაშის დიდი ნაწილი გაზონზე წაქცეულმა გაატარა. მოგეხსენებათ, აზარი „რეალში” ცდილობდა გადასვლას, მაგრამ ტრანსფერი ვერ გაიჩარხა. ბოლოხანს ითქვა, მადრიდელთა სათავეში ზინედინ...
კონტე რომ დარჩენილიყო, ვილიანი წავიდოდა
ვილიანმა თქვა, რომ თუ „ჩელსის” მწვრთნელად კვლავ ანტონიო კონტე იმუშავებდა, მისი „სტემფორდ ბრიჯზე” დარჩენა გამორიცხული იყო. ვილიანის გასახარად კონტემ რთული 2017-18 წლების სეზონის შემდეგ დასავლეთ ლონდონური გუნდი დატოვა. ბრაზილიელი მთალი ზაფხულის განმავლობაში ცდილობდა სხვა გუნდში გადასვლას. მას კონტე არ უნახავს, არ დალაპარაკებია. სიტუაცია მას მერე შეიცვალა, რაც ფეხბურთელმა გაიგო, რომ იტალიელი მწვართნელი წავიდა. მაისში, ინგლისის ფეხბურთის...









