დღეს მატეო კოვაჩიჩს „ჩელსის” ექიმები შეამოწმებენ და „რეალიდან” იჯარით მისი „სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლაც ოფიციალურად დადასტურდება. „ჩელსის” „მანჩესტერ იუნაიტედი” უწევდა კონკურენციას, მაგრამ დასავლეთ ლონდონელებმა აჯობეს. ჯერჯერობით ისე გადაწყდა, რომ ხორვატი ნახევარმცველი პრემიერლიგაში ერთ წელიწადს დაჰყოფს. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის მადრიდიდან ლონდონში გადაბარგება ბელგიელი მეკარის ტიბო კურტუას საპირისპირო მიმართულებით მგზავრობას დაემთხვა — მონდიალის საუკეთესო გოლკიპერი 38 მილიონ გირვანქად „ჩელსისგან”...
ჭდე: ჩელსი
ტიბო მადრიდში, კეპა ლონდონში
„ჩელსი” მსოფლიოს რეკორდს ამყარებს, ბილბაოს „ატლეტიკისგან” ბასკ მეკარეს კეპა არისაბალაგას 71 მილიონ გირვაქად (79,1 მილიონ ევროდ) ყიდულობს და შესაბამისად ბელგიელ ტიბო კურტუას „რეალისკენ” გზას უხსნის. 23 წლის არისაბალაგას ან მოკლედ კეპას დასავლეთ ლონდონელები დღეს შეიძენენ და გახდებიან ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გოლკიპერის მფლობელები. „ჩელსი” იძულებული გახდა აჩქარებულიყო, რადგან პრემიერლიგაში სატრანსფერო ფანჯარა ხვალ იხურება, მსოფლიოს ჩემპიონატის...
კურტუა გაფიცულია
მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე, ბელგიელი ტიბო კურტუა გაიფიცა. ამ ხერხით ის ცდილობს „ჩელსი” აიძულოს „რეალთან” საერთო ენა გამონახოს და მის მადრიდში ტრანსფერს დაყაბულდეს. წინასწარი გეგმის თანახმად კურტუა ორშაბათს „ლურჯების” ახალ მწვრთნელს მაურიციო სარის უნდა შეხვედროდა, მაგრამ გოლკიპერი კობჰემის საწვრთნელ ცენტრში არ მივიდა. მოგეხსენებათ, პრემიერლიგაში სატრანსფერო ბაზარი ხუთშაბათს იხურება, ამიტომ დასავლეთ ლონდონელებს პრობლემის სწრაფად მოგვარება ჰმართებთ....
აგუერო კეინზე უკეთესია
ინგლისის სუპერთასზე რომელსაც „ქომუნითი შილდი” ჰქვია სერხიო აგუეროს მიერ გატანილი ორი გოლით „მანჩესტერ სიტიმ” „ჩელსი” დაამარცხა — 2:0. „უემბლიზე” შეხვედრას 73 ათასი მაყურებელი ესწრებოდა. აგუეროს ოთხი გოლის გატანაც კი შეეძლო. ლონდონელთაგან კვლავ ვერ შეაგდო ალვარო მორატამ, რომელზეც უკვე დაჟინებით წერენ, რომ საკუთარი თავის რწმენა აქვს დაკარგული. ეს გახლდათ „ჩელსის” ახალი მწვრთნელის მაურიციო სარის ოფიციალური დებიუტი....
გაუშვით კურტუა შვილებთან
ტიბო კურტუას აგენტმა „ჩელსის” სთხოვა, საქმის გაჭიანურებას შეეშვას და ბელგიელ მეკარეს ნება დართოს მისთვის საოცნებო მადრიდში გადაბარგდეს. მოგეხსენებათ, რომ კურტუას ფასი დაახლოებით 40 მილიონი გირვანქაა. მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო გოლკიპერი კი არ მალავს, რომ „რეალში” უნდა გადასვლა, მაგრამ დასავლეთ ლონდონელები ფეხს ითრევენ. კურტუას ლტოლვა მადრიდისკენ მხოლოდ ფეხბურთით არ არის განპირობებული. მისი ორი შვილი მადრიდში იზრდება და...
ვილიანი პასპორტს ელოდება, მორატა ნერვიულობს, სარი მსჯელობს
ამ ზაფხულს ვილიანზე მხოლოდ ერთს ამბობდნენ, „ჩელსიდან” წავაო. ბრაზილიელს ყველაზე ხშირად „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ. ფეხბურთელზე თვალი ეჭირა „ბარსელონასაც”. ამ საკითხზე დასავლეთ ლონდონელთა ახალ მწვრთნელს მაურიციო სარის „არსენალთან” შეხვედრის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ჰკითხეს. მოგეხსენებათ, გუშინ ლონდონის ორმა გუნდმა ეგრეთწოდებულ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე, 1:1 ითამაშა, მატჩისშემდგომ პენალტებში კი „არსენალმა” გაიმარჯვა. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ შეხვედრის მე-15 წუთზე...
რეალს აზარი შეეცვალა
„სანი” წერს, რომ ედენ აზარს შეუძლია „რეალში” გადასვლაზე ოცნება მოთოკოს — მადრიდელები ბელგიის ნაკრების კაპიტანზე აღარ ფიქრობენ და „ჩელსისგან” მხოლოდ მეკარე ტიბო კურტუა უნდათ. დასავლეთ ლონდონელები აზარის სანაცვლოდ „რეალისთვის” 150 მილიონი გირვანქის გამორთმევას აპირებდნენ, მაგრამ „თეთრებს” გადაუწყვეტიათ არ აჩქარდნენ — ბოლოს და ბოლოს, ერთი წლის შემდეგ თავდამსხმელი შეიძლება დღევანდელის ნახევარი ფასიც კი ღირდეს. დღეს ბელგიელი...
რა აზარი აქვს ჩელსის კაპიტნობას?
ოღონდ კი შეინარჩუნოს და მაურიციო სარი მზად არის ედენ აზარს „ჩელსის” კაპიტნობა უბოძოს. არადა, „ჩელსის” იტალიელი მწვრთნელი ბელგიელი ვარსკვლავის დაკარგვის რისკის წინაშე დგას. 150 მილიონ გირვანქად ანუ 168,5 მილიონ ევროდ ღირებული აზარის შეძენას „რეალი” ეშურება და არც ფეხბურთელი მალავს, რომ თუკი შანსი მიეცემა სიამოვნებით გადაბარგდება „სანტიაგო ბერნაბეუზე”. „ჩელსის” კი ახალი კაპიტანი ჯერ არ აურჩევია. სარი...
კურტუას ნაცვლად რეინა მიჰყავთ
პეპე რეინა „მილანიდან” „ჩელსიში” გადასვლასთან არის ახლოს. დასავლეთ ლონდონელები მას 9 მილიონ გირვანქად ყიდულობენ, რაც ევროებში 10,08 მილიონს უდრის. რამ გაახსენათ „ლურჯებს” 35 წლის ესპანელი მეკარე? საქმე ის არის, რომ მათი ახალი მწვრთნელი მაურიციო სარი და რეინა „ნაპოლიში” მუშაობდნენ ერთად. უცნაურია: „რეინა თავისუფალი აგენტის სტატუსით „მილანში” ამ ზაფხულს მივიდა, მაგრამ გუნება ეცვალა და თავის ყოფილ მწვრთნელთან...
შვიდჯერ იაფი ჰარტი?
„ჩელსის” ბელგიელ მეკარეს ტიბო კურტუას „რეალში” გადასვლა სურს. ამბობენ, რომ დიდი შანსია ის დასავლეთ ლონდონელებმა ინგლისელი ჯო ჰარტით შეცვალონ, რითაც გულშემატკივარს უთუოდ გააბრაზებენ. საქმე ის არის, რომ „მანჩესტერ სიტის” კარის მცველი გასულ სეზონში „ვესტ ჰემში” იყო გაქირავებული, სადაც სეზონი ჩააფლავა. „ჩაქუჩების” გუნდშიც კი ვერ შეძლო მთავარი მეკარის პოზიციაზე დამკვიდრება. შეგახსენებთ, რომ 32 წლის ჰარტი „სიტის”...









