ჭდე: ჩელსი

Home ჩელსი
დაქვითვა რა საჭიროა?
ჩანაწერი

დაქვითვა რა საჭიროა?

„ჩელსის” ახალმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა ფეხბურთელებს სრული ნდობა გამოუცხადა — გერმანელმა მათ საშუალება მისცა დრო თავად აკონტროლონ. არადა, მისი წინამორბედის, ფრენკ ლემპარდის ხანაში ყველაფერი მკაცრად იყო განსაზღვრული და ჯარიმების მთელი სისტემაც არსებობდა. საინტერესოა, რომ ტუხელმა მატჩების წინა ღამის სასტუმროში სავალდებულო გათენებაც კი გააუქმა. მან სტუმრად ჩასატარებელი შეხვედრების წინა ღამეც კი ფეხბურთელებს აჩუქა, რათა მათ ოჯახებში...

რა მოხდა, მო?
ჩანაწერი

რა მოხდა, მო?

ინგლისური პრესა „ლივერპულისა” და „ჩელსის” შეხვედრაში (0:1) მო სალაჰის შეცვლის ამბავს დაუბრუნდა და გაარკვია, რომ იურგენ კლოპი ეგვიპტელ ვარსკვლავს დაცვაში პასიურობას საყვედურებდა. 62-ე წუთზე გერმანელმა თავდამსხმელი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენით შეცვალა. როდესაც 28 წლის სალაჰმა დაინახა, რომ მოედნიდან უნდა გასულიყო, გაოცდა და გაბრაზდა, რაც გასვლისას გამოხატა კიდეც. მერსისაიდელთა მთავარი ვარსკვლავი ასე ადრე 2017 წლის შემდეგ არ შეუცვლიათ....

ყინულის კალათი საქმეს არ შველის
ჩანაწერი

ყინულის კალათი საქმეს არ შველის

გაუგონარი რაღაც ხდება — „ლივერპულმა” შინ ზედიზედ მეხუთე თამაში წააგო. „ჩელსიმ” კი იპოვა რაღაც, რაც გამარჯვებისთვის არის საჭირო და ფრენკ ლემპარდის ხელში დაკარგული ჰქონდა. ახალი თავკაცის, თომას ტუხელის ხელმძღვანელობით დასავლეთლონდონელები უკვე რეალურად იბრძვიან ოთხეულისთვის. „ენფილდზე” გამარჯვებამ (1:0) ისინი მეოთხე ადგილზე დასვა. ახლა, „ლურჯები” მეორეზე მყოფ, „უძრაობის ხანაში” შესულ „მანჩესტერ იუნაიტედს” მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ ადგილებსა...

კვლავ სადავო პენალტის შესახებ
ჩანაწერი

კვლავ სადავო პენალტის შესახებ

ოლე გუნარ სულშერმა თქვა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს” „ჩელსისთან” შეხვედრაში პენალტი ეკუთვნოდა, მაგრამ არ დაუნიშნეს, რადგან… თამაშის წინა დღეს, „ჩელსის” საიტზე დაიწერა სტატია, რომელმაც მსაჯებზე იმოქმედა. სულშერი: „სულ გარე ზემოქმედებების ბრალია. „ჩელსის” მხრიდან ასეთი სტატიის საიტზე დადება ეშმაკობა იყო. მან მსაჯებზე გავლენა იქონია”. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ნორვეგიელს სთხოვა დაეზუსტებინა, რომელ სტატიას გულისხმობდა ის. „ნახეთ „ჩელსის” საიტი და...

სუსტებს უგებს და მეორეზეა
ჩანაწერი

სუსტებს უგებს და მეორეზეა

გუშინ, „მანჩესტერ იუნაიტედმა” და „ჩელსიმ” 0:0 ითამაშეს. ეს იყო მიმდინარე სეზონში მანჩესტერელთა მეორე 0:0 დასავლეთლონდონელებთან. და ეს იყო პრემიერლიგის „დიდი ექვსეულის” მეტოქეებთან მათი ზედიზედ მეოთხე 0:0. მეტსაც გეტყვით, „დიდი ექვსეულისთვის” მანკუნიანელებს ბოლო 6 შეხვედრაში გოლი არ გაუტანიათ. ხოლო, ის ერთადერთი, რომელიც „იუნაიტედმა” ამ ზეპური ჯგუფის წევრებს გაუტანა, გულშემატკივარმა ოქტომბერში ნახა, „ტოტენჰემთან”, მაგრამ ვაი იმ გატანას...

ტუხელი ბნელ ოთახში
ჩანაწერი

ტუხელი ბნელ ოთახში

დღეს, საქართველოს დროით ცხრის ნახევარზე, პრემიერლიგაში, „ჩელსი” „მანჩესტერ იუნაიტედს” მასპინძლობს. „იუნაიტედი” მეორეზეა, „ჩელსი” — მეხუთეზე. მათ შორის 6 ქულაა. დასავლეთლონდონელთა გერმანელი მწვრთნელისთვის, თომას ტუხელისთვის კი ეს აგრეთვე იმ გუნდთან შეხვედრაა, რომელმაც კარიერაში ყველაზე მწარე მარცხი აწვნევინა. ლაპარაკია 2019 წლის ამბავზე. მაშინ ტუხელი ჯერ კიდევ „პარი სენ ჟერმენის” თავკაცი იყო და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში განგებამ „მანჩესტერ...

ჩელსის თბილ-თბილი ბუცები
ჩანაწერი

ჩელსის თბილ-თბილი ბუცები

რას არ გაიგებ! თურმე, „ჩელსის” ფეხბურთელები თამაშების წინ ბუცებს მიკროტალღურ ღუმელში ათბობენ. მიზანი: მოთამაშეებს ზამთარში ფეხებზე რომ არ შესცივდეთ და თავიდანვე სრულყოფილად ჩაერთონ შეხვედრაში. და, რაც მთავარია, თბილი ბუცი უფრო დრეკადია და მოთამაშეს ფეხზე გემრიელად ეკვრისო, ამბობენ დასავლეთლონდონელები, რომლებიც მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის ოთხეულისთვის იბრძვიან. „სანმა” გამოიკვლია, რომ მიკროტალღური ღუმელი „ჩელსის” „სტემფორდ ბრიჯის” გასახდელში უდევს და...

ჰამანს გული სულ სხვას უგრძნობს
ჩანაწერი

ჰამანს გული სულ სხვას უგრძნობს

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი თამაშები. გამოიკვეთა ორი მკაფიო ფავორიტი, „მანჩესტერ სიტი” და „ბაიერნი”. კარგი შედეგი ჰქონდა კიდევ რამდენიმე გუნდს, მათ შორის „პარი სენ ჟერმენს”, რომელმაც „ბარსელონას” სტუმრად 4:1 მოუგო, მაგრამ მეტოქიდან გამომდინარე გადაჭრით მაინც ვერავინ ბედავს თქმას, რომ პარიზელებს თავი ქუდში აქვთ. ცალი ფეხი მეოთხედფინალში აქვს „დორტმუნდს”, რომელმაც სევილიაში 3:2 გაიმარჯვა. პირველ შეხვედრაში გაიმარჯვა...

მატჩი ერთი ლამაზი ეპიზოდით
ჩანაწერი

მატჩი ერთი ლამაზი ეპიზოდით

ყველაზე მოკლედ „ატლეტიკოსა” და „ჩელსის” პირველი მერვედფინალური შეხვედრა კატალონიურმა „სპორტმა” აღწერა, ეს იყო მოსაწყენი მატჩი, რომლის ბედიც ოლივიე ჟირუს საუცხოო მაკრატელა დარტყმამ გადაწყვიტაო. ლონდონის გუნდში მოთამაშე ფრანგმა ეს მართლაც ლამაზი გოლი 68-ე წუთზე შეაგდო, ოღონდ შემდეგ სამი წუთის განმავლობაში იდგა და ელოდა რას გადაწყვეტდა VAR-ი. საბოლოოდ, ვიდეორეფერიმ დაასკვნა, რომ ჟირუს ბურთი მოწინააღმდეგე გუნდის მარცხენა მცველისგან...

რას ნიშნავს იყო მილიარდერი
ჩანაწერი

რას ნიშნავს იყო მილიარდერი

„ჩელსის” მეპატრონის, რომან აბრამოვიჩის ახალი იახტა, „სოლარისი”, 430 მილიონი გირვანქა ჯდება და ის უცხო თვალს პირველად დაანახეს. იახტა 460 ფუტს იწონის და რვა გემბანი აქვს. ერთ-ერთ მათგანზე ვერტმფრენის ასაფრენ-დასაჯდომი მოედანიც კეთდება. პატრონმა ორი ელექტროძრავის ფული არ დაინანა, რისი წყალობითაც „სოლარისი”  მსოფლიოში ყველაზე მძლავრი იახტა იქნება. ის თითქმის მზად არის. 54 წლის აბრამოვიჩი მას ზღვაში ზაფხულში...