„შპორტ ბილდმა” გამოაქვეყნა ინტერვიუ 27 წლის მცველ ანტონიო რუდიგერთან. მოგეხსენებათ, ის „ჩელსიში” თამაშობს, სადაც ცოტა ხნის წინ მწვრთნელად თომას ტუხელი დაინიშნა. „ჩელსიშივე” არიან გერმანელები კაი ჰავერცი და ტიმო ვერნერი. თურმე, არ არის გამორიცხული „ლურჯებმა” მომავალშიც შეიძინონ მოთამაშეები ამ ქვეყნიდან. რუდიგერის მოსაზრებებს გერმანულ და არა მარტო გერმანულ თემებზე ქვემოთ გთავაზობთ. — როდესაც „ჩელსის” ახლანდელი მწვრთნელი თომას...
ჭდე: ჩელსი
ლაიფციგსა და ატლეტიკოს უპირატესობა წაართვეს
კოვიდპანდემიის გამო უეფამ კალენდარში ცვლილებები შეიტანა. მერვედფინალური მატჩების ჩატარების ადგილი ორი გუნდისთვის საშინაო არ იქნება და თამაშები ნეიტრალურ მოედნებზე გაიმართება. გეხსომებათ, საუბარი იყო „ლაიფციგი“ – „ლივერპულის“ შეხვედრაზე. გერმანიის მთავრობას 17 თებერვლამდე ბრიტანეთიდან ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვა აქვს. აქედან გამომდინარე „ლაიფციგი“ საშინაო მატჩს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე“ გამართავს. იგივე სიტუაციაში ჩავარდა მადრიდის „ატლეტიკო“, რომელმაც 23 თებერვალს...
კარგი კითხვაა, მაგრამ თქვენ მასზე პასუხის ღირსი არ ხართ
ეს იყო შეხვედრა ავდარში, სადაც თომას ტუხელის „ჩელსი” სრიალა მოედანზე ჰოკეის გუნდივით ათამაშებდა ბურთს, ჟოზე მოურინიუს „ტოტენჰემ ჰოთსპური” კი მას რეტრო-სტილით უპირისპირდებოდა. „ჩელსიმ” მოიგო 1:0. „სფურზმა” ზედიზედ მესამედ წააგო. ეს გახლდათ ჟოზე მოურინიუს ზედიზედ მეორე მარცხი საკუთარ მოედანზე, ასეთი რამ კი პორტუგალიელ მწვრთნელს აქამდე არასდროს მოსვლია. შედეგად, 21 თამაშის შემდეგ, „ტოტენჰემი” ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ მეოთხე...
მართალი ანტონიო
ნუთუ 27 წლის გერმანელი მცველი ანტონიო რუდიგერი „ჩელსის” თავკაცის პოსტიდან ფრენკ ლემპარდის გაშვებაში მართლა დამნაშავეა? ბოლო დღეებში, ინგლისურ მედიასა და სოციალურ სივრცეში ამაზე დაიწყეს წერა. რუდიგერი ინგლისელი მწვრთნელის პერიოდში დასავლეთლონდონელთა გუნდში ცენტრალური ფიგურა აღარ იყო. ლემპარდის შემცვლელის, გერმანელი თომას ტუხელის მოსვლამ კი მისი პოზიციები გაამყარა — ახალი თავკაცის ხელში გუნდმა ჯერჯერობით ორი შეხვედრა ჩაატარა და...
მაქსიმალისტი რეალისტი
თომას ტუხელმა თქვა, რომ მართალია გონებაში ტიტულისთვის ბრძოლა უტრიალებს, მაგრამ იმავდროულად რეალისტად მართებს დარჩენა. გერმანელმა, რომელმაც „ჩელსის” მწვრთნელის თანამდებობაზე ორშაბათს მოხსნილი ფრენკ ლემპარდი შეცვალა, ინგლისური ცხოვრება „ვულვერჰემპტონთან” 0:0-ით დაიწყო. თამაშის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ტუხელი ამბობდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემმა გუდმა მიზნად ჩემპიონობა უნდა დაისახოსო. შემდეგ კი იყო მატჩი, რომელშიც დასავლეთლონდონელთა ბურთის ფლობის პროცენტი 79%-მდე ავიდა, მაგრამ...
რომანს ვალი არ უყვარს
რომან აბრამოვიჩმა „ჩელსის“ საჭე თომას ტუხელს კი გადააბარა, მაგრამ გუნდიდან გაშვებული ფრენკ ლამპარდის მისამართით სამადლობელი სიტყვები არ დანანებია. ლიტონი სიტყვების გარდა, აბრამოვიჩი ლამპარდს კონტრაქტის ბოლომდე დარჩენილი ექვსი თვის ხელფასს – დაახლოებით 2 მილიონ გირვანქას გადაუხდის. თუმცა, რა მოსატანია 2 მილიონი, როცა გიჟმაჟ მილიარდერს ჯამში მწვრთნელებისთვის კონტრაქტის გაწყვეტის კომპენსაციად 112 მილიონი აქვს გადახდილი. აბრამოვიჩის ეპოქაში „ჩელსის“...
ტუხელი მუშაობას რიხიანად შეუდგა
თომას ტუხელმა „ჩელსიში” პირველი ვარჯიში ჩაატარა. ის დასავლეთლონდონელთა მწვრთნელად ორშაბათს მოხსნილი ფრენკ ლემპარდის ნაცვლად დანიშნეს. დღეს კი „ჩელსი” უკვე „ვულვერჰემპტონს” ეთამაშება და კაცმა, რომელიც შობა საღამოს ჯერ კიდევ „პარი სენ ჟერმენს” ედგა სათავეში, 27 იანვარს, სულ სხვა გუნდს, სულ სხვა ჩემპიონატში სამი ქულა უნდა მოაპოვებინოს. თან, ჩასვლიდან მეორე დღეს. გერმანელს „ლურჯები” პრემიერლიგის ცხრილში მეათე ადგილზე...
წესიერი ადამიანი და ახალი კაცი წნეხში
„ჩელსის” ახალი მწვრთნელი თომას ტუხელი გახდება. მის წინაშე დგას კონკრეტული და მკაფიო ამოცანა: დასავლეთლონდონელებმა ჩემპიონის ტიტულისთვის ამ სეზონშივე უნდა იბრძოლონ. კლუბის ლეგენდა ფრენკ ლემპარდი კი გუშინ მოხსნეს. როგორც „ჩელსის” შეფებმა თქვეს, მის ხელში, ბოლოს, გუნდს საკუთარი შესაძლებლობებისა აღარ სწამდა. ლემპარდი სამსახურიდან დირექტორმა მარინა გრანოვსკაიამ და თავმჯდომარემ ბრუს ბაკმა გაუშვეს. ისინი იმედოვნებენ, რომ ტუხელი „ლურჯებს” ხვალვე...
ლემპარდი მოხსნეს
„ჩელსიმ” ფრენკ ლემპარდი გაუშვა. დასავლეთლონდონელთა მწვრთნელი კოშმარული სტარტის შემდეგ სულ მეტი და მეტი ზეწოლის ქვეშ ექცეოდა, რაც ლოგიკურ ბოლომდე მივიდა. მის შემცვლელად თტომას ტუხელს ელიან. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის მეპატრონემ რომან აბრამოვიჩმა ზაფხულში 228,7 მილიონი გირვანქა დახარჯა, „ლურჯები” პრემიერლიგის ცხრილში მე-9 ადგილზე არიან. გუშინ, „ჩელსის” ფეხბურთელებს გამოუცხადეს, რომ დღეს დილით ვარჯიშზე არ მისულიყვნენ. ისინი შუადღისას...
ეს ის ჩელსი აღარ არის
ფრენკ ლემპარდმა თქვა, „ჩელსი” უმაღლესი ადგილებისთვის საბრძოლველად მზად არ არისო. ამას არც უნდა დიდი მიხვედრა, რადგან გუნდი, რომელიც ბოლო ხუთი სტუმრობიდან შინ ოთხჯერ დამარცხებული დაბრუნდება, ჩემპიონობას ვერ შეძლებს. „ლესტერ სიტის” მოთამაშეებმა ვილფრედ ნდიდიმ და ჯეიმს მედისონმა დასავლეთლონდონელებს პირველ ტაიმში გაუტანეს ორი უპასუხო გოლი — 2:0. „მელიები” პრემიერლიგის ცხრილს თავში მოექცნენ. ახლა ისინი „ჩელსის” 9 ქულით...









