ჭდე: ჩელსი

Home ჩელსი
პეპბურთი სტემფორდ ბრიჯზე
ჩანაწერი

პეპბურთი სტემფორდ ბრიჯზე

სულ რაღაც 35 წუთში გაჩნდა ეჭვი, რომ „ჩელსი” პრემიერლიგაში საჩივარს შეიტანდა, კორონავირუსის მიზეზით „მანჩესტერ სიტისთან” ჩემი თამაშიც რატომ არ გადადეთო. „ევერტონს” ხომ გადაუდეს… არადა, „ევერტონი” წუწუნებდა, ჯობდა გვეთამაშაო. ახლა, უკეთესი იქნება თუ გაჩუმდება და რაც მოხდა იმას შეირგებს. მოკლედ, „ევერტონი” გადარჩა, რომ არ შეხვდა პეპ გვარდიოლას გუნდს მაშინ, როდესაც მას ექვსი წამყვანი ფეხბურთელი ავად ჰყავს...

ჩანაწერი

ჩელსის საახალწლო კრიზისი

ფრენკ ლემპარდმა 2020 წელი მინი-კრიზისით დაამთავრა. „ჩელსიმ” „სტემფორდ ბრიჯზე” მორიგი არაფრით გამორჩეული თამაში ჩაატარა და ბოლო ხუთ ტურში ერთი გამარჯვების ამარა დარჩა. მეორენაირად რომ ვთქვათ, დასავლეთლონდონელებმა ამ შეხვედრებში 15 შესაძლებლიდან მხოლოდ 4 ქულა აიღეს… ინგლისელ მიმომხილველებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ „ლურჯებს” მიმდინარე სეზონში ჩემპიონობის შანსი აღარ აქვთ. მეტიც, ისინი წერენ, რომ თუ ლემპარდის ბიჭებმა ასე...

ჩანაწერი

ეს რა ჰქონია არსენალს არსენალში

ამ შეხვედრაში ყველა „არსენალის” გაცამტვერებას და მიკელ არტეტას თანამდებობიდან მოხსნას ელოდა, მაგრამ მოხდა ისეთი რამ, რამაც პრემიერლიგის მოყვარულები გააოცა — არტეტამ დადო შედეგი, რომელმაც მისი სამსახური ხომ გადაარჩინა და „მეთოფეები” შეჯიბრებაში დააბრუნა. უცნაურია, მაგრამ ასეა: იმის მაგივრად, რომ ჩრდილოლონდონელთა ფანები საახლწლოდ ლიგაში დარჩენის შანსებს ითვლიდნენ, ახლა ამბიციურ გეგმებს აწყობენ და კალენდარში იმედით იყურებიან. „არსენალმა” „ჩელსის”...

ჩანაწერი

მანჩესტერელთა შეკვეცილი დღესასწაული

დღეს ბრიტანეთში შობას აღნიშნავენ და… ვერც აღნიშნავენ. „მანჩესტერ იუნაიტედმა”, მაგალითად, ვარჯიში დანიშნა, ტრადიციული საშობაო ზეიმი კი გაუქმებულია. ოლე გუნარ სულშერმა დილის ათის ნახევარზე, ქერინგტონის საწვრთნელ კომპლექსში შეკრება და საათანხევრიანი წვრთნა ბრძანა. 26 დეკემბერს, „ბოქსინგ დეიზე”, „იუნაიტედი” ლესტერში თამაშობს და ნორვეგიელი მწვრთნელი ამ შეხვედრისთვის შერჩეული სათამაშო გეგმის დამუშავებას აპირებს. რაც შეეხება კლუბის ზეიმს, რომელშიც ჩვეულებრივ ფეხბურთელების...

ჩანაწერი

ლმპარდისთვის ჩემპიონობა ადრეა

წუხელ ლონდონის „ჩელსის“ ცხრა მატჩიანი წაუგებელი სერია „ევერტონმა“ შეწყვიტა. მატჩის შემდეგ ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა აღნიშნა, რომ მისი გუნდისთვის ტიტულისთვის ბრძოლა ჯერ ადრეა. „სეზონი გრძელია. თუ ხალხი თვლის, რომ ჩვენ ამ სეზონში ჩემპიონობის ღირსნი ვარ, რადგან საუკეთესო შემადგენლობა გვყავს, ეს სასაცილოა. როდესაც შემადგენლობებზე დაიწყებთ საუბარს, ჯერ გადახედეთ იმ გუნდებს, რომლებმაც ბოლო ოთხი წლის მანძილზე...

ჩანაწერი

აზარი ზის, ფული მიდის

მას მერე, რაც 2019 წლის ზაფხულში „ჩელსიდან” „რეალში” გადავიდა, ედენ აზარი მადრიდელებს წუთში 72 000 ევრო უჯდებაო, დაწერა ესპანურმა AS-მა. გაზეთმა თქვა, რომ ტრანსფერიდან სამ წელიწადში „თეთრები” ლონდონში ფულის გადარიცხვას დაასრულებენ და თანხა ჯამში  157,5 მილიონი ევრო იქნება. 29 წლის ბელგიელი „სანტიაგო ბერნაბეუზე” 18 თვის წინ გადაბარგდა, ოღონდ მას მერე 26 შეხვედრაში მხოლოდ 3 გოლი...

ჩეხი კარში დაბრუნდა
ჩანაწერი

ჩეხი კარში დაბრუნდა

„ჩელსიმ” პრემიერლიგის ოცდახუთკაციან განაცხადში 38 წლის პეტრ ჩეხი დაამატა. ჩეხი კლუბის ტექნიკური დირექტორი და „ლურჯების” ყოფილი ლეგენდაა. ის დასავლეთლონდონელთა კარს 2004-2015 წლებში იცავდა. მან 494 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. და რაც ყველაზე უცნაურია, ერთი შეხედვით „ჩელსის” მეკარეები არ აკლია. ამიტომაც გაოცდნენ გულშემატკივრები. მათთვის გასაკვირია, რა აზრი აქვს უკონტრაქტო ფეხბურთელის დამატებას, რომელსაც ორი წელიწადია აღარ უთამაშია. პეტრ...

აზარი – 90 მილიონით ნაკლები
ჩანაწერი

აზარი – 90 მილიონით ნაკლები

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის, ბელგიელი ედენ აზარის ფასი ბოლო დროს საგრძნობლად დაეცა. 2018 წლის ოქტომბრიდან 2019-ის ივნისამდე მისი სატრანსფერო ფასი 150 მილიონი ევრო იყო, მაშინ ის ლონდონის „ჩელსიში“ თამაშობდა, . შემდეგ აზარმა „სამეფო კლუბს“ მიაშურა და… მადრიდში ედენი პრობლემებსა და ტრავმებს შეეტაკა. ფაქტობრივად, მაღალ დონეზე აღარც უთამაშია. მისმა ფასმა კატასტროფულად დაიწყო ვარდნა: ჯერ 120 მილიონი გახდა,...

კეპა არავის უნდა
ჩანაწერი

კეპა არავის უნდა

„ჩელსი” პრობლემის წინაშეა: კეპა არისაბალაგას იჯარის წესითაც კი ვერავის აძლევს. მეკარე, რომელმაც ბოლო პერიოდში ბევრი უხეში შეცდომა დაუშვა არავის უნდა. ამიტომაც მოუწევს შეგუება იმასთან, რომ სათადარიგოთა სკამზე ეჯდება მოთამაშე რომელსაც 5 მილიონი გირვანქა უნდა გადაუხადოს. ესპანელი, კერძოდ ბასკი გოლკიპერის შესაცვლელად დასავლეთ ლონდონის კლუბმა ფრანგული „რენიდან” ედუარ მენდი იყიდა, მაგრამ კარის დაცვა ერთია და ბიზნესი მეორე —...

უპირველეს ყოვლისა, უნიტაზი!
ჩანაწერი

უპირველეს ყოვლისა, უნიტაზი!

ასეთი რაღაც ხშირად არ ხდება: „ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და „ჩელსის” შეხვედრაში, როდესაც დროის ამოწურვამდე 15 წუთი რჩებოდა, ერიკ დაიერი ტუალეტში გავარდა. მას მოურინიუ გამოუდგა. გასახდელის გვირაბში ორივეს ფოტო გადაუღეს. ეს იყო „კარაბაოს თასის” მერვედფინალური მატჩი, რომელიც 1:1 დასრულდა და პენალტებში „სფურზმა” მოიგო. ვინც დაიერის გასვლა შეამჩნია, ეგონა, რომ ის გამოცვალეს და გვირაბში იმიტომ შევიდა, მაგრამ როდესაც...