ახალშექმნილი და უკვე მარტივ მამრავლებად დაშლილი სუპერლიგიდან გასვლის შესახებ პირველმა ლონდონურმა „ჩელსიმ“ განაცხადა. გერმანული „ზიუდოიჩე ცაიტუნგის“ ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩს მოსკოვიდან დაურეკეს და აუხსნეს, რომ სუპერლიგის შექმნა კრემლის ინტერესებში არ შედის, რადგან ჩემპიონთა ლიგა კნინდება, მისი ერთ-ერთი უმსხვილესი სპონსორი „გაზპრომი“ გახლავთ. ამავე კონცერნს ეკუთვნის პეტერბურგის „ზენიტი“ რომელსაც სუპერლიგაში არავინ მიიწვევდა, ჩემპიონთა ლიგაში თამაშით კი თავის ჭიას...
ჭდე: ჩელსი
გულშემატკივრის დიდი გამარჯვება!
ეს იყო გულშემატკივრების დიდი გამარჯვება: სუპერლიგა ექვსივე ინგლისურმა კლუბმა დატოვა! ხმა პირველებმა „ჩელსის” ფანებმა აიმაღლეს, რომლებიც „სტემფორდ ბრიჯის” წინ შეიკრიბნენ. დასავლეთლონდონელებს „მანჩესტერ სიტი” აჰყვა. ორიოდ საათში ცნობილი გახდა, რომ სუპერლიგის დატოვებას აპირებდნენ „ტოტენჰემ ჰოთსპური”, „მანჩესტერ იუნაიტედი”, „ლივერპული” და „არსენალი”. ამასობაში, პრემიერლიგის ოფისში მიმდინარეობდა ჩამოთვლილი კლუბების შეფების შეკრება. იმავდროულად, დანარჩენმა თოთხმეტმა კლუბმა გადაწყვიტა უარი ეთქვა „აჯანყებულთა...
გაცვლა
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ლონდონური „ჩელსი“ და ტურინის „იუვენტუსი“ ფეხბურთელების გაცვლას გეგმავენ. იტალიიდან ინგლისში გადაინაცვლებს მცველი ალექს სანდრო. სანაცვლოდ, ტურინულ გუნდს ემერსონი შეუერთდება. ამ „ბარტერის“ შემთხვევაში „ჩელსის“ თანხის დამატება მოუწევს, რადგან ალექს სანდროს სატრანსფერო ფასი ემერსონისაზე ორჯერ ნაკლებია. ლონდონელები სერიოზულად არიან განწყობილნი, რადგან „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელ თომას ტუხელს ბრაზილიელის საკუთარ გუნდში ხილვა ჯერ კიდევ პსჟ-ში მუშაობისას...
ჩელსი ინგლისში ყველაზე მეტია
ლონდონურმა „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის ორი მატჩის ჯამში „პორტუ“ დაამარცხა (2:0, 0:1). ჩემპიონთა ლიგის ეპოქაში, ანუ 1992/1993 წლების სეზონიდან მოყოლებული, ეს ლონდონელთა მერვე ნახევარფინალია, ინგლისურ კლუბებს შორის კი საუკეთესო შედეგია. იმავე პერიოდში ლიგის ნახევარფინალს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 7-ჯერ უწია. იგივე 5-ჯერ მოახერხა „ლივერპულმა“ და 2-ჯერ „არსენალმა“. კიდევ სამ ინგლისურ კლუბს – „სიტის“, „ტოტენჰემს“ და „ლიდსს“ საამაყოდ...
ჟოზე აღარ არის განსაკუთრებული
11 აპრილს „ტოტენჰემი“ პრემიერლიგის 31-ე ტურში „მანჩესტერთან“ 1:3 დამარცხდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჟოზე მოურინიომ ლიგაში ერთ სეზონში 10 მატჩი წააგო. ორი წლის წინ „დეზების“ მთავარ მწვრთნელად დანიშნულ სეუ ჟოზეს კონტრაქტი 2023 წლის ზაფზულამდე აქვს. მანამდე მას „ჩელსიში“, „მანჩესტერში“, „რეალში“, „ინტერში“ და „პორტუში“ აქვს ნამუშევარი და ერთ სეზონში 10-ჯერ არასოდეს დამარცხებულა.
გოლი ქალივითაა: დაელოდე და მოვა
გერმანიის ნაკრებმა 31 მარტს საშინაო მატჩი სენსაციურად დათმო ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ყველაფერი კარგად იქნებოდა, შეხვედრის მე-80 წუთზე ტიმო ვერნერს თითქმის ცარიელ კარში რომ გაეტანა. არადა, კარს კი არა, მთლად ბურთს ააცილა ფეხი. ამ დროს ანგარიში 1:1 იყო. 85 წუთზე კი უკვე მაკედონიამ გაიტანა და… 1:2. გერმანული მედია ვერნერს ამ შეცდომას ვერ პატიობს. მის სახელზე დაბეჭდეს მაკედონიური...
რომა დიდ სიამოვნებას იღებს
რომან აბრამოვიჩს ინტერვიუების მიცემა არ უყვარს, მაგრამ თითქმის 15 წლიანი დუმილი დაარღვია და ჟურნალ „ფორბსს” ელაპარაკა. რუსმა მილიარდერმა გატაცებით ისაუბრა დიდი კლუბის შექმნაზე, „ჩელსის” ქალთა გუნდსა და აკადემიაზე, რასაც სხვა თემები, მაგალითად, „ლურჯთა” თემში დისკრიმინაციასთან ბრძოლაც მოაყოლა. „ვფიქრობ, ჩვენს მიერ მოპოვებული ტიტულები ყველაზე კარგად აჩვენებს, თუ რა შევქმენით მთელი ამ წლების განმავლობაში. ჩემი მიზანია მომავალშიც...
აზარმა შეიძლება კარიერა დაასრულოს
„რეალის” ბელგიელ ვარსკვლავს, 30 წლის ედენ აზარს შეიძლება კარიერისთვის თავის დანებება მოუხდეს. ის კვლავ დაშავდა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამბობენ, ტრავმა თვითონ მიიღოო. არადა, გასულ შაბათს, „ელჩესთან” შეხვედრაში, აზარი მოედანზე ვინისიუს ჟუნიორის ნაცვლად ბოლო 15 წუთით შევიდა და გამოჯანმრთელებასთან ერთად გამარჯვებაც (2:1) იზეიმა. ახლა კი, ისევ კვირები უნდა გამოტოვოს. ესპანური მედია წერს, რომ კოჭთან კუნთის...
ჩელსიმ ატლეტიკოს აჯობა
ინგლისური პრესა აღფრთოვანდა: ჩვენ გვყავს ერთ მუშტად შეკრული, გამარჯვების ჟინით შეპყრობილი, სერიოზული „ჩელსიო”, წერენ მას მერე, რაც „ლურჯებმა” მადრიდის „ატლეტიკოს” 2:0 მოუგეს და ორი შეხვედრის ჯამში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ. ჯამური ანგარიში გახლავთ 3:0. მარტივი ლოგიკაა: „ჩელსი” სერიოზული გუნდი რომ არ იყოს, ლა ლიგის ლიდერის შეჯიბრებიდან დამაჯერებლად გამოთიშვას ვერ მოახერხებდა. რაც დასავლეთლონდონელებს სათავეში თომას ტუხელი...
ჩელსის აკლია ცხრა და აქვს კოდური სიტყვები
უკვე 12 თამაშია, რაც თომას ტუხელი „ჩელსის” სათავეში უდგას და მისი ხელმძღვანელობით გუნდს ჯერ ერთხელაც არ წაუგია. ეს, რასაკვირველია ჩინებული შედეგია, მაგრამ „ლურჯების” ვეტერანი, ჯო კოული ამბობს, რომ ჩემპიონობისთვის მის ყოფილ გუნდს ერთი ფეხბურთელი აკლია და მას ერლინგ ჰოლანდი ჰქვია. ბოლო ტურში, „ჩელსისა” და „ლიდსის” 0:0-ის შემდეგ, კოულმა BT Sports-ზე მატჩის შეფასებისას ასე თქვა: „ჩემი...









