გოლი ქალივითაა: დაელოდე და მოვა

Home აქეთურ-იქითური გოლი ქალივითაა: დაელოდე და მოვა
გოლი ქალივითაა: დაელოდე და მოვა
No description available.გერმანიის ნაკრებმა 31 მარტს საშინაო მატჩი სენსაციურად დათმო ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ყველაფერი კარგად იქნებოდა, შეხვედრის მე-80 წუთზე ტიმო ვერნერს თითქმის ცარიელ კარში რომ გაეტანა.
არადა, კარს კი არა, მთლად ბურთს ააცილა ფეხი. ამ დროს ანგარიში 1:1 იყო. 85 წუთზე კი უკვე მაკედონიამ გაიტანა და… 1:2.
გერმანული მედია ვერნერს ამ შეცდომას ვერ პატიობს. მის სახელზე დაბეჭდეს მაკედონიური პასპორტი და გაცემის თარიღად 31.03.2021 მიუთითეს – მატჩის ჩატარების დღე.
„ჩელსის“ მწვრთნელმა თომას ტუხელმა ფეხბურთელის გამხნევება სცადა:
„ტიმო ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ყველაფერი ხდება. გოლი ქალივითაა: ურეკავ, ურეკავ და არ გპასუხობს, მერე კი, როცა ზარებს შეწყვეტ, თავად გადმოგირეკავს. ტიმო, გოლებიც მოვა!”

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".