ევროპის სუპერლიგა მკვდრადშობილი აღმოჩნდა, ორი დღეც ვერ იარსება და 12-დან 9 დამფუძნებელმა კლუბმა დატოვა. უეფამ მეამბოხე 9 კლუბს გარკვეული პირობები წაუყენა, რასაც ისინი უკვე დათანხმდნენ. 1.9 კლუბი 15 მილიონი ევროთი დაჯარიმდება და ეს ფული ეროვნულ ასოციაციებზე გადანაწილდება. 2. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაცილებით დიდი იქნება. 3. ცხრავე კლუბი უარს ამბობს წლეულს ევროთასებზე გამომუშავებული თანხის 5...
ჭდე: ჩელსი
არადა, ჩეფერინი ჯონსონთან ვალშია
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა უეფას სთხოვა ფანების ინტერესებიდან გამომდინარე ჩემპიონთა ლიგის ფინალი მონაწილეების, „მანჩესტერ სიტისა” და „ჩელსის” სამშობლოში ჩაატაროს. შეხვედრა 29 მაისს სტამბოლშია დანიშნული, მაგრამ თურქეთი covid 19-ის წითელ ზონაშია და 29 მაისამდე ამ სამწუხარო ზონას თავს ვერ დააღწევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გულშემატკივრებს შინ დაბრუნების შემდეგ კოვიდსასტუმროებში მოუწევთ ათი დღის გატარება....
აზარს სიცილი არ აპატიეს
მადრიდის „რეალმა“ 6 მაისს ტრანფერზე დააყენა ედენ აზარი. მისი გადაბირების მსურველს 50 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ასე მოწმენდილ ცაზე ტრანსფერზე დაყენება ცოტა მოულოდნელი იყო, მაგრამ 30 წლის ბელგიელმა ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ჩელსისთან“ მარცხის შემდეგ აზარი ყოფილ თანაგუნდელებთან მივიდა, გამარჯვება მიულოცა და რაღაც ხუმრობებზეც იცინა. აზარს სოცქსელებში ქომაგთა რისხვის ნიაღვარი დაატყდა...
კურტუას მამას ვინღა რჯიდა?
„ბოდიშს ვიხდი. დღეს, ჩემს შესახებ ბევრი კომენტარი წავიკითხე. მინდა გითხრათ, რომ გულშემატკივრის გაღიზიანება სულაც არ მინდოდა. მე ყოველთვის „რეალში” თამაშზე ვოცნებოდი და მადრიდში გამარჯვებისთვის ჩამოვედი. მიმდინარე სეზონი ჯერ არ დამთავრებულა. ჩვენ ახლა ლა ლიგის ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ჰალა მადრიდ!” ეს სიტყვები ბელგიელმა ვარსკვლავმა ედენ აზარმა თავის ინსტაგრამზე დაწერა. ბოდიშის მიზეზი კი ძნელი მისახვედრი არ არის:...
აზარო, შე საზარო!
„სტემფორდ ბრიჯზე” „ჩელსიმ” „რეალს” 2:0 მოუგო და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გამოთიშა, ედენ აზარი კი… ხალისობდა. კადრს, რომელშიც აზარი მხიარულობს, ცხადია, მთელმა მსოფლიომ მიაქცია ყურადღება და ყველას ერთი და იგივე შთაბეჭდილება შეექმნა: ბელგიელი თავისი გუნდის გავარდნით დამწუხრებული არ ჩანდა. „ჩელსი”, მოგეხსენებათ, მისი ყოფილი გუნდია და აზარსაც, შესაბამისად, თავის ყოფილ თანაგუნდელებთან შეხვედრა უხაროდა. საინტერესოა, რომ ესპანეთში, არა...
ჩელსიმ რეალს აჯობა
და კვლავ, სეზონში, რომელიც ყველას წამხდარი ეგონა, „ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ასე მოხდა 2012-ში და იგივეა 2021-შიც. მაშინ, 9 წლის წინ, გუნდს მწვრთნელი შუა სეზონში შეუცვალეს — ანდრე ვილაშ-ბოაშის ნაცვლად რობერტო დი მატეო დანიშნეს და მან ფინალში „ბაიერნი” დაამარცხა. ახლა, 21-ში, შუა სეზონში, ფრენკ ლემპარდის ნაცვლად თომას ტუხელი მოვიდა და… დასავლეთლონდონელთა გუნდი ისევ ფინალშია....
აგუერო იტალიაში მიდის
მართალია, ამ სეზონში ტრავმებმა გატანჯა და მოედანზე იშვიათად გადიოდა, მაგრამ 32 წლის სერხიო აგუეროს ჩამოწერა მაინც ძალიან ადრეა. როგორც კი „სიტიმ“ გამოაცხადა, რომ მასთან კონტრაქტის გაგრძელებას აღარ აპირებს, ევროპის რამდენიმე ბობოლა კლუბი დაფაცურდა: „ინტერი“, „იუვენტუსი“ და „ბარსელონა“. შეგახსენებთ, სერხიო რა კაცია. სერხიო ის კაცია, გოლებს რომ თლის და გუნდი ჩემპიონობამდე მიჰყავს. კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს...
ქარიმ ლოგიკის წინააღმდეგ ქროდა
ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „რეალის” მთავარი გმირი ქარიმ ბენზემა გახლდათ — მან დიდოსტატურად გაათანაბრა ანგარიში. მადრიდელებმა „ჩელსის” წინააღმდეგ, შინ 1:1 ითამაშეს. დასაწყისში ინიციატივა სტუმრებს ჰქონდათ. მათი თამაში უფრო მაღალი ინტენსიობით გამოირჩეოდა, ისინი სახიფათოდ მიიწევდნენ მასპინძელთა კარისკენ. „რეალს” კრისტიან პულიშიჩსა და ტიმო ვერნერთან გამკლავება უჭირდა. ერთ ეპიზოდში ვერნერს ახლოდან გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მადრიდელთა მეკარემ...
დღეს მადრიდში აზარობაა
დღეს, 30 წლის ედენ აზარისთვის ემოციური დღეა — „რეალის” შემტევი ნახევარმცველი თავის ყოფილ გუნდს, „ჩელსის” ხვდება. ეს გახლავთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩი. ბელგიელმა დასავლეთლონდონელთა კლუბში 7 წელიწადი ითამაშა, 2019 წლის ივნისში კი ის „რეალში” გადავიდა. მადრიდელებმა აზარში 100 მილიონი ევრო გადაიხადეს, ოღონდ ხელშეკრულებაში იყო პუნქტი, რომ ეს თანხა, გარკვეული წარმატებების შემთხვევაში, შეიძლებოდა 146,1 მილიონამდე...
დაღლილმა რეალმა ქულები დაკარგა
„რეალს” დაღლილობა ეტყობოდა. ზინედინ ზიდანის უილაჯო გუნდმა „ბეტისთან” 0:0 ითამაშა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა. მისი კონკურენტები, „ატლეტიკო” და „ბარსელონა” დღეს ხვდებიან „ბილბაოსა” და „ვილიარეალს”. ორივე სტუმრად თამაშობს. აქვე დავძინოთ, რომ 8 მაისს, „ატლეტიკო” „ბარსელონას” სტუმრობს. ამწუთას, „რეალი” მეორეზეა, „ატლეტიკოზე” ორი ქულით ნაკლები და ერთი თამაშით მეტი აქვს. ის სამი ქულით უსწრებს მესამე...









