ჩავის „ბარსელონაში“ ალვარო მორატას მიყვანა სურს. მადრიდის „რეალის“ აღზრდილი (15 წლის ასაკიდან), რომელიც ახლა „იუვენტუსშია“… ფორვარდი, რომელიც ბევრს არ უყვარს მომენტების განიავების გამო და ხშირად ამით GIF-ებსაც ქმნიან ხოლმე. ტრანსფერი რეალური ყოფილა. ესპანური და იტალიური პრესა წერს, რომ ჩავი პირადად ესაუბრა მორატას. მორატა „ატლეტიკოს“ ეკუთვნის და „იუვეში“ იჯარითაა, თუმცა ტურინელებს გამოსყიდვის უპირატესი უფლება აქვთ. ახლა...
ჭდე: ჩავი
კორონა ბარსელონას მოედო
„ბარსელონას“ სამ ფეხბურთელს, უსმან დემბელეს, სამუელ უმტიტის და ჭაბუკ გავის კორონავირუსის ტესტისას დადებითი პასუხები დაუდასტურდათ. სამივე თვითიზოლაციაში გადავიდა და როგორც კლუბის პრესსამსახური გვამცნობს, თავს კარგად გრძნობენ. შეგახსენებთ, რომ 27-28 დეკემბერს გუნდის კიდევ ოთხ ფეხბურთელს: დანი ალვეშს, კლემან ლანგლეს, ჟორდი ალბასა და ალეხანდრო ბალდეს შეეყარათ ვერაგი ვირუსი. მორიგი კალენდარული მატჩი კატალონიელებს 2 იანვარს უწევთ სტუმრად „მალიორკასთან.“...
ბარსამ ვერ მოიგო, მაგრამ კარგი იყო
ერთი მხრივ, „ბარსელონამ“ კვლავ უხეიროდ ითამაშა — ვერ მოუგო კაცნაკლულ მეტოქეს და ორი ქულა დაკარგა, მეორე მხრივ კი კატალონიურ პრესაში სტუმრად, „სანჩეს პისხუანზე“ „სევილიასთან“ 1:1-ს ჩავის მორიგ წარმატებად უთვლიან. ეს იყო შეხვედრა, რომელშიც „ბარსამ“ ძლიერ მეტოქეს არაფერი დაუთმო. სტუმართა გუნდს მიმდინარე სეზონში თამაშის ასეთი ხარისხიც სანატრელად ჰქონდა ქცეული. ჩავის ბიჭებს საკუთარი ძალების რწმენა ეტყობოდათ. ვერც...
ბარსელონელი ყმაწვილების გამარჯვება
„ბარსელონას“ ყმაწვილებმა ახალ მწვრთნელს ჩავის მეშვიდე შეხვედრაში მესამე გამარჯვება მოუტანეს — „ელჩესთან“, 3:2. გამარჯვების გოლი 85-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ნიკომ გაიტანა. მას საგოლე პასი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშემ გავიმ მიაწოდა და ბევრისთვის საბოლოოდ შეიქნა ნათელი, რომ კატალონიური გუნდის მომავალი მის ახალგაზრდობაზე უნდა აშენდეს. 19 წლის პედრი კვლავ დაშავებულია. ამიტომ ლიდერის ფუნქცია 17 წლის გავიმ იკისრა და...
ლაპორტამ რაიოლასთან ოთხი ფეხბურთელი ახსენა
ამ დღეებში „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა იტალიელ სუპერაგენტ მინო რაიოლას შეხვდა. როგორც კატალონიურმა პრესამ შეიტყო, მათ ოთხი ფეხბურთელი ახსენეს. ესენია: ერლინგ ჰოლანდი, ჩავი სიმონსი, პოლ პოგბა და ნუსაირ მაზრაუი. ბოლო სამს თავიანთ კლუბებთან კონტრაქტის ვადა 2022 წელს გაუდის. ჰოლანდს და „დორტმუნდს“ პირობა აქვთ დადებული, რომ თუ ზაფხულში გამოჩნდება მყიდველი, რომელიც 75 მილიონ ევროს გადაიხდის, გერმანული...
ბარსელონა უარყოფით ციკლში
„ბარსელონამ“ პამპლონაში „ოსასუნასთან“ 2:2 ითამაშა. კატალონიელთა ახალმა მწვრთნელმა და ძველმა ვარსკვლავმა ჩავიმ შეხვედრას ობიექტური შეფასება მისცა. ფრე ის შედეგი არ იყო, რომელსაც „ბარსას“ თავკაცი ელოდა, მითუფრო რომ 30-ე წუთისთვის მისი გუნდი 2:1-ს იგებდა. ჩავი: „ამ შეხვედრაში ერთი ქულა საკმარისი არ იყო. ჩვენ უარყოფით ციკლში ვართ და არაფერი გამოგვდის. ასეთი დინამიკის შეცვლა ყოველთვის ძნელია, მაგრამ მუხლჩაუხრელად...
ბარსანახევარი
„ბარსელონას“ მესის წასვლა რომ დაეტყობოდა, რა ძნელი გამოსაცნობი იყო, მაგრამ ის, რაც ახლა კატალონიურ გუნდში ხდება, მათთვის კარგს არაფერს მოასწავებს. წლეულს „ბარსას“ უმთავრესი პრობლემა შეტევაა და ეს სტატისტიკითაც მარტივად ჩანს. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში „ბარსელონამ“ 25 გოლი გაიტანა. ეს კი ბოლო 10 წლის საშუალო მაჩვენებლის განახევარებული შედეგია. ანუ, ბოლო 10 წლის განმავლობაში, „ბლაუგრანას“ საწყის...
ჩავის პირველი წაგება
„ბარსელონამ“ ახალი მწვრთნელის ჩავი ერნანდესის ხელმძღვანელობით პირველი თამაში წააგო. „ბლაუგრანამ“ ეს მარცხი შინ, „კამპ ნოუზე“, „რეალ ბეტისისგან“ იწვნია. შეხვედრის ერთადერთი გოლი ხუანმიმ გაიტანა. ეს გახლდათ ხუანმის მე-11 გოლი ყველა შეჯიბრებაში ჩატარებულ 16 მატჩში. ამ შეხვედრაში ხუანმიმ უფრო ადრე, 79-ე წუთზეც გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს, თამაშგარე მდგომარეობა არისო. „კამპ ნოუზე“ გამარჯვებამ „ბეტისი“ დროებით მესამე ადგილზე აღაზევა....
ბარსა ბარსა იყო, მაგრამ ვერ მოიგო
„ბარსელონამ“ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, მაგრამ „კამპ ნოუზე“ შეკრებილი 50 000 გულშემატკივარი კმაყოფილი დატოვა. ჩავის გუნდმა „ბენფიკასთან“ 0:0 ითამაშა. ახლა, ბოლო ტურში, „ბარსა“ მიუნხენში უნდა ჩავიდეს და „ბაიერნს“ მოუგოს — ამ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფი გარანტირებული ექნება. „ბენფიკა“ იმავე დღეს კიევის „დინამოს“ უმასპინძლებს. თუ ლისაბონელები კიეველებთან ვერ გაიმარჯვებენ, „ბარსელონას“ „ალიანც არენაზე“ ფრეც მისცემს ხელს. თუ „ბარსელონა“...
ჩავები იწყებენ და იგებენ
ეს იყო ჩავის პირველი თამაში „ბარსელონას“ თავკაცის რანგში და როგორც კატალონიური გაზეთი „სპორტი“ წერს, ამ შეხვედრაში გუნდმაც იწვალა და ჩავიმაც, მაგრამ მაინც გამარჯვებულები დარჩნენ. შეხვედრა გახლდათ ქალაქ ბარსელონას დერბი „ესპანიოლის“ წინააღმდეგ. „ესპანიოლს“ შეეძლო სახელოვანი მეზობლისთვის ქულა მაინც აერთმია. წვალება წვალებად, მაგრამ „ბარსელონა“ ადრინდელზე უკეთესად თამაშობდა — 75 წუთი მათი იყო. ეს იყო იმ სტილის თამაში,...









