„ბარსელონას“ ახალი მწვრთნელი ჩავი თავის ფეხბურთელებს ინდივიდუალურად გაესაუბრა. მას ყველას განწყობა და პრობლემა აინტერესებდა. კლუბის ყოფილ ვარსკვლავს არ უნდოდა „ბარსას“ მოთამაშეების შესახებ რაიმე სხვისგან ან ჭორად გაეგო. როგორც კატალონიური „სპორტი“ წერს, ჩავისთვის ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ უკლებლივ ყველა ფეხბურთელი, ისინიც კი ვინც უეჭველად წამსვლელი ეგონა, მზად აღმოჩნდა „ბარსასთვის“ თავი დადოს და მის პროექტს მთელი...
ჭდე: ჩავი
ჩავის პირველი მსხვერპლი
„ბარსელონას“ ფრანგი ნახევარმცველი უსმან დემბელე პირველია, ვინც ჩავის მიერ შემოღებული ახალი წესების გამო ფინანსურად იზარალებს. მთავარმა მწვრთნელმა ის ვარჯიშზე დაგვიანებისთვის დასაჯა, თუმცა თანხა არ გაჟღერებულა. „ბარსელონას“ დილის ვარჯიში 8.30 საათზე იყო დანიშნული, დემბელე კი 8.33 საათზე გამოცხადდა. ჩავისთვის, რომელიც ყველგან და ყოველთვის პუნქტუალურობის მომხრეა, სამი წუთიც საკმარისი აღმოჩნდა სანქციების ასამოქმედებლად. ამით ჩავიმ ისიც მიანიშნა, რომ...
ბუსკეტსი ჩავის გადაასწრებს
ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ვეტერანი სერხიო ბუსკეტსი ეროვნულ გუნდში თამაშს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგაც აპირებს. მას მერე, რაც სერხიო რამოსი ტრავმის გამო „ლა როხას“ ჩამოშორდა, 33 წლის ბუსკეტსი გუნდის კაპიტანი გახდა და დღეს, შვედეთთან შეხვედრაში, თავისი ყოფილი თანაგუნდელისა და კლუბში ამჟამინდელი მწვრთნელის ჩავი ერნანდესის შედეგს, 133 სანაკრებო შეხვედრას გაიმეორებს. „როგორიც ვარ ნაკრებში, ისეთივე ვარ...
ჩავიმ ბარსაში პუიოლს უხმო
ესპანური საფეხბურთო ფუნქციონერი რამონ პლანესი „ბარსელონაში“ სამი წელია ტექნიკურ დირექტორად მუშაობს და კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს. ამის მიუხედავად, ის დაუყოვნებლივ წასვლას აპირებს. როგორც ამბობენ, ამის მიზეზი ახალი მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესია, რომელმაც ტექნიკური დირექტორის პოსტზე კარლეს პუიოლი შეიგულა. ჩავის „ბარსაში“ კიდევ ორი თანაგუნდელის დაბრუნება სურს. მისი გეგმის მიხედვით, ლეო მესი 2023 წელს დაბრუნდება, დანი...
კოლაფსი
როგორც კატალონიური „სპორტი“ წერს, „ბარსელონას“ სრული კოლაფსი სჭირს. და ეს არის რეალობა, რომელსაც „ბარსას“ უახლეს ისტორიაში ყველაზე სასურველი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი შეეჯახება. ამის ჩინებული მაგალითი იყო გუშინ, ვიგოში, სადაც გუნდი, რომელიც პირველ ტაიმს 3:0-ს იგებდა, მეორე ტაიმში საკუთარ თავს აღარ ჰგავდა და… სამი გოლი გაუშვა. „სპორტი“ წერს, რომ „ბარსელონას“ მოშლა სინამდვილეში შესვენებამდე დაიწყო, როდესაც ანსუ...
ბარსელონა თავდასხმას მანჩესტერში ეძებს
ესპანურმა „ბარსელონამ“ მთავარ მწვრთნელად გუნდის ერთ-ერთი ლეგენდა ჩავი უკვე დაიბევა. ფანებს სჯერათ, რომ ჩავი, რომელიც ფეხბურთელობისას მოედანზე მწვრთნელის მარჯვენა ხელი იყო, მწვრთნელობაში კრუიფის და გვარდიოლას ღირსეული მემკვიდრე გახდება. ახლა „ბარსელონას“ სხვა პრობლემა აქვს – სასწრაფოდ გასაძლიერებელია თავდასხმის ხაზი. კლუბის დირექტორი მატეუ ალემანი უკვე ორჯერ ჩაფრინდა მანჩესტერში. მისი სამიზნე „სიტიდან“ რაჰიმ სტერლინგი და „მანჩესტერიდან“ ედინსონ კავანი...
ჩავი ბარსას ხვალ ჩაიბარებს
ჩავი ყატარული “ალ სადიდან” წამოვიდა და “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელად მისი დანიშვნა ოფიციალურად ხვალ, პარასკევს გამოცხადდება. “ბარსელონამ” ყატარში მთელი დელეგაცია მიავლინა კლუბის ვიცე-პრეზიდენტ რაფა იუსტეს მეთაურობით. მას კლუბის დირექტორი მატეო ალემანიც ახლდა. შეიხებთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, რაშიც დიდი როლი თავად ჩავიმ ითამაშა – ის პირადად იჯდა მოლაპარაკების მაგიდასთან. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ჩავის დებიუტი “ბარსას”...
ბარსელონას ფრონტზე ცვლილებები არ არის
„ბარსელონამ“ „ალავესს“ უმასპინძლა და ერთ ქულაზე მეტის მოპოვება ვერ შეძლო. შეხვედრა დამთავრდა 1:1. თუ კატალონიელთა მომავალი მწვრთნელი ჩავი თამაშს უყურებდა, კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდა, რომ მას დიდ პრობლემებთან მოუწევს შეჭიდება. რასაკვირველია, იყო დადებითი მომენტებიც, მაგალითად ყმაწვილკაცების გავისა და ნიკოს ეპიზოდური გაბრწყინებები, მაგრამ საბოლოოდ, „კამპ ნოუზე“ მისული 39 737 მაყურებელი კვლავ მოღუშული წავიდა შინ. „ალავესთან“ შეხვედრაში „ბარსას“ დროებითი...
გვარდიოლა: ჩავი ჩემზე მეტია
ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად ჩავის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით. „დარწმუნებული ვარ, რომ ის მზად არის „ბარსელონაში“ სამუშაოდ. ჩავის ბრწყინვალედ ესმის ფეხბურთი და აქვს გამარჯვების წყურვილი. დღეს მას გაცილებით მეტი გამოცდილება აქვს, ვიდრე მე „ბარსელონაში“ მუშაობის დაწყებისას“, – ასეთი იყო გვარდიოლას კომენტარი. შეგახსენებთ, რომ ჩავი „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია და...
როგორი ფეხბურთის მიმდევარია ჩავი?
ჯერ ოფიციალურად არ დამტკიცებულა, მაგრამ ჩავი ერნანდესი რომ „ბარსელონას“ მწვრთნელი გახდება, ამაში ეჭვი აღარავის ეპარება. მან სამწვრთნელო გამოცდილება ყატარის კლუბ „ალ სადში“ შეიძინა, სადაც დიდ წარმატებებს მიაღწია. თუნდაც ის რად ღირს, რომ „ალ სადის“ ათი ფეხბურთელი ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრია. ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“ ყატარს მიავლინა თანამშრომელი, რომელიც ჩავის ვარჯიშებს დაესწრო და სცადა შთაბეჭდილება შეექმნა, თუ...









