აი, სეირი: მაშინ როდესაც მთელი „ტოტენჰემი“ და მათი ფანობა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გიჟურ გასვლას ზეიმობდა, ლონდონელთა ნახევარმცველი მუსა სისოკო ცრემლით გასახდელ ოთახს ალბობდა. საქმე იმაშია რომ, სისოკოს „ტოტენჰემი“ გავარდნილი ეგონა, რაკიღა მანჩესტერელთა მეხუთე გოლისას, რომელიც მოგვიანებით ვიდეორეფერიმ გააუქმა, სიმწრისგან გულმოკლულმა უმალ გასახდელს მიაშურა… „თავზარდაცემული ვიყავი, საშინლად იმედგაცრუებული, სრულიად მარტო აღმოვჩნდი გასახდელში, იქ კი ტელევიზორი არ...
ჭდე: ტოტენჰემ ჰოთსპური
68 წამიანი სიგიჟე და არანორმალური თამაში
„ეტიჰედი” 68 წამის განმავლობაში ვულკანივით აფრქვევდა სიხარულს. ყველას ეგონა, რომ რაჰიმ სტერლინგმა „ტოტენჰემ ჰოთსპურს” გამარჯვების გოლი გაუტანა და „მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. უკვე მსაჯის დამატებული წუთები მიმდინარეობდა — 2 წუთი და 22 წამი იყო გასული. „ტოტენჰემის” ხალხი კი განადგურებული ჩანდა. დელე ალი მოედანზე ეგდო, პოჩეტინიო ზეცას შეჰყურებდა, უგო ლორისი სასოწარკვეთილი იდგა… მაგრამ, როგორც...
იყიდება ბეილი. ვაჭრობა მოსულა
მადრიდის „რეალმა“ ოფიციალრად გააჟღერა თანხა, რომელსაც გარეთ ბეილის სანაცვლოდ ითხოვს – 130 მილიონი ევრო. თანხა თავისთავად სერიოზულია და ამას დაუმატეთ, რომ მსურველმა კლუბმა ევროპის ერთ-ერთ მაღალაზღაურებად ფორვარდს ხელფასიც უნდა შეუნარჩუნოს. მსგავსი ფინანსური შესაძლებლობები ევროპაში სულ 4-5 კლუბს აქვს. ეს კარგად ესმით მადრიდელებს და მზად არიან ივაჭრონ. 29 წლის ბეილი ზიდანის სამომავლო გეგმებში ვერ ჯდება და...
ვიდეორეფერი, სალაჰი და სხვა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ლივერპულმა” „პორტუს” 2:0 მოუგო. გოლები გაიტანეს კეიტამ და ფირმინომ, მო სალაჰი კი ყველაზე მეტად სადავო ეპიზოდის გამო მოხვდა ყურადღების ცენტრში — მერსისაიდელთა 26 წლის ვარსკვლავი დანილო პერეირასთან ორთაბრძოლის ეპიზოდში გაძევებას გადარჩა. მსაჯმა ეგვიპტელი დაინდო, არადა თავად ინგლისური პრესა წერს, რომ მას მეტოქისთვის ფეხის მოტეხა შეეძლო. ზოგიერთმა საიტმა გულშემატკივართა კომენტარებზე გაამახვილა ყურადღება. თვალში საცემია...
უღირსი არსენალელი
ერთი ამბავი აუტეხეს დევიდ სიმენს მშობლიური „არსენალის” ფანებმა. სოციალურ ქსელებში სულ უღირსი და ცრუ „მეთოფე” ეძახეს. მიზეზი: ლეგენდარულმა მეკარემ talkSPORT-თან საუბრისას თქვა — თუკი „ტოტენჰემ ჰოთსპური” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა და იქ უცხოურ გუნდს შეხვდება, მისი მოგება გამიხარდებაო. „არსენალისა” და „სფურზის” ჩრდილო ლონდონური ქიშპის ამბავი კი კარგად მოგეხსენებათ. „სფურზის” მოგება კარგი როგორ შეიძლება იყოსო, ატყდა...
პოჩეტინიო: როგორც იქნა რაღაც მოვიგე
„ტოტენჰემ ჰოთსპურის” არგენტინელი თავკაცი, მაურისიო პიჩეტინიო ბოლოს და ბოლოს წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. საინტერესოა, რომ პეჩეტინიომ ჯილდო მოიგო ისე, რომ მის გუნდს არც ჩემპიონთა ლიგაში გაუმარჯვია, არც პრემიერლიგის ჩემპიონი გამხდარა და არც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი აღუმართავს. ლონდონში, „ბეთერსი ევოლუშენში” გამართულ მეხუთე ყოველწლიურ ცერემონიალზე პოჩეტინიოს პრიზი მისმა თანამემამულემ, 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა და „ტოტენჰემ ჰოთსპურის”...
ვერა და ვერ გახსნეს სტადიონი
„ტოტენჰემ ჰოთსპურმა” თავისი ახალი, თვალისმომჭრელი სტადიონის გახსნა კიდევ გადადო — ამჯერად აპრილის დასაწყისამდე და ისიც კაცმა არ იცის ეს ვადა საბოლოოა თუ არა. შეგახსენებთ, რომ აქამდე „სფურზი” 1 მილიარდად აშენებული სარბიელის გახსნას 17 მარტს აპირებდა — ამ დღეს პრემიერლიგაში „კრისტალ პალასთან” ლონდონური დერბი უნდა გამართულიყო, მაგრამ გუშინ „პალასმა” ფეხბურთის ასოციაციის თასზე სტუმრად მოუგო „დონკასტერს” (2:0),...
ლევი — ფულის კეთება
ზაფხულის ბაზარი როგორც წესი დომინოს პრინციპს იწვევსო, წერს AS-ის ჟურნალისტი კარლოს ფორხანესი და მაგალითები მოჰყავს: ნეიმარი, დემბელე, კოუტინიუ, ალისონი… შემდეგ ფორხანესი დასძენს, ზაფხულის დომინოს ზამთრისა მოჰყვება ხოლმეო და იგუაინის, პიატეკის და მორატას ამბავს იხსენებს. ეს ყველაფერი კი მიმომხილველს იმიტომ სჭირდება, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” პრეზიდენტის დენიელ ლევის ამბავზე გადავიდეს. კერძოდ, „ბარსელონამ” საზაფხულოდ „აიაქსიდან” ფრენკი დე იონგის...
ოლე, ჰოპ!
ოლე გუნარ სულშერმა „მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელ ვიცე-თავმჯდომარეს ედ ვუდვორდს ნამდვილი პრესინგი მოუწყო — რა საჭიროა ახალი მწვრთნელის გარეთ ძებნა, თუკი გუნდს ისედაც ექვსიდან ექვსი თამაშის მომგები კაცი ხელმძღვანელობს? თან, „იუნაიტედის” დროებითმა თავკაცმა ბოლო შეხვედრა არც მეტი არც ნაკლები „ტოტენჰემ ჰოთსპურს” მოუგო, გუნდს, რომელსაც ხელმძღვანელობს მაურისიო პოჩეტინიო — მწვრთნელი, რომელიც მის ერთ-ერთ მთავარ შემცვლელად მოიაზრებოდა. მოიაზრებოდა?...
პოჩეტინიო იმსახურებს, რომ მე შემცვალოს!
„მანჩესტერ იუნაიტედის” დროებითმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავკაცი მაურისიო პოჩეტინიო შეაქო. ნორვეგიელის აზრით, არგენტინელი მისი თანამდებობიდან წასვლის შემთხვევაში „ოლდ ტრეფორდზე” მუშაობას იმსახურებს. შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედი” კვირას, საქართველოს დროით 20 საათსა და 30 წუთზე „უემბლიზე” სწორედ „სფურზს” სტუმრობს. ყველასთვის ცნობილია, რომ სულშერი მანჩესტერელთა თავკაცად სეზონის ბოლომდე დანიშნეს და მის სავარაუდო შემცვლელად ყველაზე ინტენსიურად სწორედ...






