ლონდონში და ინგლისში რომ „ტოტენჰემს“ უამრავი გულშემატკივარი ჰყავს რა გასაკვირი ამბავია. ეგ კი არა, „დეზებს“ ქომაგები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თუნდაც საქართველოშიც ეყოლებათ. მართალია, არა ისეთი რაოდენობით, როგორც ევროპულ გრანდებს, მაგრამ „ტოტენჰემის“ წარმატება ნისლიან ალბიონს მიღმაც უხარიათ და თან ისე, რომ მავანი მზად არის მშობლების მიერ დარქმეულ სახელზე უარი თქვას და პასპორტში ლონდონური გუნდის სახელწოდება ჩაიწეროს....
ჭდე: ტოტენჰემ ჰოთსპური
ოქროზე ძვირი ლივერპული
ლივერპულის ფეხბურთელისთვის ფული პრობლემა არ არის, თუმც ძვირფას საჩუქარზე უარს არც ისინი იტყვიან. ბრწყინვალე სეზონის და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის, მერსისაიდელთა ხელმძღვანელებმა მწვრთნელსა და ფეხბურთელებს მსუყე პრემიებთან ერთად, გვარიანი ძღვენიც მიართვეს – მათ უნიკალური დიზაინის სმარტფონები ჩამოურიგეს. ოქროს iphone X-ზე თითოეული ფეხბურთელის სახელი და გვარი და სათამაშო ნომერი წერია, უკანა მხარეს ჩემპიონთა ლიგის თასი ამშვენებს. შეგახსენებთ,...
4 მილიონად გაშიშვლდა
დარენ როველი ბიზნესზე მწერალი ჟურნალისტია და სწორედ ამდენად შეაფასა კინსი ვოლანსკის საქციელი, რომელიც ჩემპიოთა ლიგის ფინალური მატჩისას მოედანზე ფაქტობრივად შიშველი შევარდა. საქმე იმაშია, რომ „ლივერპული“ – „ტოტენჰემი“ 300 მილიონმა ადამიანმა ნახა. კინსის სოცქსელის გვერდს ერთ დღეში 2 მილიონი ხელმომწერი შეემატა. შესაბამისად, მკვეთრად გაიზარდა მის გვერდზე რეკლამის განთავსების ღირებულება. ამ ისტორიაში ჩართული აღმოჩნდა გაამერიკელებული რუსი ინტერნეტბლოგერი...
უთმო კაცსაც წითლად შეუღებეს თავი
„ლივერპულმა” ისტორიაში მეექვსედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა (თასი) და ზეიმიც დაიწყო! ეს ამბავი მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე” მოხდა, ფინალში „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” 2:0 გამარჯვების შემდეგ. გოლები გაიტანეს მოჰამედ სალაჰმა და დივოკ ორიჯიმ. მერსისაიდელთა მწვრთნელს იურგენ კლოპს სახეზე სიხარულთან ერთად შვებაც გამოეხატა. ეს იყო მისი პირველი ტროფი „წითლებთან” ერთად. და ეს იყო იმ სიმწარის გაბათილება, რომელიც ლივერპულელებმა ერთი წლის წინ...
პრემიერლიგა თუ ჩემპიონთა ლიგა?
„ლივერპულის” მწვრთნელი იურგენ კლოპი არ ეთანხმება კოლეგას, „მანჩესტერ სიტის” თავკაც პეპ გვარდიოლას, რომ პრემიერლიგის მოგება ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, გერმანელი მიიჩნევს, რომ 2018/19 წლების სეზონი მისმა გუნდმა გვარდიოლას გუნდზე უკეთესად ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ „ლივერპული” შაბათს, 1 ივნისს, მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე” ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „ტოტენჰემ ჰოთსპურს” ხვდება. კლოპმა თქვა: „პრემიერლიგა გვარდიოლასთვის იმიტომ არის უფრო...
გეგმა მითხარით, თორემ წავალ!
მაურისიო პოჩეტინო მზად არის „ტოტენჰემ ჰოთსპური” ამ ზაფხულსვე დატოვოს, თუკი კლუბის თავმჯდომარე დენიელი ლევი გუნდის გაძლიერებასთან დაკავშირებულ სამომავლო გარანტიებს არ მისცემს. აი, ასე: გაიყვანა კაცმა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში და 48 საათიც არ იყო გასული, რომ ყუმბარა გახეთქა. ამის გაგონებაზე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ აპირებს ის სეზონის დამთავრების შემდეგ ერთი წლით ყოველგვარი საქმეებისგან ჩამოშორებას. ამაზე...
ინგლისმა ისტორია დაწერა
ინგლისი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ევროპის ორი მთავარი საკლუბო შეჯიბრების, ჩემპიონთა ლიგისა და ევროლიგის ფინალში ოთხი გუნდი გაიყვანა. სხვა სიტყვებით, მადრიდშიც და ბაქოშიც ინგლისური ფინალი გაიმართება. ეს მას მერე გაირკვა, რაც ხუთშაბათს, ევროლიგის ნახევარფინალებში, „არსენალმა” და „ჩელსიმ” იყოჩაღეს. „ჩელსის” ფრანკფურტის „აინტრახტის” დასაძლევად მატჩისშემდგომი პენალტების სერია დასჭირდა (ორივე შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა), ხოლო „არსენალმა” „ვალენსიას”...
გმადლობთ ფეხბურთო!
„ტოტენჰემ ჰოთსპური” ჩემპიონთა ლიგის ფინალშია! „ლივერპულის” კვალდალვალ კიდევ ერთმა ინგლისურმა კლუბმა ჩაიდინა სასწაული და ამსტერდამში, იოჰან კრუიფის სახელობის არენაზე წარმოუდგენელი თამაში შემოატრიალა (2:3). ლონდონელთაგან სამივე გოლი 26 წლის ბრაზილიელმა ლუკას მოურამ გაიტანა. თან, მესამე — 96-ე წუთზე, მსაჯის წამატებულ დროში. და „სფურზის” არგენტინელი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო მუხლებზე დაეცა. მან ცრემლი ვერ შეიკავა. ხუმრობა ხომ არ...
კრისტიან ერიკსენის სიტყვა
„ტოტენჰემ ჰოთსპურის” ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის, დანიელი კრისტიან ერიკსენის მომავალი ჩრდილოლონდონურ კლუბში ბურუსითაა მოცული. მიზეზი: ამბობენ, რომ ნახევარმცველმა „რეალს” ტრანსფერზე სიტყვიერი თანხმობა უთხრა. „სფურზთან” ერიკსენის კონტრაქტს მოქმედების ვადა ერთ წელიწადში გაუდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ლონდონური კლუბი 27 წლის ვარსკვლავთან ან მალევე გააფორმებს ახალ კონტრაქტს ან ის 12 თვის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება და ისე წავა,...
გოლი მერვე წამზე
ერთი შეხედვით არაფრის მომცემი შეხვედრა „უოტფორდსა“ და „საუთჰემპტონს“ შორის, პრემიერლიგის ისტორიაში შევიდა. მოედნის ცენტრიდან ბურთი მასპინძლებმა გაითამაშეს და უკვე მეორე შეხებით მეტოქის ნახევარზე გადატანას ცდილობდნენ, როცა მეტოქის შემტევ შეინ ლონგს მოხვდა და… რიკოშეტით ასხლეტილ ბურთს ლონგი დაედევნა, მეკარე ბენ ფოსტერთან პირისპირ დარჩა და აუღელვებლად გაიტანა. შეხვედრა სულ 7.6 წამის დაწყებული იყო. შეინ ლონგის გოლი უსწრაფესია...




