„ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავკაცს მაურისიო პოჩეტინოს სიმწრისგან მუშტის კბენა მოუხდა — ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი გუნდი „კარაბაოს” ანუ ლიგის თასის მეთექვსმეტედფინალიდან მეორელიგელმა „კოლჩესტერმა” გაუგდო. თამაში 0:0 დამთავრდა. შეხვედრის ბედი პენალტებში გადაწყდა. „დეზებიდან” პენალტი კრისრიან ერიკსენმა და ლუკას მოურამ გააცუდეს. მოურამ ძელს გაარტყა. მატჩის შემდეგ პოჩეტინომ მაინც არ გაიტეხა იხტიბარი: „კოლჩესტერმა” ფანტასტიკურად ითამაშა. გაგვიძნელდა. საოცრად იმედგაცრუებული ვარ საქმე 90...
ჭდე: ტოტენჰემ ჰოთსპური
ჯერჯერობით არ ვარგა
მაურისიო პოჩეტინომ „ტოტენჰემის” ბიჭებს გამოუცხადა, დაამტკიცეთ, რომ შარშანდელზე უკეთესი გუნდი ხართო. შარშან, უფრო სწორად კი გასულ სეზონში „სფურზი” პრემიერლიგაში მეოთხე ადგილზე და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ხუთი წელიწადია, რაც არგენტინელი მწვრთნელი ჩრდილო ლონდონში მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდს ჯერ არაფერი მოუგია, თუმცა მოგებას ვინ ჩივის, პოჩეტინოს ეჭვი აქვს, რომ ამ სეზონში მისმა გუნდმა შეიძლება წინაზე უარესი...
ერიკსენი არაფრად ვარგა
ჩემპიონთა ლიგა ბევრი მოულოდნელობით დაიწყო. მათ შორის გახლდათ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” 2:2 ათენში, „ოლიმპიაკოსთან”, სადაც შედეგზე მეტად ჩრდილო ლონდონელთა უხარისხო თამაში იყო გასაკვირი. „სანი” წერს, რომ ამ დღეს „სფურზის” მოთამაშეებიდან ბევრი ჩაფლავდა, რომელთა შორის დანიელი კრისტიან ერიკსენი გამოირჩეოდა. ინგლისურმა გაზეთმა ერიკსენის კრიტიკას ცალკე წერილი მიუძღვნა. როგორც ჩანს, „სანი” გააღიზიანა იმან, რომ თამაშის 54-ე წუთზე სწორედ დანიელის...
კეინი მყვინთავია?
ჰარი კეინმა, მყვინთავი არ ვარო. მყვინთავს ინგლისში სიმულიანტს ეძახიან, მსაჯის მოსატყუებლად საჯარიმოში რომ წაიქცევა მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგეს წესი არ დაურღვევია. ლაპარაკია „არსენალსა” და „ტოტენჰემ ჰოთსპურს” შორის გამართულ ჩრდილოლონდონურ დერბიზე, რომელიც 2:2 დამთავრდა. ამ შეხვედრის 85-ე წუთზე იყო ეპიზოდი, როდესაც არსენალელი სოკრატისმა კეინი თითქოს წააქცია, მაგრამ პენალტი არ დაინიშნა. ინგლისელ მიმომხილველთა უმეტესობამ „სფურზისა” და ნაკრების ფორვარდს...
პოჩეტინომ კარგად ისადილა
მაურისიო პოჩეტინო „ტოტენჰემიდან” არ მიდის. მას კლუბის თავმჯდომარესთან დენიელ ლევისთან ისეთი საუბარი ჰქონდა, რომელზეც ყველა მხარემ თავისი პოზიცია გამოხატა. საუბარი რესტორანში, სადილზე შედგა. სადილს არგენტინელი მწვრთნელის ასისტენტი ხესუს პერესი და დირექტორატის კიდევ ერთი წევრიც ესწრებოდნენ. პოჩეტინომ თქვა: „ჩვენ ჯერ აქ შევხვდით ერთმანეთს, შემდეგ კი დავთქვით, რომ ხესუსთან და დირექტორატის კიდევ ერთ წევრთან ერთად ვისადილებდით. ორი...
უფანტაზიო მამლები
„ტოტენჰემ ჰოთსპურმა” შინ წააგო „ნიუკასლ იუნაიტედთან” 0:1. წარსულში ცნობილ თავდამსხმელს, დღეს კი საფეხბურთო ექსპერტს ალან შირერს მიაჩნია, რომ ინტენსიობისა და ფანტაზიის ნაკლებობა მაურისიო პოჩეტინოს გუნდისთვის უკვე სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა. „ასტონ ვილასთან” 0:1-ის შემოტრიალება (3:1) და შემდეგ „მანჩესტერ სიტისთან” ფრედ (2:2) თამაში ბედის წყალობა იყოო, ამბობს შირერი. „ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ ლონდონელები საგოლე მომენტებს ვეღარ...
მენეჯერი თუ მწვრთნელი
ზინედინ ზიდანმა თქვა, რომ გარეთ ბეილს ფიზიკური პრობლემა ჰქონდა და ამიტომ არ გაემგზავრა „რეალთან” ერთად მიუნხენში „ტოტენჰემ ჰოთსფურთან” სათამაშოდ. შეგახსენებთ, რომ ეს იყო „აუდის თასის” შეხვედრა, რომელიც „სფურზმა” 1:0 მოიგო. ბეილი, როგორც ვთქვით, მადრიდში დარჩა, რასაც წინ მისი ჩინური ტრანსფერის ჩაშლა უძღოდა და ყველამ იფიქრა, რომ უელსელი მადრიდელებს გერმანიაში პროტესტის ნიშნად არ გაჰყვა. შესაძლოა, ბეილის...
ეს დიბალობა დროა დამთავრდეს
ინგლისში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დღეებიღა დარჩა და ამ დღეებში „იუვენტუსის” არგენტინელი ვარსკვლავი პაულო დიბალა სავარაუდოდ ან „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავა ანაც „ტოტენჰემ ჰოთსფურში”. „ბებერი ქალბატონის” ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა დაადასტურა, რომ დიბალასთან დაკავშირებით ტურინულ კლუბში ოფიციალური წერილი მივიდა. არგენტინელის საქმე ასეა: გასულ სეზონში მას „იუვეს” ძირითადში თამაშების რაოდენობა მოაკლდა, რადგან გუნდში არც მეტი არც ნაკლები კრიშტიანუ რონალდუ...
სხვა რა გზებია ბეილისათვის?
გარეთ ბეილის გადასვლა „ჯიანგსუ სუნინგში” ჩაიშალა. მიზეზი: ჩინურმა კლუბმა ხორვატი ივან სანტინის ყიდვა ამჯობინა. ახლა, „რეალიდან” თავის დასაღწევად უელსელმა სხვა გზა უნდა ნახოს. „მარკა” წერს, რომ საამისოდ ორი ვარიანტი არსებობს: პირველი ის, რომ სადმე ჩინეთშივე ნახოს მისით დაინტერესებული კლუბი, რომელიც „ჯიანგსუს” მსგავსად დიდ ჯამაგირს გადაუხდის და მეორე, სანამ ბრიტანეთში სატრანსფერო ბაზარი ღიაა (დარჩენილია 10 დღე),...
რომ მოეგო წავიდოდა
მაურისიო პიჩეტინომ თქვა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში რომ მოგვეგო, „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” წავიდოდიო. შეგახსენებთ, რომ „სფურზმა” 1 ივნისს, მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე” „ლივერპულთან” 0:2 წააგო. კიდევ, არგენტინელმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მიზანთან მეტისმეტად ახლოს მისვლამ და ფეხის ბოლო საფეხურზე დაცდენამ, მასში ახალი მოტივაცია გააღვიძა. ახლა მას ძლიერ სურს „დეზები” ბოლოს და ბოლოს მიიყვანოს დიდ გამარჯვებამდე. პოჩეტინოს ჰკითხეს, როგორ აფასებდა...









