16 წლის წინ რომან აბრამოვიჩს შეეძლო „არსენალი” ეყიდა, მაგრამ შვეიცარიელმა ბანკირებმა შეცდომაში შეიყვანეს და… ის „ჩელსის” მეპატრონე გახდა. კიდევ, რუსმა ოლიგარქმა რამდენჯერმე ცადა იმავ „მეთოფეთა” კლუბიდან იმხანად საუკეთესო ფორმაში მყოფი დიდი ფრანგი თავდამსხმელის, ტიერი ანრის გადაბირება, მაგრამ არ გამოუვიდა. ეს ყველაფერი წერია წიგნში, რომელსაც „კლუბი” (The Club) ჰქვია და რომელიც „ვოლ სტრიტ ჯორნალის” ორმა ჟურნალისტმა...
ჭდე: ტოტენჰემ ჰოთსპური
დელე ალის თავში ბოთლი მოარტყეს
ჩრდილოლონდონური დერბის დროს დელე ალის თავში ბოთლი მოარტყეს. ბოთლი ცხადია პლასტიკური იყო და ადვილი მისახვედრია, რომ ის ტრიბუნიდან ისროლეს. „არსენალის” მცველი სოკრატისი სასწრაფოდ მივარდა „ტოტენჰემის” ნახევარმცველთან დასახმარებლად. დელე ალი კი მეთოფეთა გულშემატკივრებისკენ შეტრიალდა და თითებით 2:0 აჩვენა. ინგლისური პრესა ყურადღებას ამახვილებს, რომ ეს უსიამოვნო ინციდენტი იმავე თვეში მოხდა, როდესაც იმავე გუნდების შეხვედრაში „ტოტენჰემის” მავანმა ფანმა...
ბარსელონაში ლონდონელები სცემეს
როგორც ირკვევა, „კამპ ნოუზე” ბარსელონელმა სტიუარდებმა და სპეცრაზმელებმა „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ფანები ხელჯოხებით სცემეს. ლაპარაკია სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაზე, რომელიც 1:1 დასრულდა. ამ ინციდენტის დამადასტურებელი ვიდეო „სფურზის” მავანმა გულშემატკივარმა სოციალურ ქსელში დაპოსტა. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რამ გამოიწვია შეხლა-შემოხლა, თუმცა კადრებში ჩანს, რომ ლონდონელები არაფერს აშავებენ, ბარსელონელი ძალოვნები კი მათ ხელჯოხებს ურტყამენ. ფანმა, რომელსაც ჰქვია...
მწვრთნელის ყიდვა…
„მანჩესტერ იუნაიტედი” 40 მილიონი გირვანქის გადადებას აპირებს — „ოლდ ტრეფორდზე” უნდათ, რომ მომავალი სეზონიდან მათი გუნდი მაურისიო პოჩეტინიომ გაწვრთნას და როგორც ჩანს ამ თანხის „ტოტენჰემ ჰოთსპურისთვის” გადახდას აპირებენ. ინგლისური პრესა წერს, რომ მანჩესტერელთა აზრით არგენტინელი ერთადერთი მწვრთნელია, ვისაც ისინი გუნდს ანდობენ. საინტერესოა, რომ „იუნაიტედის” ამჟამინდელ მწვრთნელს ჟოზე მოურინიუს კონტრაქტში ჰქონია პუნქტი, რომლის თანახმადაც თუ ის გუნდს...
ძველი თაობის კაცმა ფოტოს გადაღება აკრძალა!
მაურისიო პოჩეტინიომ თავის ფეხბურთელებს მკაცრად განუცხადა: არანაირი სელფი გასახდელში სანამ რომელიმე ჯილდოს არ მოვიგებთ! ასეთი გახლდათ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” მწვრთნელის პასუხი „არსენალის” ფოტოზე, რომელიც მოზეიმე „მეთოფეებმა” „სფურზთან” ჩრდილოლონდონურ დერბიში 4:2 გამარჯვებას მიუძღვნეს. „რასაკვირველია, როდესაც ჯილდოს იგებ, უნდა იზეიმო. მეც მიზეიმია ფეხბურთელობის წლებში. ხალხს უნდა აჩვენო, რომ გიხარია, მაგრამ, ვიმეორებ, ეს მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც რაიმე...
მიზანი, რომელიც 100 მილიონზე მეტია
„სანის” ცნობით „რეალი” მარკუს რეშფორდისა და კრისტიან ერიკსენის შესაძენად ინგლისურ ბაზარზე აპირებს გასვლას. მადრიდელები 90 მილიონი გირვანქით ანუ 101 მილიონი ევროთი ყოფილან შეიარაღებულნი. გაზეთის ცნობით „რეალის” შეფებს ინგლისისა და ხორვატიის ნაკრებების შეხვედრა უნახავთ და რეშფორდის თამაში მოსწონებიათ. მათ იმედი აქვთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი „სანტიაგო ბერნაბეუდან” კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ დარჩენილი სიცარიელის ნაწილს მაინც შეავსებს....
უარი საოცარ ხელფასზე
მაურისიო პოჩეტინიომ „რეალს” კიდევ ერთხელ შეუთვალა, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ერთგულად რჩება და „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაბარგებას არ აპირებს. ამის წაკითხვაზე ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ 46 წლის არგენტინელის პოზიცია ახალი არ არის და მისი გამეორება სრულიად ზედმეტი იყო, მაგრამ მართალი არ იქნება — ამჯერად სიახლე ის თანხაა, რომელიც მადრიდელებმა „დეზების” თავკაცს შესთავაზეს. საუბარი ასტრონომიულ გასამრჯელოზე, წელიწადში 17...
უტვინო იდიოტების გაკეთებული
„ლონდონ სთედიუმზე”, რომელიც ყოფილი ოლიმპიური სტადიონი გახლავთ და საგანგებოდ 2012 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის აშენდა, „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ორ გულშემატკივარს წაუთაქეს. როგორც „სანში” ეწერა, ეს უტვინო იდიოტებმა გააკეთეს. „კარაბაოს თასზე”, „ვესტ ჰემმა” „ტოტენჰემს” უმასპინძლა და 1:3 წააგო. სტადიონი „ვესტ ჰემის” სახლად ითვლება — მას ლონდონური კლუბი და მძლეოსნები ქირაობენ. ჰოდა, „სფურზის” ორი გულშემატკივარი შეცდომით „ჩაქუჩების” გულშემატკივართა სექტორში...
ტოტენჰემში ვითარება აირია
მას მერე, რაც „ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავმჯდომარემ დენიელ ლევიმ გუნდის მთავარ ვარსკვლავს ჰარი კეინს „დეზების” ისტორიაში არგაგონილი კონტრაქტი გაუფორმა და კვირაში 200 ათას გირვანქას უხდის, გუნდში მდგომარეობა აიმღვრა. კრისტიან ერიკსენმა, ტობი ალდერვეირელდმა და დენი როუზმა ხელფასების მომატება მოითხოვეს. ამ ფეხბურთელებს უნდათ, რომ მათი ჯამაგირი კეინის ხელფასთან მეტ-ნაკლებ შესაბამისობაში მოდიოდეს. ლევიმ კეინს ახალი ხელშეკრულება ივნისში გაუფორმა, რითაც თავდამსხმელს...
სალაჰ, მიეცი პასი!
იურგენ კლოპი ამბობს, რომ მისმა „ლივერპულმა” „თამაშების მოკვლა” უნდა ისწავლოს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, იმის მტკიცება, რომ რაკიღა გუნდი გასულ სეზონში ფინალში იყო, ახლა მაინცდამაინც უნდა გაიმარჯვოს, გერმანელი მწვრთნელის აზრით გადაჭარბებულია. შაბათს მერსისაიდელები სტუმრად „ტოტენჰემ ჰოთსპურს” შეხვდნენ და 2:1 მოუგეს. ანგარიში ჟორჟინიო ვინალდუმმა გახსნა, მეორე რობერტო ფირმინომ შეაგდო, „დეზებმა” კი მხოლოდ მსაჯის წამატებულ წუთებზე შეძლეს...




