„ემპოლისთან” 0:1 მარცხის შემდეგ პორტალ calcionapoli24-ზე გამოქვეყნდა სალვიო პასანტეს წერილი, რომელშიც ავტორი საინტერესოდ მიმოიხილავს „ნაპოლის” მდგომარეობას, აურელიო დე ლაურენტისის მიერ ფულის დაზოგვის გამო დაშვებულ უხეშ შეცდომებს და სხვა საკითხებს, თუმცა ჩვენ ამ წერილს სხვა მიზეზით მივაქციეთ ყურადღება. ჩვენ მისმა შესავალმა დაგვაინტერესა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ: „გაყარეთ ნაპოლიდან ყველა! ჩვენ ეთიკური მოსაზრებების გამო უხეშ გამოთქმებს არ მივმართავთ...
ჭდე: სერია A
შეფასებები: ხვიჩასგან ეს საკმარისი არ არის
„ნაპოლიმ” ემპოლიში სავარაუდოდ სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა და 0:1 წააგო. ხვიჩა კვარაცხელიამ 72 წუთი ითამაშა. გთავაზობთ, თუ როგორ შეაფასეს ქართველის მოქმედებები იტალიურმა საიტებმა. calciomercato — 5.5 თავიდან ფრთაზე დაიწყო, მაგრამ სივრცე ვერ იპოვა და ცენტრისკენ დაიწყო შესვლა, სადაც ორიოდ იდეა მოუვიდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. iamnaples — 5 მან ცადა მოედანზე 360 გრადუსიანი...
იტალიას ჩემპიონთა ლიგაში მეხუთე გუნდის ეყოლება
სერია A-მ ჩემპიონთა ლიგაში მეხუთე გუნდის გაყვანის უფლება მოიპოვა. უეფას რეიტინგის პირველი ორი პოზიციისთვის ბრძოლაში იტალიამ წარმატებას მიაღწია. ეს კონფერენციისა და ევროპის ლიგებში „ფიორენტინასა” და „ატალანტას” გამარჯვებებმა განაპირობა. ფლორენციელებმა ჩეხეთის „ვიქტორია პლზენს” მეოთხედფინალში, საპასუხო შეხვედრის დამატებით დროში 2:0 მოუგეს, ხოლო ბერგამოელებმა მართალია „ლივერპულთან” შინ 0:1 წააგეს, მაგრამ ინგლისში 3:0 ჰქონდათ მოგებული. ამას დაემატა გარანტირებული ქულები,...
რას ნიშნავდა ოსიმენის საქციელი?
„ნაპოლიმ” კიდევ ერთი წარუმატებელი თამაში უნდა დაივიწყოს — გუნდმა, რომელიც ჯერ კიდევ მაღალ მიზნებს ისახავს, შინ ვერ მოუგო „ფროზინონეს”, 2:2. ჩოჩარელებთან შეხვედრამ „ნაპოლის” ყველა ნაკლი ერთად წარმოაჩინა. დაცვა დაცვად და „აძურიმ” რამდენიმე აშკარა საგოლე მომენტი გაუშვა ხელიდან. ყველაზე მეტად ვიქტორ ოსიმენი სცოდავდა. მან განსაკუთრებით პირველ ტაიმში გააცუდა შესაძლებლობები. „ფროზინონეს” მეკარემ სტეფანო ტურატიმ სულ მცირე ორჯერ...
შეფასებები: კვარა კარში დარტყმის მანიით არის შეპყრობილი
„ნაპოლიმ” რომელიც ევროთასზე გამსვლელი ადგილისთვის იბრძვის, ერთ-ერთ აუტსაიდერ „ფროზინონეს” ვერ მოუგო — 2:2. სეზონის დამთავრებამდე 6 ტურით ადრე „აძურის” 49 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა. ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და ასეთი შეფასებები მიიღო: calciomercato — 6 ჩვეულებრივზე ნაკლებ ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა. მეტი ჩართულობისთვის, რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტაც შედიოდა შუაში და მართლაც უფრო...
ნეაპოლში კვლავ მსაჯს უჩივიან
„ნაპოლიმ” „მონცას” სტუმრად 4:2 მოუგო, მაგრამ ნეაპოლში მსაჯობით მაინც უკმაყოფილონი დარჩნენ. რეგიონული საიტები დანიელე დოვერის გადაწყვეტილებებს სკანდალურს უწოდებენ. საიტი napolipiu, რომელიც მსაჯის კრიტიკის საქმეში მარტო არ არის წერს, რომ დოვერიმ ნგონგე პირველივე ჯარიმისთვის გააფრთხილა, მაშინ, როდესაც მონცელებს გალიარდინის, ჯურიჩსა და ძერბინს ასეთივე დანაშაულები აპატია. მთავარი ეპიზოდი კი 34-ე წუთზე იყო, როდესაც პორტალის აზრით არბიტრმა „ნაპოლის”...
შეფასებები: ერთი და იგივე დრიბლინგი მარცხნიდან ცენტრისკენ და შემდეგ დარტყმა
„ნაპოლიმ” მონცაში 4:2 მოიგო. ამ შეხვედრაში მოედანს დაუბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც საქართველოს ნაკრებში ნატკენმა ფეხმა „ატალანტასთან” სერია A-ს წინა ტურის შეხვედრა გამოატოვებინა. ამჯერად ხვიჩამ მოედანზე 68 წუთი დაჰყო და სხვადასხვა პორტალებისგან ასეთი შეფასებები მიიღო: calciomercato — 6 მაშინაც, როდესაც საქმე კარგად არ მიდიოდა, ბურთს რომ მოიხელთებდა გაგრძელებას ეძებდა და სახიფათო ხდებოდა. შეცვალეს, რადგან ტრავმა ბოლომდე მოშუშებული...
კორიერე დელ მეცოჯორნო: ნაპოლი მხოლოდ აუტებს აწვდიდა
ნეაპოლში „ატალანტასთან” შინ 0:3 წაგებას ვერ ინელებენ. ადგილობრივი გაზეთი „კორიერე დელ მეცოჯორნო” წერს: „თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რაც მოედანზე ვნახეთ, ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრი ადვილი აღარ არის. ევროლიგაც უკვე უტოპიაა და იმედი ვიქონიოთ, რომ ამაზე მაინც გაჩერდებიდან. ნელ-ნელა რეანიმატოლოგი კალცონაც ნებდება. მოკლედ, 2023-24 წლების „ნაპოლი” გუნდი აღარ არის. ახლა მისი სრული რეფორმირება და აღორძინებაა საჭირო და...
ნაპოლიმ მსაჯის გამო წააგო?
ნეაპოლური მედია დამნაშავის ძებნაში მსაჯ ლუკა პაირეტოს მიადგა — სერია A-ს 30-ე ტურში „ნაპოლიმ” „ატალანტასთან” შინ 0:3 წააგო. მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას ამ შეხვედრაში არ უთამაშია. მან საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩში ფეხი იტკინა. ნეაპოლში ირონიულად წერენ, იქნებ ტელეკომპანია DAZN-ის მიმომხილველებმა გვაჩვენონ წესი, სადაც წერია, რომ „ნაპოლის” ფეხბურთელზე ხელებით დაყრდნობა და ისე ახტომა ნებადართულიაო. „ის, რაც...
ნაპოლის მეტოქე დაშავდა
„ატალანტა” გასაჭირშია — სანაკრებო კვირაში ჰოლანდიელი ტეუნ კოოპმაინერსის შემდეგ ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი შარლ დე კეტელარიც დაუშავდა. ეს ბერგამოელებს შესაძლოა ძვირად დაუჯდეთ, რადგან შაბათს სერია A-ს მნიშვნელოვანი შეხვედრა ელით „ნაპოლისთან”. „ატალანტა” 47 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო „აძური” 45 ქულით მეშვიდეზეა. ისინი მომავალ სეზონში ევროთასებზე გამსვლელი ადგილისთვის ეცილებიან ერთმანეთს. დე კეტელარი ბელგიელთა ბანაკიდან იტალიაში დაბრუნდა და გამოკვლევა...









