იტალიას ჩემპიონთა ლიგაში მეხუთე გუნდის ეყოლება

Home კატეგორიის გარეშე იტალიას ჩემპიონთა ლიგაში მეხუთე გუნდის ეყოლება
იტალიას ჩემპიონთა ლიგაში მეხუთე გუნდის ეყოლება
„რომასა” და „მილანის” დაპირისპირებამ იტალიას გარანტირებული ქულები მოუტანა

სერია A-მ ჩემპიონთა ლიგაში მეხუთე გუნდის გაყვანის უფლება მოიპოვა. უეფას რეიტინგის პირველი ორი პოზიციისთვის ბრძოლაში იტალიამ წარმატებას მიაღწია. ეს კონფერენციისა და ევროპის ლიგებში „ფიორენტინასა” და „ატალანტას” გამარჯვებებმა განაპირობა. ფლორენციელებმა ჩეხეთის „ვიქტორია პლზენს” მეოთხედფინალში, საპასუხო შეხვედრის დამატებით დროში 2:0 მოუგეს, ხოლო ბერგამოელებმა მართალია „ლივერპულთან” შინ 0:1 წააგეს, მაგრამ ინგლისში 3:0 ჰქონდათ მოგებული. ამას დაემატა გარანტირებული ქულები, რომლებიც ევროლიგაში ორი იტალიური გუნდის დაპირისპირებამ მოიტანა: „რომამ” „მილანს” „სტადიო ოლიმპიკოზე”  2:1 მოუგო (მილანშიც 1:0 ჰქონდა მოგებული) და ჯამში 19 428 ქულით სერია A ინგლისური პრემიერლიგისთვის მიუწვდომელი გახდა.

ინგლისს „ვესტ ჰემმა” უმტყუნა, რომელიც ორი შეხვედრის ჯამში „ლევერკუზენთან” 1:3 დამარცხდა. ამრიგად, ინგლისელებს ევროთასებზე „ასტონ ვილაღა” დარჩათ, რომელმაც კონფერენციის ლიგის მეოთხედფინალში პენალტების სერიაში „ლილს” აჯობა. ინგლისს 19 875 ქულა აქვს.

ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი მეხუთე გუნდის დამატებამ სერია A-ს სეზონის დარჩენილ 6 ტურს ახალი სტიმული შეჰმატა. „მილანსა” და „იუვენტუსს” ფინიში თვითონ მიუახლოვდა, „ატალანტა” ბრძოლაში ბრუნდება, „ბოლონია” და „რომა” კი ახლანდელ პოზიციებს კბილებით დაიცავენ.

„ნაპოლი” მეხუთე ადგილს 6 ქულით ჩამორჩება, მაგრამ აქ პრობლემა ქულებზე მეტად ნეაპოლელთა უხარისხო თამაშია.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.