„ნაპოლიმ” შინ „ბოლონიას” 3:0 მოუგო. მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ პრესკონფერენციასა და DAZN-ის მიკროფონებთან ასე ილაპარაკა: …ვერონაში მარცხის შემდეგ ვალდებულები ვიყავით კარგად გვეთამაშა. გულშემატკივარს დიდი მხარდაჭერა და ერთსულოვნება ვთხოვე. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ნეაპოლელ ტიფოზებს თავიანთი გუნდი ყველა ვითარებაში უყვართ. ჩვენ კი შექმინილი სიტუაციის მიუხედავად მათთან დადებითი სიგნალი უნდა გაგვეშვა. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ...
ჭდე: სერია A
კვარას მოედნიდან გასვლის ორი მიზეზი
„ნაპოლიმ” სერია A-ს ახალი სეზონი უსუსურად დაიწყო: ვერონაში 0:3 წააგო, მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის ამას იმდენი მნიშვნელობა არ აქვს რამდენიც ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობას. ქართველი ვარსკვლავი პირველი ტაიმის მიწურულს შესაცვლელი გახდა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მან დანიელი მარტინ ფრესეს შეცდომით ისარგებლა, ბურთი იხელთა და მეკარესთან პირისპირ შევიდა, მაგრამ კამერუნელმა ჯექსონ ჩაჩუამ თავგანწირვით ითამაშა, ფეხებში ჩაუხტა და...
კამპანიის მაცხოვრებლებს თამაშზე არ დაუშვებენ
დღეს სერია A იწყება. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” საქმეში ხვალ ჩაერთვება – თამაში ვერონაშია. ვერონელები ნეაპოლელთა მასპინძლობისთვის ემზადებიან და ამ მზადებას პოლიციის კომისარი რობერტო მასუჩი ხელმძღვანელობს. „სტადიო ბენტეგოდიზე” 20 ათას გულშემატკივარს ელიან, რომელთა შორის 2 ათასი სტუმარი გუნდის ქომაგიც იქნება. იმ რისკიდან გამომდინარე, რომელიც „ვერონასა” და „ნაპოლის” შეხვედრას ახლავს, კომისარმა მასუჩიმ სპორტულ ღრონისძიებათა ეროვნულ სადამკვირვებლო ორგანოს...
ilnapolista: მის ადგილზე აქედან გავიქცეოდი
„ნაპოლიმ” ვერც ბოლო შეხვედრაში ივარგა, შინ „ლეჩესთან” 0:0 ითამაშა. არადა რომ მოეგო, ახლა კონფერენციის ლიგის ფინალის მოლოდინში იქნებოდა: თუკი „ფიორენტინა” „ოლიმპიაკოსს” დაამარცხებს, ევროთასებზე იტალიის მეცხრე გუნდიც გავა. ვაგლახ, ეს „ნაპოლი” კი არა, „ტორინოა”. ბოლოს იტალიის ჩემპიონი ტრიუმფის მომდევნო სეზონში ევროთასებზე 27 წლის წინ ვერ გავიდა. ეს გუნდი გახლდათ „მილანი”, მაგრამ მილანელთა ვერგასვლა „ნაპოლის” ვერგასვლისგან განსხვავდება:...
პასუხი დე ლაურენტისის ყბედობას
„ნაპოლი” ფლორენციაში „ფიორენტინასთან” ამირ რაჰმანის თავური გოლით 1:0-ს იგებდა, მაგრამ მასპინძლებმა ორი გოლის გატანა მოახრხეს. სტუმართა საბედნიეროდ, 57-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ უბადლო საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ქულა გადაარჩინა. სერია A-ს დასრულებამდე „ნაპოლის” დარჩა ერთი თამაში — უმოტივაციო „ლეჩესთან”. „აძური” კონფერენციის ლიგაზე გამსვლელ ფიორენტინას 2 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ფლორენციელებს ნეაპოლელებისგან განსხვავებით ორი შეხვედრა დარჩათ: ლიგაში დარჩენისთვის...
ვარგოდა თუ არ ვარგოდა?
„ნაპოლიმ” სერია A-ს 36-ე ტურში შინ „ბოლონიასთან” 0:2 წააგო. მასპინძლებმა ორივე გოლი შეხვედრის დასაწყისში, მე-9 და მე-12 წუთებზე გაუშვეს. ამის შემდეგ მატეო პოლიტანომ ვიქტორ ოსიმენის მოპოვებული პენალტი ვერ გაიტანა. შედეგად, ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ნეაპოლელები გაურკვევლად არიან: უცნობია მოხვდებიან თუ არა რომელიმე ევროთასზე, თუნდაც კონფერენციის ლიგაზე. მათი დღევანდელი პოზიცია, მე-8 ადგილი მყიფეა, ვინაიდან მეცხრე...
დღეს კვარა ნამდვილად არ იქნება
დღეს, საქართველოს დროით 22:45-ზე უდინეში „სტადიო ფრიულიზე”, რომელსაც ოფიციალურად „ბლუენერჯი სთედიუმი” ჰქვია, მე-18 ადგილზე მყოფი „უდინეზე” მე-9 ადგილზე მყოფ „ნაპოლის” უმასპინძლებს. ნეაპოლელებს არ ეყოლებათ ხვიჩა კვარაცხელია. „სტადიო ფრიული” ის სარბიელია, რომელზეც შარშან, 2023 წლის 4 მაისს „ნაპოლიმ” 1:1 ითამაშა და ოფიციალურად გაინაღდა იტალიის ჩემპიონის წოდება. ისედაც მნიშვნელოვან შეხვედრას ვერონაში „ფიორენტინას” გუშინდელმა წაგებამ (1:2) დამატებითი ნაპერწკალი...
საუკეთესო ფეხბურთელისგან მაინც სხვას ელიან?
„ნაპოლიმ” სერია A-ს 34-ე ტურში „რომასთან” 2:2 ითამაშა და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა. ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 86 წუთი დაჰყო. როგორც მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ თქვა, ბოლო წუთებში ქართველი გარემარბი იმიტომ შეცვალა, რომ დაღლილი იყო და დაშავების საშიშროების წინაშე იდგა. კვარაცხელიას მოედნიდან გასვლისთვის ანგარიში იყო 2:1 „აძურის” სასარგებლოდ. კვარამ 84-ე წუთზე პენალტი მოიპოვა. თერთმეტმეტრიანი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა. ქვემოთ...
ლაკონიურად: 1982
გულშემატკივარს არ სჭირდება იმის შეხსენება, რომ „იუვენტუსის” მეპატრონე არის ანიელების ოჯახი, ხოლო მისი ახლანდელი თავი 48 წლის ანდრეა ანიელი გახლავთ ტურინული კლუბის მმართველთა თავმჯდომარე. სწორედ ანდრეა ანიელიმ დაწერა X-ზე ანუ ყოფილ ტვიტერზე პოსტი, რომელსაც უკვე მილიონ ნახვაზე მეტი აქვს. პოსტი „ინტერის” ორი დღის წინანდელ გაჩემპიონებას მიეძღვნა და, როგორც იტალიაში ამბობენ, „იუვეს” გულშემატკივრებს გული მოფხანა. ზოგადად,...
ინტერმა სკუდეტო მოიგო
„ინტერმა” „მილანს” 2:1 მოუგო და იტალიის ჩემპიონი გახდა. სიმონე ინძაგის გუნდი მიუწვდომელია. ეს „ნერაძურის” ისტორიაში მეოცე სკუდეტოა, რომლის მოპოვებასაც „დერბი დელა მადონინაში” გამორჩეული ლაზათი ჰქონდა. გასულ სეზონში „ნაპოლიმაც” ადრე მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. ეს ერთი წლის წინ, 23 აპრილს, ტურინში „იუვენტუსთან” შეხვედრაში მოხდა, როდესაც „პარტენოპეელებმა” ჯაკომო რასპადორის გოლით 1:0 მოიგეს და მდევართათვის მიუწვდომელნი გახდნენ. „ინტერმა” ნეაპოლელთა...









