არის ასეთი ნეაპოლური გამოთქმა, ვინც გამბედავი არ არის, ვერასდროს გაიგებს ქალები რა მშვენიერები არიანო. ამას მაშინ ამბობენ, როდესაც უნდათ ხაზი გაუსვან, რომ წარმატებისთვის მხნეობაა საჭირო. calcionapoli1926-მა გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი, რომლის მთავარი იდეა ის არის, რომ „ნაპოლიმ’’ „ემპოლისთან’’ სწორედ გამბედაობის წყალობით მოიგო, კონტეს და კვარას გამბედაობის წყალობით. მწვრთნელმა განახორციელა ცვლილება, რომელსაც არავინ ელოდა, ქართველი კი ბოლო...
ჭდე: სერია A
დ’ავერსამ გოგლიჩიძეს კვარაცხელიას დამტვრევა დაავალა
საბა გოგლიჩიძის „ემპოლიმ’’ „ლაციოსთან’’ 1:2 წააგო. მატჩის შემდეგ ემპოლელთა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ პრეს-კონფერენციაზე შეხვედრა ასე შეაფასა: „ჩემმა ბიჭებმა დიდებულად ითამაშეს. მართალია, „ლაციომ’’ მეორე ტაიმში პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ მაინც ასე ვიტყოდი: პირველ ტაიმში 1:0 უპირატესობა რომ შეგვენარჩუნებინა, თამაში სხვანაირად წარიმართებოდა. სამწუხაროდ, ზედ შესვენების წინ, მსაჯის მიერ წამატებულ მეოთხე წუთზე გოლის გაშვებამ მასპინძლები გამოაცოცხლა და რომაელმა...
კვარას თამაშში ჩართვა გაუჭირდა
„ნაპოლიმ” „კომო” 3:1 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ ამ შეხვედრაში თავი ვერ გამოიჩინა. მას 22 წლის ბელგიელი იგნას ვარ დერ ბრემპტი ყურადღებით მეურვეობდა. სტუმრები დაცვაში გუნდურადაც მობილიზებულები იყვნენ. ქვემოთ ვნახოთ როგორ შეაფასა ქართველის თამაში მედიამ. calciomercato — 6.0 პირველ ტაიმში მოთამაშე კი არა, მაყურებელი იყო. მეორეში დაიწყო და რამდენჯერმე ცეცხლი დაანთო. მორენომ ის საჯარიმოში წააქცია, მაგრამ მსაჯმა...
გზა ჩემპიონობიდან აბსოლუტურ ჩემპიონობამდე
„ნაპოლიმ” მონცას მატეო პოლიტანოსა და ხვიჩა კვარაცხელიას გოლებით 2:0 მოუგო და 6 ტურის შემდეგ 13 ქულით სერია A-ს ცხრილს ლიდერობს. ქვემოთ გთავაზობთ ციტატებს, თუ როგორ აფასებენ კვარაცხელიას თამაშს იტალიური საიტები ამ შეხვედრაში calciomercato — 7.0 „მონცასთან“ თამაში კვარაცხელიასთვის ყოველთვის საგანგებოა. „მონცა“ ის გუნდია, რომლის წინააღმდეგ ჩემპიონობის წელიწადს მან „მარადონაზე“ თავისი პირველი გოლები გაიტანა. მერედა რა გოლები. ჯერ...
თითქოს უნდა აფეთქებულიყო, მაგრამ ჩაქრა
ქვემოთ გთავაზობთ შეფასებებს, რომლებიც ხვიჩა კვარაცხელიამ „იუვენტუსისა” და „ნაპოლის” ტურინში გამართული და ფრედ (0:0) დასრულებული შეხვედრის შემდეგ მიიღო. საკუთრივ შეხვედრა პორტალმა calciomercato-მ მოკლედ ასე დაახასიათა: ეს იყო თამაში მწვრთნელებს, ტიაგო მოტას და ანტონიო კონტეს შორის, რომელშიც ყველა ვარსკვლავმა (ვლაჰოვიჩმა, ლუკაუმ თუ კვარაცხელიამ) მოლოდინი გაგვიცრუა და ყველა შეცვალეს. რასაკვირველია, მოვლენების ასეთ განვითარებას თავისი მიზეზები ჰქონდა, მაგრამ...
სარდინიელთა აგრესია: ნეაპოლელები ნაგავი და კამორისტები ხართ!
სარდინიაში გამომავალი რეგიონული გაზეთის „ლ’უნიონე სარდას” თანამშრომელმა სტეფანია ლა პენიამ თავის X პლატფორმაზე „ნაპოლისა” და ნეაპოლელებს შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც სკანდალში გაეხვა. ამბობენ, რომ სარდინიელი ქალბატონის გაწიწმატება კალიარიში სტუმარი გუნდის გულშემატკივართა მიერ გამოფენილმა პროვოკაციულმა პლაკატმა გამოიწვია. პლაკატზე ეწერა: „ცხვრებზე ნადირობა”. ამ ბანერს ლა პენიას განრისხება მოჰყვა მის პოსტს კი უკვე სხვა სარდინიელებიც გამოეხმაურნენ. ჟურნალისტმა დაწერა:...
მეორე ტაიმში ის აფეთქებები გვაჩვენა, რომლეთა გამო ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გარემარბად ითვლება
„ნაპოლიმ” სარდინიაზე „კალიარის” 4:0 მოუგო. ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ანტონიო კონტეს გუნდმა მესამე გამარჯვება მოიპოვა. ის მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე პირადად ხვიჩა კვარაცხელიასთვის, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა. გამოიკვეთა კვარა-ლუკაკუს წყვილიც, რომელმაც პირველად ითამაშა ერთად. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ „ნაპოლი” მეკარე ალექს მერეტმა ბევრჯერ გადაარჩინა, თუმცა მას მერე, რაც კვარაცხელიამ ანგარიში 2:0...
ნაპოლი ახალგაზრდული გუნდი აღარ არის
„ნაპოლის” გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ ახალდაწყებულ სეზონში მათი კლუბისთვის სასიკეთო ძვრები უკვე დაიწყო. პორტალი areanapoli ამის ნიშნად სატრანსფერო ბოგირის გადაწევაში ნეაპოლელთა გამარჯვებას მიიჩნევს, კერძოდ კი იმას, რომ კლუბმა ჯოვანი დი ლორენცო და ხვიჩა კვარაცხელია შეინარჩუნა. საიტს ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერის ისტორიაც კლუბის წარმატებად მიაჩნია, თუმცა შეშფოთებულია იმით, რომ ადრინდელისგან განსხვავებით „პარტენოპეელები” ახალგაზრდულ გუნდად აღარ ითვლებიან. როდესაც...
კონტე: ზედმეტად ფაქიზად ვთამაშობთ
„ნაპოლისა” და „პარმას” შეხვედრის (2:1) შემდგომ პრესკონფერენციაზე ნეაპოლელთა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჟურნალისტების შეკითხვებს გასცა პასუხი. გთავაზობთ ამონარიდებს: დღევანდელი შეხვედრა 100 წუთს გაგრძელდა. რა მოგცათ ამ ასმა წუთმა? განმიმტკიცდა იმის რწმენა, რაც ბიჭებს ვუთხარი. კერძოდ, ჩვენ სამი ქულის მოსაპოვებლად ოფლი უნდა ვიდინოთ და მხოლოდ ასე თუ მივაღწევთ წარმატებას. ყველა თამაში ბრძოლა იქნება. ვამაყობ იმით, თუ როგორ...
როდესაც საქმეს ერთ ადამიანს ანდობ, ყველაფერი რთულდება
„ნაპოლისა” და „პარმას” შეხვედრა დრამატული გამოდგა. სტუმრებმა მე-19 წუთზე პენალტით გახსნეს ანგარიში, მასპინძლებმა კი 90+2 და 90+6 წუთებზე ორი გოლი გაიტანეს. პირველი ნეაპოლელთა დებიუტანტმა რომელუ ლუკაკუმ გაიტანა, ხოლო მეორე ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ. შეხვედრის ბედზე სავარაუდოდ გავლენა იქონია 75-ე წუთზე პარმელთა მეკარის ზიონ სუზუკის გაძევებამ მეორე ყვთლის გამო. პირველი ყვითელი მან დროის გაყვანისთვის მიიღო, ხოლო მეორე...









