ჭდე: სერია A

Home სერია A
ქართული დუელი სერია A-ში
ჩანაწერი

ქართული დუელი სერია A-ში

  სერია A-ს მე-9 ტურში ქართული დაპირისპირება გაიმართა — ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” უმასპინძლა. შეხვედრა მოსალოდნელი შედეგით, ძლიერ ნეაპოლელთა გამარჯვებით დამთავრდა, თუმცა, მასპინძელთა კაპიტანმა მატეო ბიანკეტიმ თქვა, რომ ანგარიში 1:4 იმ სურათს, რაც მოედანზე იყო ობიექტურად არ ასახავს. ბინკეტის მიაჩნია, რომ მატჩი 1:2 უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ბოლო 10 წუთში დაშვებული ინდივიდუალური შეცდომების გამო...

ბავშვები დღეს კრემონეზესთან გაერთობიან
ჩანაწერი

ბავშვები დღეს კრემონეზესთან გაერთობიან

დღეს, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს” სტუმრობს. დაიწერა, რომ კვარაცხელიამ ამ შეხვედრაში შეიძლება არ ითამაშოს, ყოველ შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში, რადგან „აიაქსთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ფეხი ატკინეს და არ არის გამორიცხული ლუჩანო სპალეტიმ დაასვენოს. მეორე მხრივ, ისიც ითქვა, რომ ხვიჩა მოედანზე იქნება. თავის მხრივ სპალეტიმ ბუნდოვნად განაცხადა, რომ ხვიჩამ და კიდევ ერთმა დაშავებულმა პიოტრ ჟელინსკიმ...

ლოჩოს გუნდს მოგება შეეძლო
ჩანაწერი

ლოჩოს გუნდს მოგება შეეძლო

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს” სერია A-ში დაბრუნების შემდეგ პირველი თამაშის მოგება შეეძლო, მაგრამ ვერ მოახერხა — სტუმრად, „ლეჩესთან”, „სტადიო ვია დელ მარეზე” 1:1 ითამაშა. გუნდებმა პირველ ტაიმში პენალტები გაუტანეს ერთმანეთს. ეს გახლდათ გასული სეზონის სერია B-ს ჩემპიონისა და მეორე ადგილზე გასულის შეხვედრა. სტატისტიკა გვეუბნება, რომ სერია A-ში ამ ორი გუნდის დაპირისპირება ბოლოს „კრემონეზეს” ჰქონდა მოგებული 1994...

ავტობუსის კაცი
ჩანაწერი

ავტობუსის კაცი

„განსაკუთრებული” ჟოზე მოურინიუ განსაკუთრებულ ქცევას თავს არ ანებებს. პორტუგალიელი უკვე 59 წლისაა, მაგრამ არა და არ იქნა მისი დაშოშმინება. გუშინ, სერია A-ში მოუს „რომა” „ინტერს” ესტუმრა და 2:1 მოიგო, მან კი სტადიონს გარეთ ისეთი შოუ მოაწყო, რომ სოციალურ ქსელებში მატჩზე მეტი ყურადღება ლამის თავად მიიპყრო. „ჩელსის”, „რეალის”, „მანჩესტერ იუნაიტედისა” და სხვა დიდი კლუბების ყოფილმა თავკაცმა...

ხვიჩას თანაგუნდელები ტორინოსთან გამარჯვების შესახებ
ჩანაწერი

ხვიჩას თანაგუნდელები ტორინოსთან გამარჯვების შესახებ

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” „ტორინოს” 3:1 მოუგო. ორი გოლი, 6 წუთიან მონაკვეთში, 26 წლის კამერუნელმა ნახევარმცველმა ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ გაიტანა, მესამე — კვარამ. გოლები გავიდა მე-6, მე-12 და 37-ე წუთებზე, რასაც ტურინელებმა 44-ე წუთზე ერთით უპასუხეს. მეორე ნახევარში თამაშის სურათი შეიცვალა. გოლი აღარ გასულა. „ბედნიერი ვარ, ასეთ რთულ შეხვედრაში წარმატებას რომ მივაღწიეთ. არის თუ არა ეს...

კვარა, როგორც ახალი ეპოქის სიმბოლო
ჩანაწერი

კვარა, როგორც ახალი ეპოქის სიმბოლო

ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონის პირველ მონაკვეთში მხოლოდ მცველებს როდი აურია თავ-გზა. ქართველმა „ბაგირზე მოსიარულემ” თავისი დიდებული თვისებების წყალობით ფაქტობრივად ყველას ყურადღება მიიპყრო, პროფესიონალებისაც და ენთუზიასტებისაც, — წერს „კალჩონაპოლი” და „გაძეტა დელო სპორტის” ამონარიდები მოჰყავს. დღეს გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ რევოლუციაზე, რომელიც სერია A-ში დაიწყო და რომელზეც მილანურმა გაზეთმა გაამახვილა ყურადღება. კლუბები ცდილობენ ტოპ-ლიგების მოთხოვნებს შეესაბამებოდნენ,...

მაგალითი
ჩანაწერი

მაგალითი

დღეს ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” „ტორინოს” ეთამაშება. იტალიურ მედიაში გამოჩნდა ტურინელთა ყოფილი ცენტრალური მცველის, შემდგომ წარმატებული საფეხბურთო მენეჯერისა და ჟურნალისტის რობერტო კრავეროს მოსაზრება ბროწეულისფერთა მეტოქისა და სერია A-ს ლიდერის „ნაპოლის” შესახებ. კრავერო ამბობს: „ხმაური, რომელიც ნეაპოლელთა გარშემო ატყდა, დადებითია. ისინი ძლიერ ხასიათსა და ჩინებულ ფიზიკურ ფორმას ამჟღავნებენ, რასაც თან შესანიშნავი ფეხბურთი ახლავს. იმის თქმა არ მინდა,...

ისევ ლაციო-ნაპოლის მსაჯობის შესახებ
ჩანაწერი

ისევ ლაციო-ნაპოლის მსაჯობის შესახებ

„მაურიციო სარიმ „ლაციოსა” და „ნაპოლის” შეხვედრის შემდეგ მსაჯებზე რომ ილაპარაკა? იცით, მე მას დიდი ხანია ვიცნობ, ის ჩემსავით ტოსკანადან არის და გაზვიადება სჩვევია, მაგრამ მისმა მაშინდელმა სიტყვებმა გული მატკინა. იმედი მაქვს, რომ მომავალში ასეთ ფრაზებს აღარ მოვისმენ,” — თქვა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე სერია A-სა და B-ში მსაჯების გამანაწილებელმა ინსტრუქტორმა ჯანლუკა როკიმ. შეგახსენებთ,...

როგორ უნდა დაიცვას თავი ტორინომ ნაპოლისგან?
ჩანაწერი

როგორ უნდა დაიცვას თავი ტორინომ ნაპოლისგან?

შაბათს, 1 ოქტომბერს, 17 საათზე ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” „ტორინოს” მასპინძლობს, რომელმაც მიმდინარე სეზონში სტუმრად ოთხჯერ ითამაშა და ოთხივეჯერ გოლი გაუშვა. მას „მონცამ” და ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემაც” გაუტანა, თუმც ეს შეხვედრები ტურინელების გამარჯვებით დასრულდა. სულ „ტორინომ” 7 შეხვედრაში 7 გოლი გაუშვა, ოღონდ მათგან 3 ერთ მატჩში, ბერგამოში „ატალანტასთან”. გუნდის ხორვატი მწვრთნელი, 47 წლის ივან იურიჩი განსაკუთრებული...

ვინ რამდენით გაძვირდა სერია A-ში
ჩანაწერი

ვინ რამდენით გაძვირდა სერია A-ში

საიტმა Transfermarket.it გამოაქვეყნა სერია A-ში მოთამაშე იმ ფეხბურთელების ვინაობა, ვინც ახალ სეზონში ყველაზე მეტად გაძვირდა. გთავაზობთ 16 მათგანის ფასსა და ნამატს. მრიო ჯილა (ლაციო, ესპანეთი; 22 წლის; ცენტრალური მცველი): ფასი 3 მილიონი ევრო (ნამატი +2,5 მილიონი ევრო) ფაბიანო პარისი (ემპოლი, იტალია; 21 წლის; მარცხენა მცველი): 7 (+2,5) იაკუბ კივიორი (სპეცია, პოლონეთი; 22 წლის; ცენტრალური მცველი):...