კვირას სერია A-ში გამორჩეული მატჩია, „რომა” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” მასპინძლობს. ამ შეხვედრის წინ „ლა გაძეტა დელო სპორტმა” სტატისტიკური ფაქტებით მოგვამარაგა: სერია A-ში „რომასა” და „ნაპოლის” ბოლო 8 შეხვედრიდან რომაელებმა მხოლოდ ერთი მოიგეს, 2019 წლის 2 ნოემბერს: 2:1. მას მერე სამი თამაში „ნაპოლიმ” მოიგო, რასაც ორი ფრე მოჰყვა. თუ კვირის შეხვედრაც ფრედ დასრულდება, მაშინ ეს ორი...
ჭდე: სერია A
ანდრეს კარასკო: ასეთ რამეს არ ველოდით
იტალიურ Radio Crc-ში, რაფაელე აურიემას გადაცემა Si Inflate la Rete-ს ესტუმრა თბილისის „დინამოს” აკადემიის მთავარი მწვრთნელი ანდრეს კარასკო, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ილაპარაკა. „იმ ხალხმა, ვინც ბიჭის პროგრესს ვადევნებდით თვალს, ვიცოდით, რომ მას დიდი ეფექტის მოხდენა შეეძლო, მაგრამ ასე თუ მოხდებოდა, რას წარმოვიდგენდით. ის ყოველთვის საუცხოო მოთამაშე იყო, განსაკუთრებით აკადემიაში, მაგრამ საუკეთესოთა შორის არ ყოფილა...
სპალეტი და ზამთრის ხანგრძლივი არდადეგები
სადაცაა სერია A-ს ჩემპიონატი დაისვენებს. კარს მსოფლიოს ჩემპიონატი მოგვადგა. „სპალეტის კარიერაში ბევრი საუცხოო სტარტი ჰქონია, მაგრამ შემდეგ მარცხდება”; „სპალეტის გუნდებს ზამთრობით ჩავარდნა აქვთ”; „ეს იქნება ანომალიური ჩემპიონატი” — რამდენჯერ მოვისმინეთ ბოლო კვირების მანძილზე ამ ტიპის მოსაზრება? ალბათ, ძალიან ბევრჯერ. და მაინც, ჩვენ შეგვიძლია ეს გამონათქვამები შევკრიბოთ, მათზე დაყრდნობით კი საყურადღებო დასკვნები გავაკეთოთ. ფაქტია, ჩერტალდოელ მწვრთნელს...
გაძეტა დელო სპორტი კვარაცხელიას აქებს
„ლა გაძეტა დელო სპორტმა” ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით ქების სიტყვები არ დაიშურა. ეს გახლდათ „ნაპოლისა” და „ბოლონიას” მატჩის გამოხმაურება. ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ჩინებულად ითამაშა, ვიქტორ ოსიმენს კი გამარჯვების გოლი გაატანინა. „ლოსანო და ოსიმენი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდნენ, მაგრამ საუკეთესო როგორც ყოველთვის კვარაცხელია იყო, რომელმაც თავისი ქსელები დახლართა, ჯერ მეტოქის კარს ბლოკადას მოუწყო, შემდეგ კი...
ნაპოლის ლეგენდარული მეპატრონე: კვარა ჩემთვის არის კარა
ამბობენ, ამ ბოლო დროს, იტალიაში, ვისაც ხალხისთვის თავის შეხსენება უნდა, ყველა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ აზრს გამოთქვამსო, მაგრამ ასეც რომ იყოს, კორადო ფერლაინო ყველა არ არის — განათლებით არქიტექტორი, 32 წლის განმავლობაში „ნაპოლის” მფლობელი გახლდათ. მათ შორის არის „აძურის” ისტორიის ის ბედნიერი პერიოდი, როდესაც გუნდმა დიეგო მარადონა შეიძინა და ორჯერ იტალიის ჩემპიონის ტიტული ანუ სკუდეტო, ერთხელ...
ლოჩოს საგოლე პასი, რომელიც კარში შედიოდა
კვირას სერია A-ში ჩინებული თამაში ჰქონდა „კრემონეზეს” ქართველ ცენტრალურ მცველს ლუკა ლოჩოშვილს. „სპეციასთან” სტუმრად გამართულ შეხვედრაში ლუკას სულ 61 წამი დასჭირდა იმისათვის, რომ საგოლე პასი შეესრულებინა. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ბურთი ლუკასგანაც შედიოდა მასპინძლების კარში, მაგრამ სირილ დესერსმა თავი დაიზღვია და ფეხი მიარტყა. ლოჩოშვილმა თავის პირდაპირ მოვალეობას, დაცვაში თამაშსაც ღირსეულად გაართვა თავი. ერთადერთი...
ოსიმენი: თქვენ ხვიჩას თამაში არ გინახავთ
ნიგერიელმა ვიქტორ ოსიმენმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში მეექვსედ ითამაშა და მესამე გოლი გაიტანა. თუ გასულ კვირაში, ჩემპიონთა ლიგაში „აიაქსის” კარში შეგდებულსაც გავიხსენებთ, მაშინ მან ზედიზედ ორ შეხვედრაში გამოიჩინა თავი. თან, ამსტერდამელებთან მატჩი მისთვის ფეხის მკურნალობის შემდეგ პირველი იყო. ოსი „ბოლონიასთან” მოედანზე შესვენების შემდეგ, რასპადორის ნაცვლად შევიდა და ხვიჩა კვარაცხელიას პასით გადამწყვეტი გოლი გაიტანა — 3:2....
გენიალური კვარაცხელია და მძინარე მერეტი
ლუჩანო სპალეტის გუნდს „ბოლონიასთან” მოსალოდნელზე მეტად გაუჭირდა, მაგრამ თამაშის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე ვიქტორ ოსიმენის გოლით მაინც გაიმარჯვა 3:2, — წერს „კორიერე დელო სპორტი” და „ნაპოლის” გუნდიდან საუკეთესო და უარეს მოთამაშეებს, ინგლისურად რომ ვთქვათ ტოპებს და ფლოპებს ასახელებს. გავეცნოთ ამ იტალიური გამოცემის აზრს, თუმცა ჯერ აღვნიშნოთ, რომ „ნაპოლი” ბოლონიელებთან მოგების წყალობით სერია A-ს ცხრილში პირველ...
ანგისა მკურნალობს, შემადგენლობაში ცვლილებებია
მარჯვენა ბარძაყზე ნახევრადტენდინოზური კუნთის დაგრძელება: „ნაპოლის” კამერუნელმა ნახევარმცველმა ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ მკურნალობა უკვე დაიწყო. ლუჩანო სპალეტი ახლა ფრანგ ტანგუ ნდომბელეს უნდა დაეყრდნოს. როგორც ექიმები ამბობენ, ანგისას მსოფლიოს ჩემპიონატის წინ სამი კვირის გამოტოვება მოუწევს, თუმცა იძლევიან იმედს, რომ „ნაპოლის” ნახევარმცველი მუნდიალამდე დაუბრუნდება და ყატარი 2022-ზეც გაემგზავრება. კამერუნის ნაკრები G ჯგუფში ბრაზილიასთან, სერბეთთან და შვეიცარიასთან ერთად არის....
ხვიჩას ნაპოლი ბოლონიასთან შეხვედრის წინ
კვირას სერია A-ს მე-10 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” „ბოლონიას” მასპინძლობს. „ნაპოლი” მოგეხსენებათ პირველ ადგილზეა, „ბოლონია” კი მეჩვიდმეტეზე. ქვემოთ გთავაზობთ მატჩის წინა სტატისტიკას. „ნაპოლიმ” „ბოლონიას” სერია A-ს ბოლო ოთხი თამაში მოუგო. წინა სამ შეხვედრაში კი ორჯერ „ბოლონიამ” გაიმარჯვა და ერთი მატჩი ფრედ დასრულდა. ნეაპოლში გამართული ბოლო 9 შეხვედრიდან 7 მოიგო „ნაპოლიმ”, ხოლო „ბოლონიამ” — 2. ფრედ...









