ჭდე: სერია A

Home სერია A
ნაპოლის ფეხბურთელთა შეფასებები
ჩანაწერი

ნაპოლის ფეხბურთელთა შეფასებები

სერია A-ს ლიდერმა „ნაპოლიმ” მდევარ „ატალანტას” ბერგამოში 2:1 მოუგო. ახლა, იტალიის ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს მსოფლიოს ჩემპიონატამდე ორი ტურიღა დარჩათ ჩასატარებელი. მერე იანვრამდე „ისვენებენ”. ლუჩანო სპალეტის გუნდმა შაბათს გამარჯვება ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე შეძლო. ქვემოთ გთავაზობთ შეფასებებს, რომლებიც Calcionapoli1926-მა „აძურის” მოთამაშეებს დაუწერა. მერეტი 7 — პირველი ტაიმის ორიოდ ეპიზოდში მეტოქის კომბინაციას სწორად აუღო ალღო. მის წინ გუნდი...

სპალეტი: ბიჭებს უპირველეს ყოვლისა თამაშის საშუალება უნდა მისცე
ჩანაწერი

სპალეტი: ბიჭებს უპირველეს ყოვლისა თამაშის საშუალება უნდა მისცე

„ატალანტასთან” თამაშის წინა დღეს „ნაპოლის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ტრადიციული პრეს კონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ მეტოქეს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს და მისმა გუნდმა მიუხედავად იმისა, რომ „ენფილდზე” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა, წამით არ უნდა დაივიწყოს, რომ ძლიერ მოწინააღმდეგეს ხვდება. შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაში ზურგის ტკივილის გამო ვერ ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელია. ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე...

ლოჩოს გუნდი ცუდი არ იყო
ჩანაწერი

ლოჩოს გუნდი ცუდი არ იყო

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე” სერია A-ში ჯერჯერობით კვლავ გამარჯვების გარეშეა. ამჯერად ქართველი მცველის გუნდმა შინ 0:0 ითამაშა „უდინეზესთან”, რომელიც ამ შეხვედრის წინ მე-8 ადგილზე იყო. მიუხედავად იმისა, რომ კრემონელებმა ვერ მოიგეს, „უდინეზესთან” ბრძოლით მოპოვებული ფრე ცუდ შედეგად არ ჩაითვლება. უდინელებს წინა ტურამდე ზედიზედ ცხრა ტურში არ ჰქონდათ წაგებული. შემდეგ „ტორინომ” ისინი 2:1 დაამარცხა და ახლა გუნდს...

გუშინ მილანში ვიტორიო ბოიოკი მოკლეს
ჩანაწერი

გუშინ მილანში ვიტორიო ბოიოკი მოკლეს

მილანში, უბანში, რომელსაც ფიჯინო ჰქვია, ფრატელი ძანძოტერას ქუჩაზე, სახლთან ახლოს ხუთი გასროლით მოკლეს „ინტერის” ულტრასის 69 წლის ლიდერი ვიტორიო ბოიოკი. მკვლელმა მსხვერპლს ხუთივე ტყვია მკერდში დაუმიზნა. ბოიოკი სასწრაფო დახმარების მანქანამ სან კარლოს საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ის მალე გარდაიცვალა. საქმის გამოძიებას შეუდგა პოლიციის მობილური ჯგუფი მარკო ჩალის ხელმძღვანელობით. მკვლელობა „ინტერისა” და „სამპდორიას” მატჩის დაწყებამდე არცთუ დიდი...

ხვიჩა თორმეტიდან მესამეა
ჩანაწერი

ხვიჩა თორმეტიდან მესამეა

ხვიჩა კვარაცხელიამ „სასუოლოსთან” ორი საგოლე პასი შეასრულა და ერთი თავად გაიტანა. „ნაპოლიმ” 4:0 გაიმარჯვა, რის შედეგადაც 12 ტურიდან 32 ქულით პირველ ადგილზეა. და როგორია ხვიჩას პირადი მონაგარი? Opta Italia წერს, რომ იმ ფეხბურთელთა შორის, ვინც იტალიის ჩემპიონატს 2004-05 წლების სეზონის შემდეგ შეუერთდა ანუ მას მერე, რაც გუნდების რაოდენობა ისევ 20 გახდა, 12 შეხვედრაში ქართველზე უკეთესი...

ლოჩოშვილის გუნდის წაგება მოსაგებ შეხვედრაში
ჩანაწერი

ლოჩოშვილის გუნდის წაგება მოსაგებ შეხვედრაში

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” შინ ეგრეთწოდებული 6-ქულიანი შეხვედრა წააგო კონკურენტ „სამპდორიასთან” — 0:1. ამ მარცხმა კრემონელები, რომელთაც 11 ტურში ერთხელაც არ მოუგიათ, ბოლო ადგილზე დაუშვა. მასიმილიანო ალვინის გუნდი სერია A-ში ერთადერთია, რომელსაც გამარჯვება ჯერ არ დაუგემოვნებია, „სამპდორიამ” კი მე-18 ადგილზე აინაცვლა, ოღონდ ეს პოზიციაც გასავარდნთა ზონაშია. გენუელთათვის გუშინდელი მოგება პირველი იყო. სტუმრებმა მატჩის ერთადერთი გოლი 78-ე...

სპალეტიმ მოურინიუს მითი გაანადგურა
ჩანაწერი

სპალეტიმ მოურინიუს მითი გაანადგურა

„სტადიო ოლიმპიკოზე” გამარჯვებით ლუჩანო სპალეტიმ კარიერაში პირველად დაამარცხა ჟოზე მოურინიუ, მაგრამ მნიშვნელოვანი მარტო ეს არ იყო, მნიშვნელოვანი გახლდათ ისიც, რომ ამ შეხვედრაში „ნაპოლიმ” „რომას” ყველაფრით აჯობა. ეს იყო ლუჩანოს ულამაზესი გამარჯვება, რომელიც თავის დროზე ცხოვრობდა ამ სტადიონზე, „ჯალოროსიში” მუშაობა მისი ოცნება იყო, მაგრამ „ოლიმპიკო” მტრად მოუტრიალდა. იმ სეზონზე, მედიაში იმიტომ კი არ ლაპარაკობდნენ, რომ სპალეტიმ...

რომამ კარში ერთხელაც ვერ დაარტყა
ჩანაწერი

რომამ კარში ერთხელაც ვერ დაარტყა

ტელეკომპანია „სქაიმ” „რომასა” და „ნაპოლის” შეხვედრაში ერთ საინტერესო ფაქტს მიაქცია ყურადღება: პირველად, რაც „ჯალოროსის” სათავეში ჟოზე მოურინიუ დგას, გუნდმა თამაში ისე დაამთავრა, რომ მეტოქის კარში არ დაურტყამს. ვაზუსტებთ: კარისკენ დარტყმის მცდელობები კი ჰქონდა, მაგრამ ჩარჩოში ერთხელ ვერ დაუმიზნა, თუნდაც მეკარეს რომ აეღო, ისე. ასეთი რამ „რომას” თავის მოედანზე 2015 წლის შემდეგ არ დამართვია და რამდენადაც...

იტალიური გაზეთი კვარათი უკმაყოფილო დარჩა
ჩანაწერი

იტალიური გაზეთი კვარათი უკმაყოფილო დარჩა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” სტუმრად ჟოზე მოურინიუს „რომა” დაამარცხა, 1:0. ეს გახლდათ ყველა შეჯიბრებაში „აძურის” ზედიზედ მეთერთმეტე გამარჯვება, რომელთაგან 9 სერია A-ზე მოდის. შედეგად, იტალიის ჩემპიონატის ცხრილში ლუჩანო სპალეტი და მისი ბიჭები 29 ქულით პირველ ადგილზე არიან და 3 ქულით უსწრებენ „მილანს”. რომაულმა „კორიერე დელო სპორტმა” ტრადიციულად გამოთქვა თავისი აზრი იმის შესახებ, თუ ვინ იყვნენ მატჩის...

ფონსეკა: კვარაცხელია რაღაცით ნეიმარს მაგონებს
ჩანაწერი

ფონსეკა: კვარაცხელია რაღაცით ნეიმარს მაგონებს

თუკი ვინმეს შეუძლია „რომასა” და „ნაპოლიზე” ლაპარაკი, ეს 53 წლის ურუგვაელი ვეტერანი დანიელ ფონსეკაა, რომელიც 1992-94 წლებში „აძურიში”, ხოლო 1994-97 წლებში „ჯალოროსიში” თამაშობდა. თავდამსხმელმა, რომელსაც „ელ ტიგრეს” ეძახდნენ ნეაპოლელთა შემადგენლობაში 69 შეხვედრაში 39 გოლი გაიტანა. ამ 39 გოლს შორისაა ხუთი, რომელიც მან 1992 წლის 16 სექტემბერს, უეფას თასზე „ვალენსიას” შეუგდო. ფონსეკა ახლა სპორტული აგენტია. ის...