ჭდე: სერია A

Home სერია A
ნაპოლიმ ლაზარული ნახევარდაცვა მოინდომა
ჩანაწერი

ნაპოლიმ ლაზარული ნახევარდაცვა მოინდომა

როდესაც ჩემპიონატები წყდება, მყისიერად აქტიურდება საუბრები სატრანსფერო ბაზრის შესახებ, რომელიც იანვარში გაიხსნება. იანვარშივე განახლდება სერია A-ს პირველობა. როგორც calcionapoli1926 წერს, ამჯერად „ნაპოლის” ინტერესის საგანს წარმოადგენს „უდინეზეს” სერბული წარმოშობის გერმანელი ნახევარმცველი, 20 წლის ლაზარ სამარძიჩი, რომელმაც „აძურის” ბოლო ტურში გოლიც კი გაუტანა. ეს მან მოჰპარა ნაქებ კიმს ბურთი, მეტოქის კარისკენ დაიძრა და მარცხენა ფეხით გაისროლა მიზანში....

აცრემლებულმა პიოლიმ სან სირო სწრაფად დატოვა
ჩანაწერი

აცრემლებულმა პიოლიმ სან სირო სწრაფად დატოვა

სერია A-ს ბოლო ტურში „მილანმა” „ფიორენტინას” 2:1 მოუგო. მატჩის შემდეგ, მილანელთა აცრემლებულმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ სწრაფად დატოვა „სან სირო” და პარმასკენ გაეშურა. ტრადიციულ მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს მის ნაცვლად პაოლო მალდინი ელაპარაკა. მეორე დღეს კლუბმა გამოაქვეყნა ცნობა, სადაც პიოლის მიერ სტადიონის სასწრაფოდ დატოვების მიზეზი გახადა ცნობილი. როგორც გაირკვა, „როსონერის” თავკაცს მეუღლის, ბარბარას, 63 წლის ძმა ლუკა...

კიმმა ბოდიში მოიხადა და ხალხს თავი შეაყვარა
ჩანაწერი

კიმმა ბოდიში მოიხადა და ხალხს თავი შეაყვარა

იტალიაში, „ნაპოლისა” და „უდინეზეს” შეხვედრის (3:2) დამთავრების შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი თემა გახლდათ სამხრეთ კორეელი მცველის კიმ მინ-ჯაეს შეცდომა, როდესაც მას 82-ე წუთზე 20 წლის გერმანელმა ლაზარ სამარძიჩმა ბურთი წაართვა, პოზიცია გაიუმჯობესა და გოლი გაიტანა. გულშემატკივარი კიმისგან შეცდომას არ არის დაჩვეული. ამას არც თავად კორეელი ელოდა და ამიტომაც მოიხადა მატჩის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში ბოდიში....

ნაპოლის ფეხბურთელები სოციალურ ქსელებში
ჩანაწერი

ნაპოლის ფეხბურთელები სოციალურ ქსელებში

„ნაპოლის” გასახდელში ენთუზიაზმი დუღს და გადმოდუღს. „აძურიმ” „უდინეზეს” 3:2 მოუგო. ეს გახლდათ ლიდერის ზედიზედ მეთერთმეტე გამარჯვება სერია A-ში, სადაც გუნდი 15 ტურის შემდეგ დაუმარცხებლად მიდის. ამით, ლუჩანო სპალეტის გუნდისთვის სეზონის პირველი ნაწილი დამთავრდა. ახლა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, იტალიის ჩემპიონატის შემდეგი ტური კი 2023 წლის 4 იანვარს გაიმართება, როდესაც „ნაპოლი” „სან სიროზე” „ინტერს” შეხვდება. „მაინცდამაინც ახლა...

კრემონეზემ კვლავ ვერ მოიგო, ალვინი კი ფეხბურთელებს აქებს
ჩანაწერი

კრემონეზემ კვლავ ვერ მოიგო, ალვინი კი ფეხბურთელებს აქებს

„კრემონეზემ”, სადაც ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს, სერია A-ში მე-15 შეხვედრა ჩაატარა და მერვედ წააგო. ის იტალიის ჩემპიონატში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ არ მოუგია. ამჯერად, კრემონელებმა, რომელთა რიგებშიც ლოჩოშვილმა მოედანზე 78 წუთი დაჰყო, „ემპოლისთან” სტუმრად წააგეს 0:2. შეცვლის წუთს ხაზს იმიტომ ვუსვამთ, რომ მეორე გოლში, რომელიც „ემპოლიმ” 88-ე წუთზე გაუშვა მას ბრალი არ მიუძღვის. ლოჩოშვილის...

ნაპოლიმ სამი სავალდებულო ქულა მოიპოვა
ჩანაწერი

ნაპოლიმ სამი სავალდებულო ქულა მოიპოვა

„ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე 2:0 მოუგო „ემპოლის”. ანგარიში 69-ე წუთზე ირვინგ ლოსანომ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა, მეორე გოლი კი 88-ე წუთზე იმავე ლოსანოს პასით, ტექნიკური დარტყმით, მოედანზე 64-ე წუთზე შესულმა პიოტრ ჟელინსკიმ შეაგდო. ამ ორ გოლს შორის, 74-ე წუთზე სტუმრებს მეორე ყვითელი ბარათის გამო ცენტრალური მცველი სებასტიანო ლუპერტო გაუძევეს. „ძალიან მინდოდა ამ პენალტის დარტყმა. ყველამ გამამხნევა,...

ხვიჩა ემპოლისთანაც არ იქნება
ჩანაწერი

ხვიჩა ემპოლისთანაც არ იქნება

„კორიერე დელო სპორტის” კორესპონდენტი ფაბიო მანდარინი წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ემპოლისთანაც” ვერ ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ ხვიჩას წინა ტურში „ატალანტასთანაც” არ უთამაშია. ბერგამოში 2:1 გამარჯვების შემდეგ „აძური” საწვრთნელ მოედანს დაუბრუნდა და 8 ნოემბრის შეხვედრისთვის დაიწყო მზადება. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა შაბათის შეხვედრა ზურგის ტკივილის გამო გამოტოვა. იტალიური პრესა წერს, რომ კვარაცხელიას ზურგი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო...

ნაპოლი ქოლერა!
ჩანაწერი

ნაპოლი ქოლერა!

რომში მდებარე სპორტულმა სასამართლომ „ატალანტა” 25 ათასი ევროთი დააჯარიმა. მიზეზი: ბერგამოელი გულშემატკივრები „ნაპოლისთან” (1:2) შეხვედრის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგ სტუმრებს შეურაცხყოფდნენ და თამაშის ბოლოს ნეაპოლელი ქომაგების ცემაც მოუნდათ. რამდენადაც კარგი სანახავი იყო ის, რაც მოედანზე ხდებოდა, იმდენად ცუდი გარემო იყო „სტადიო ატლეტი აძური დ’იტალიაზე”, რომელსაც სპონსორის გამო „გევის სტადიუმს” ეძახიან. ჯერ ერთი მთელი შეხვედრის...

კრემონეზემ კინაღამ ერთი სიცოცხლე გაათავა
ჩანაწერი

კრემონეზემ კინაღამ ერთი სიცოცხლე გაათავა

ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” სტუმრად „სალერნიტანასთან” 2:2 ითამაშა. შეხვედრა ძალიან დრამატული გამოდგა. ანგარიში მე-3 წუთზე მასპინძელთა პოლონელმა თავდამსხმელმა კრჟიშტოფ პიატეკმა გახსნა, თუმცა ნიგერიელმა დავიდ ოკერეკემ მე-11 წუთზე გაქვითა. 38-ე წუთზე მალელმა ლასანა კულიბალიმ ლუკა ლოჩოშვილთან ორთაბრძოლა მოიგო, პოზიცია გაიუმჯობესა და კვლავ მასპინძლები დააწინაურა, 89- წუთზე კი მოედანზე საოცრად დრამატული სცენა გათამაშდა: „სალერნიტანას” კარში VAR-ის დახმარებით დაინიშნა...

ელმასი: კვარა ძალიან კარგი ბიჭია
ჩანაწერი

ელმასი: კვარა ძალიან კარგი ბიჭია

„ნაპოლის” გრძელი სკამისა და კლასის დასამტკიცებლად „ატალანტას” 2:1 დამარცხება კიდევ ერთი კარგი მაგალითი გამოდგა, — წერს „კორიერე დელო სპორტი”. ბერგამოში კვარაცხელიას ბრენდი გაკლდათ? ინებეთ, ქართველის ალტერ ეგო ელიფ ელმასი. ყველაფერს ის უზრუნველყოფს. ჩრდილო მაკედონიელმა საკვანძო როლი შეასრულა. მან ბერგამოელთა კარში გამარჯვების გოლი გაიტანა. ელმასი სპალეტის სასტარტოში რეგულარულად ვერ ხვდება, მაგრამ როგორც კი გუნდს დასჭირდა, გამოვიდა...