„სან სიროზე” გამართულ ლიდერთა ბრწყინვალე დუელში „ნაპოლიმ” „მილანს” 2:1 მოუგო. ანგარიში პოლიტანომ პენალტით გახსნა (შეუჩერებელი კვარა დესტმა საჯარიმოში წააქცია), შემდეგ ჟირუმ გაქვითა, მაგრამ რასპადორის ნაცვლად შესულმა სიმეონემ თავურით შეაგდო და სტუმრებს გამარჯვება მოუტანა. ამრიგად, სპალეტის გუნდმა სამი ქულა შეიმატა და სანაკრებო შესვენების წინ „ატალანტასთან” ერთად 17 ქულით ლიდერობს. „როსონერისთვის”, რომელმაც მართალია წააგო, მაგრამ ბრწყინვალე, მისთვის...
ჭდე: სერია A
ლოჩოშვილის ერთი ტაიმი
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” „ლაციოს” ვერ გაუძლო და შინ 0:4 წააგო. „კრემონეზე” სერია A-ში წლეულს დაბრუნდა, ამბიციური რომაელები კი რამდენიმე დღის წინ ევროლიგაში დანიურ „მიდტილანდთან” სტუმრად 1:5 შერცხვნენ, რის გამოც შელახული თავმოყვარეობის დაკმაყოფილება სჭირდებოდათ. თავიდან შეიქმნა მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს კრემონელები სტუმრებს ტოლს არ დაუდებდნენ, მაგრამ ამ ილუზიას 6-წუთიანი სიცოცხლე ეწერა, მე-7 წუთზე კი ჩირო იმობილემ ანგარიში...
ნაპოლის მეკარე მილანთან შეხვედრის წინ
ხვალ სერია A-ში დიდი მატჩია, „სან სიროზე” „მილანი” „ნაპოლის” ხვდება. ამიტომაც მოხშირდა იტალიურ მას-მედიაში წერილები ამ ორ გუნდისა და მათი ფეხბურთელების შესახებ. რადიო Kiss Kiss-მა ინტერვიუ ჩამოართვა „ნაპოლის” მეკარე ალექს მერეტს, რომელიც ჩვენ გადმოვაქართულეთ. …„ლეჩესთან” შეხვედრის პირველ ტაიმში რომ მოვიგერიე? მართლაც კარგი იყო, თან მატჩის საკვანძო მომენტი გახლდათ… …„რეინჯერსი” ძალიან გვაწვებოდა და დარტყმა, ბურთი, რომელიც...
კვირას კვარა: მილანი vs ნაპოლი
როდესაც ჩემპიონატის დაწყებიდან მხოლოდ 6 ტურია გასული, სკუდეტო ჰორიზონტზეც არ ჩანს, მაგრამ „მილანი”-„ნაპოლი” სხვა შეხვედრებისგან მაინც განსხვავდება. ამ გუნდებს ცხრილის სათავეში დამკვიდრებისთვის 1980-იანი წლების შემდეგ არ უბრძოლიათ. მაშინ, „როსონერი” ჰოლანდიელი ფეხბურთელების ოსტატობას ეყრდნობოდა, „აძური” კი დიეგო მარადონას ჯადოქრობას. წინაისტორია. გასულ სეზონში „მილანი” და „ნაპოლი” ერთმანეთს სერია A-ს ლიდერების რანგში ხვდებოდნენ. პირველ წრეში, „სან სიროზე”, ლუჩანო...
სარი — შუა თითის ჩვენების სპეციალისტი
მაურიციო სარიმ „ვერონას” მწვრთნელებსა და სათადარიგოთა სკამს შუა თითი აჩვენა. ეს მოხდა კვირას, როდესაც „ლაციომ” ვერონელებს 2:0 მოუგო. რომაელებმა ანგარიში 68-ე წუთზე გახსნეს. გოლი ჩირო იმობილემ გაიტანა, ხუთი წუთის შემდეგ კი სარიმ კოლეგებს არაკორექტული ჟესტი აჩვენა. DAZN ვარაუდობს, რომ „ბიანკოჩელესტის” თავკაცს „ვერონას” გუნდის მენეჯერთან ალესანდრო მაცოლასთან მოუვიდა კონფლიქტი, თუმცა თავად სარიმ მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ...
დიდი მატჩის ორი დანაკლისი
კვირას, „სან სიროზე”, იტალიის ჩემპიონი „მილანი” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” უმასპინძლებს. ეს იქნება სერია A-ს დიდი მატჩი, რომელშიც მასპინძელთაგან რაფაელ ლეაო, ხოლო სტუმართაგან ვიქტორ ოსიმენი ვერ ითამაშებენ. „ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ ეს ფეხბურთისთვის ძალიან ცუდია, მაგრამ სამწუხაროდ სწორედ ასე მოხდება. მილანელთა თავკაცი სტეფანო პიოლი ლეაოს იმიტომ მოისაკლისებს, რომ პორტუგალიელმა „სამპდორიასთან” შეხვედრაში ორი ყვითელი ბარათი...
თამაში, რომელიც უნდა მოგვეგო
„სპეციასთან” 1:0 გამარჯვების შემდეგ „ნაპოლის” თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ Dazn-ს გაუზიარა თავისი შთაბეჭდილებები. „ჩვენთვის არსებობს მხოლოდ ფუნდამენტური მატჩები, დერბები ან შეხვედრები, რომლებიც ცხრილში მაღალი პოზიციის შესანარჩუნებლად აუცილებლად უნდა მოვიგოთ. „სპეციასთან” შეხვედრა იმ კატეგორიის იყო, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვეგო, რათა ცხრილში მაღალი პოზიცია შეგვენარჩუნებინა. გოლის გატანის რამდენიმე შესაძლებლობა გვქონდა. ჯამში კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. რთული მატჩი...
პირველ ტაიმში ერთფეროვნებას ხვიჩა არღვევდა
ჯაკომო რასპადორიმ 89-ე წუთზე თამაშის ბედი გადაწყვიტა. საგოლე პასი ჯანლუკა გაეტანომ მიაწოდა. „სასუოლოს” ყოფილმა თავდამსხმელმა გამარჯვების გოლი იოლად შეაგდო: „ნაპოლიმ” „სპეციას” 1:0 მოუგო და ცხრილის სათავეშია. ლუჩანო სპალეტიმ „ლივერპულთან” ტრიუმფის შემდეგ შემადგენლობა გადაახალისა, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა. გარკვეულწილად ალბათ ამის ბრალიც იყო, რომ გუნდმა ვარსკვლავურად ვეღარ ითამაშა. „ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ პირველი ტაიმი...
იტალიელებმა გაიგეს: კვარას შეძენა ნაპოლიმდე იუვენტუსს უნდოდა
რადიო Kiss Kiss Napoli იტალიელ მსმენელს აუწყებს, რომ „ნაპოლის” ქართველი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა „იუვენტუსსაც” უნდოდა. რადიო აგენტ ჯენარო დი ნარდოს სიტყვებს ეყრდნობა, რომელიც კვარასთან დაკავშირებულ ოპერაციაში მონაწილეობდა. დი ნარდო: „ის უნივერსალური ფეხბურთელია, ადაპტაციის დიდებული უნარი აქვს. ყველაფერი კარგად მიდის. „ნაპოლიმ” ნამდვილად იყოჩაღა კვარაცხელია რომ შეიძინა. როდესაც შეამჩნიეს, ის რუსეთის ჩემპიონატში თამაშობდა, რუსეთის ლიგა კი...
ლოჩოშვილის პირველი ქულა
ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზემ” სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში პირველი ქულა მოიპოვა: 0:0 ასე დასრულდა კრემონელთა საშინაო შეხვედრა „სასუოლოსთან”. საინტერესოა, რომ ეს იყო ამ ორი გუნდის პირველი დაპირისპირება იტალიური ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში. თამაში დაძაბული გამოვიდა. მშვიდ მონაკვეთებს სახიფათო მომენტები ენაცვლებოდა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში გოლიც გაიტანეს, მაგრამ VAR-მა საკმაოდ უგვანო ჩანაწერით აღმოაჩინა, რომ გოლის ავტორი სირილ დესერსი თამაშგარე...









