ჭდე: სერია A

Home სერია A
ალეგრი — ორი მოტივირებული გუნდის შეხვედრა
ჩანაწერი

ალეგრი — ორი მოტივირებული გუნდის შეხვედრა

დღეს ტურინის „ალიანც სტედიუმზე” „იუვენტუსი” „ნაპოლის” მასპინძლობს. ეს იქნება სერია A-ს 31-ე ტურის შეხვედრა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ტურინელებს 16 ქულით უსწრებს. გასული კვირა შავ-ლურჯებისთვის მნიშვნელოვანი ამბებით იყო დატვირთული. უპირველეს ყოვლისა, გუნდს დაუბრუნეს ჩამორთმეული 15 ქულა, რის წყალობითაც მან მესამე ადგილზე გადაინაცვლა და „ლაციოს” მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება. ამას დავუმატოთ, რომ გუშინ რომაელებმა შინ წააგეს „ტორინოსთან”,...

იტალიური კლოუნადა
ჩანაწერი

იტალიური კლოუნადა

37 წლის მეკარე ემილიანო ვივიანო, რომელსაც კარიერის განმავლობაში უთამაშია „ბრეშაში”, „ბოლონიაში”, „პალერმოში”, „ფიორენტინაში”, „სამპდორიასა” და სხვა გუნდებში, მათ რიცხვში იტალიის ნაკრებში, „იუვენტუსისთვის” 15 ქულის ჩამორთმევა-დაბრუნების ამბავს იტალიურ კლოუნადას უწოდებს. შეგახსენებთ, რომ „ბებერ ქალბატონს” ფინანსური დარღვევების გამო 15 ქულა დააკლეს, ორიოდ დღის წინ კი დაკლებული ქულები დაუბრუნეს და ტურინელები მე-3 ადგილზე აღმოჩნდნენ, რაც „რომას”, „მილანსა” და...

კალენდარში მცირე ცვლილებებია
ჩანაწერი

კალენდარში მცირე ცვლილებებია

დღეს მთელი ნეაპოლი სკუდეტოს მოლოდინშია. ყველა ცდილობს გამოიცნობს ზუსტი თარიღი, როდესაც მათი საყვარელი გუნდი ჩემპიონი გახდება. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ნეაპოლელებს მარჩიელობის განახლებული შესაძლებლობა მისცა: გამოქვეყნდა 33-ე და 34-ე ტურების ახალი თარიღები. საქმე ეხება მატჩებს „უდინეზესა” და „ფიორენტინასთან”. „აძურიმ” პირველი სტუმრად, ხოლო მეორე შინ უნდა ჩაატაროს. ახალი კალენდრის თანახმად უდინეში თამაში 2 მაისს საქართველოს დროით 20...

ეს მატჩი უნდა იყოს მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი შეხვედრა მილანთან
ჩანაწერი

ეს მატჩი უნდა იყოს მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი შეხვედრა მილანთან

მართალია ბურთის ფლობაში „ნაპოლის” დიდი უპირატესობა ჰქონდა (80%-20%), მაგრამ „ვერონას” მობილურმა და ძალიან კომპაქტურმა თამაშმა მისი ამბიციები დათრგუნა. სკუდეტოს აღსანიშნავად დაგეგმილი ზეიმი ცოტა გადაიდო, თუმცა ცხრილში უპირატესობა კვლავ შთამბეჭდავია —  14 ქულა. დარჩა შთაბეჭდილება, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდი გონებით ჩემპიონთა ლიგაში „მილანთან” შეხვედრაზე იყო გადართული. ვიქტორ ოსიმენის მოედანზე დაბრუნება კი იმას ნიშნავდა, რომ სამშაბათს ის...

სარი ნეაპოლელია და ამდენად ცრუმორწმუნე
ჩანაწერი

სარი ნეაპოლელია და ამდენად ცრუმორწმუნე

ამ გაზაფხულზე „ლაციო” ჩინებულ ფორმაშია. რომაელები არ ჩერდებიან. 30-ე ტურში მათ „სპეციას” მოუგეს 3:0. გოლები გაიტანეს ჩირო იმობილემ პენალტით, ფელიპე ანდერსონმა და მარკოს ანტონიომ. მაურიციო სარის გუნდს მეორე ადგილზე გასვლის რეალური შანსი აქვს. სარიმ „სქაი იტალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა: „მეორე გოლი ძალიან ლამაზად გავიტანეთ, მაგრამ ვინერვიულე კიდეც. კარგა ხანს კარში არავინ არტყამდა. ძალიან მიხარია მარკოს...

მაინცდამაინც ტურინში
ჩანაწერი

მაინცდამაინც ტურინში

თუ ნეაპოლში ვინმე სძულთ, ეს „იუვენტუსია” და ამიტომაც ანგარიშობენ არის თუ არა თეორიული შანსი იმისა, რომ „აძური” მაინცდამაინც ტურინში გახდეს ჩემპიონი. როგორც ირკვევა ასეთი შანსი არსებობს. „ნაპოლი” „ბებერ ქალბატონთან” 23 აპრილს თამაშობს და ის ამ დღეს ანუ სეზონის დამთავრებამდე 7 ტურით ადრე ჩემპიონი გახდება თუ შემდეგ ორ შეხვედრას („ვერონასთან” და „იუვენტუსთან”) მოიგებს, „ლაციო” კი სტუმრად...

თითქმის ისტორიული მომენტი
ჩანაწერი

თითქმის ისტორიული მომენტი

რა იპყრობს ყურადღებას სერია A-ს ცხრილში 29 ტურის შემდეგ? „ილ მატინოს” აზრით ეს ლიდერთა სამეულია: „ნაპოლი”, „ლაციო” და „რომა”. სამივე გუნდი იტალიის ცენტრალური სამხრეთიდან არის. გაზეთი ამას „თითქმის ისტორიულ მომენტს” უწოდებს. გეოგრაფია გეოგრაფიად და ლიდერთა შორის არც „მილანია”, არც „ინტერი” და არც „იუვენტუსი”. საბოლოო ცხრილში დიდი ტრიოს წარმომადგენელი ბოლოს, 1941-42 წლების ჩემპიონატში ვერ მოხვდა. მაშინ...

ნაპოლი არქეოლოგიის მუზეუმში
ჩანაწერი

ნაპოლი არქეოლოგიის მუზეუმში

ნეაპოლში მზადდება საგანგებო გამოფენა, რომელიც მესამე სკუდეტოს გმირებს მიეძღვნება. ამ პროექტზე არც მეტი, არც ნაკლები ნეაპოლის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი პაოლო ჯულერინი მუშაობს. „ჩვენ ვარჩევთ თემებს, სამახსოვრო ნივთებს და სხვა გამოსაფენ მასალას, — თქვა—  ჯულერინიმ, — ეს ყველაფერი კი მიეძღვნება იმ გუნდის ლეგენდებს, რომლებიც ყველა რეკორდს ამხობენ”. საგამოფენო სივრცეში კლასიკური შედევრები მოდერნს შეუწყვილდება და ეს დიდ...

როგორ იზეიმა კვარაცხელიამ
ჩანაწერი

როგორ იზეიმა კვარაცხელიამ

29-ე ტურში „ნაპოლიმ” ლეჩეში 2:1 გაიმარჯვა. ბევრის აზრით, „აძურის” ამ შეხვედრაში კარგად არ უთამაშია, მაგრამ მოიგო და მნიშვნელოვანი სწორედ ეს იყო. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მას მასპინძლები მჭიდროდ მეურვეობდნენ. გულშემატკივარი, რომელიც ქართველისგან ყოველ შეხვედრაში ჯადოქრობას მოელის, ალბათ გულნაკლული დარჩა, თუმცა თუ მის თამაშს „ადამიანური” თვალით შევხედავთ, უკმაყოფილების საბაბი არ არის. ხვიჩას ბურთი ფაქტობრივად არ დაუკარგავს,...

სარი: წინ კიდევ 27 ქულაა
ჩანაწერი

სარი: წინ კიდევ 27 ქულაა

„ლაციომ” „იუვენტუსი” დაამარცხა 2:1 და სერია A-ს ცხრილში მეორე ადგილზე მყარად დაფუძნდა — მართალია, „ნაპოლის” 16 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მესამე ადგილზე მყოფ „რომას” 5-ით უსწრებს. ამრიგად, რომაელებისთვის ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა ოცნების საგანს აღარ წარმოადგენს. მათი ამოცანა უკვე მოპოვებული პოზიციის შენარჩუნებაა. „ლაციოს” თავკაცმა მაურიციო სარიმ Dazn-ის მიკროფონის წინ „ბებერ ქალბატონთან” გამარჯვებასა და რამდენიმე სხვა საკითხზე ილაპარაკა....