რა იპყრობს ყურადღებას სერია A-ს ცხრილში 29 ტურის შემდეგ? „ილ მატინოს” აზრით ეს ლიდერთა სამეულია: „ნაპოლი”, „ლაციო” და „რომა”. სამივე გუნდი იტალიის ცენტრალური სამხრეთიდან არის. გაზეთი ამას „თითქმის ისტორიულ მომენტს” უწოდებს.
გეოგრაფია გეოგრაფიად და ლიდერთა შორის არც „მილანია”, არც „ინტერი” და არც „იუვენტუსი”. საბოლოო ცხრილში დიდი ტრიოს წარმომადგენელი ბოლოს, 1941-42 წლების ჩემპიონატში ვერ მოხვდა. მაშინ პირველ ადგილზე „რომა” გავიდა, მეორეზე „ტორინო” (მაინც ჩრდილოეთი) და მესამეზე „ვენეცია”.
მიმდინარე სეზონში „ნაპოლი” ისტორიაში მესამე სკუდეტოსთან არის ახლოს. ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები მდევარს 16 ქულით უსწრებენ.
როდესაც „ნაპოლი” ჩემპიონის ტიტულს გაიფორმებს, სკუდეტოების რაოდენობით „რომას” დაეწევა. რომაელებმა სკუდეტო ბოლოს 2000-01 წლების სეზონში მოიგეს, როდესაც მოედანზე ფრანჩესკო ტოტი სჩადიოდა სასწაულებს, გუნდს კი სათავეში ფაბიო კაპელო ედგა.
„ლაციო” ორჯერ გახლდათ იტალიის ჩემპიონი — 1973–74 და 1999–2000.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
