ოფიციალურად დადასტურდა: „ნაპოლისა” და „სალერნიტანას” შეხვედრა, რომელიც შაბათს, 29 აპრილს 17 საათზე უნდა გამართულიყო, კვირას, 30 აპრილს, 17 საათზე გაიმართება. გადაწყვეტილებას წინ დიდი მსჯელობა უძღოდა. ბჭობაში მონაწილეობდნენ სპორტულ ღონისძიებათა უსაფრთხოების ანალიზის კომიტეტი და შინაგან საქმეთა მინისტრი. მთავარი საკითხი უსაფრთხოება გახლდათ. შეგახსენებთ, რომ ამავე დღეს, 16 საათსა და 30 წუთზე „სან სიროზე” „ინტერი” „ლაციოს” უმასპინძლებს და...
ჭდე: სერია A
სპალეტი რეკორდს უახლოვდება
სკუდეტო უპირველეს ყოვლისა, მაგრამ ლუჩანო სპალეტი ერთ საინტერესო რეკორდთანაც არის ახლოს — მიმდინარე სეზონში, სადღეისოდ, მისი „ნაპოლის” მონაგარი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 2.51 ქულაა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი მის წინამორბედებს არ ჰქონიათ. ედოარდო რეიამ „პარტენოპეელთა” თავკაცის კარიერა საუკეთესო სეზონში 1.31 ქულით დაასრულა. ვალტერ მაძარამ სამი სეზონიდან პირველში 1.84 ქულის მოგროვება მოახერხა, მეორეში 1.60-ის, ხოლო მესამეში 2.05-ის. რაფა...
იუვე და ლანდუჩი დასაჯეს
„იუვენტუსსა” და მის წარმომადგენლებს ჯარიმების გადახდა მოუწევთ. სპორტულმა მოსამართლემ გაავრცელა განცხადება, რომელიც სერია A-ს 31-ე ტურს ეხება. ის მოიცავს აგრეთვე ტურინის „ალიანც სთედიუმზე” „იუვენტუსსა” და „ნაპოლის” შორის გამართულ შეხვედრას, რომელიც ბოლოსკენ დაიძაბა, ხოლო დასრულების შემდეგ რამდენიმე უსიამოვნო ინციდენტი მოჰყვა. ტურინული კლუბი 15 000 ევროთი დასაჯეს. მიზეზი: გულშემატკივრებმა ტრიბუნებიდან მსაჯს და ნეაპოლელ ქომაგებს ერთხმად აგინეს. ისინი...
როგორც იქნა მოიგეთ
„ყოჩაღ, თქვენ სკუდეტოს მოგება მოახერხეთ”, — ეს სიტყვები, „იუვენტუსის” თავკაც მასიმილიანო ალეგრის ეკუთვნის. ასე, ირონიულად მიმართა იტალიის ექვსგზის ჩემპიონმა მწვრთნელმა („მილანი”, „იუვენტუსი”) 23 აპრილს, „ალიანც სთედიუმზე”, „ნაპოლის” სათადარიგოთა სკამს. შეხვედრა იყო დაძაბული, დრამატული. გაიმარჯვეს სტუმრებმა 1:0. ამ მოგებით „ნაპოლიმ” ფაქტობრივად გაინაღდა სერია A-ს ჩემპიონის წოდება, „შავ-თეთრების” ბანაკს კი დარჩა შთაბეჭდილება, რომ მეტოქემ უსამართლოდ გაიმარჯვა. ალეგრის...
მელოტო განავალო, შენს გულს შევჭამ!
„იუვენტუსისა” და „ნაპოლის” შეხვედრის შემდეგ, ტურინში, „ალიანც სთედიუმის” გამოსასვლელში უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. გამარჯვებული „ნაპოლის” მწვრთნელს ლუჩანო სპალეტის შეხვდა დამარცხებული „იუვეს” თავკაცის მასიმილიანო ალეგრის თანაშემწე მარკო ლანდუჩი და როგორც „ლა სტამპა” წერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ლანდუჩი სავარაუდოდ მსაჯობით იყო უკმაყოფილო და როგორც შეხვედრის დელეგატმა თავის ოფიციალურ მოხსენებაში აღნიშნა სპალეტის ასე მიაძახა: „მელოტო მძღ…ო, იცოდე შენს გულს...
ვინ მიიღო მონაწილეობა რასპადორის დარტყმაში?
ჯაკომო რასპადორის მარცხენა ფეხით დარტყმულში ცოტ-ცოტა ყველაფერი იყო. იყო სპალეტის გადაწყვეტილება შეეცვალა სამი ფეხბურთელი, რამაც განაპირობა კიდეც ეს გოლი; იყო სტუმართა სექტორში თავმოყრილი 2092 გულშემატკივრის ემოციის ამოფრქვევა; იყო იმ ხალხის სიხარული, რომელიც მოგვიანებით გუნდს კაპოდიკინოს აეროპორტთან დახვდა და კასტელ ვოლტურნომდე მოპედებით მიაცილა. მაგრამ მათ გარდა იმ დარტყმაში წვლილი შეიტანეს მათ, ვინც ბოლო წლებში „ნაპოლის” წინსვლა...
ნაპოლის უარი უთხრეს
ნეაპოლის მუნიციპალიტეტმა სერია A-ს „სალერნიტანასთან” თამაშის ერთი დღით გადატანა სთხოვა. საქმე ის არის, რომ 32-ე ტურის მატჩი „დიეგო მარადონაზე” შაბათს, 29 აპრილს უნდა გაიმართოს. თუ მოვლენები „პარტენოპეელთა” სასარგებლოდ წარიმართება ანუ „ნაპოლი” „სალერნიტანასთან” მოიგებს, ხოლო „ინტერი” თავის მხრივ „ლაციოს” აჯობებს, ხვიჩა კვარაცხელია და მისი გუნდი ამ უქმეებზევე გახდებიან ჩემპიონები. ჩემპიონობას კი ზეიმი უხდება, მაგრამ ვაგლახ —...
კვარა სკატენატო!
ტურინში გამარჯვების შემდეგ (1:0), „ნაპოლიმ” ფაქტობრივად გაინაღდა იტალიის ჩემპიონობა და შესაძლოა ტიტული ოფიციალურად მომდევნო ტურშიც კი გაიფორმოს. ამისათვის საჭიროა „სალერნიტანას” მოუგოს, „ინტერი” კი „სან სიროზე” „ლაციოსთან” არ დამარცხდეს. გამარჯვებული პარტენოპეელები გვიან ღამით მშობლიური ქალაქის აეროპორტ კაპოდიკინოში დაბრუნდნენ, სადაც უამრავი გულშემატკივარი დახვდათ. ქვემოთ გთავაზობთ კადრებს, სადაც ტიფოზები და კვარა დიდ გამარჯვებას ზეიომობენ. „კვარა სკატენატო” ანუ კვარა,...
ნაპოლი, ბოლომდე!
გსმენიათ თუ არა ჰერკულესის თორმეტი დავალების შესახებ? ეს ის გმირობებია, რომელთა შესრულებას ნახევრად ღმერთი სიგიჟის წუთებში ცოლ-შვილის დახოცვის ცოდვის გამოსასყიდად დათანხმდა. ჰერკულესს მეფე ევრისფეოსის დავალებათა შესასრულებლად თორმეტი წელი ჰქონდა. თუ ამის შესახებ არაფერი გსმენიათ, არაუშავს, მაგრამ თუ გსმენიათ, დაგვეთანხმებით, რომ ნემეური ლომის მოკვლისა და ქვესკნელის მცველი სერბერუსის დაჭერა-დაბრუნების გარდა, ყველა სხვა დავალება უფრო ადვილი იყო,...
სამი ქულის მომტანი მოქმედება არ შეუსრულებია, მაგრამ…
„ნაპოლიმ” სტუმრად დაამარცხა „იუვენტუსი” (1:0) და იტალიის ჩემპიონის ტიტულამდე ხელის ერთი გაწვდენაღა აკლია. შეხვედრის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ხვიჩა კვარაცხელია გახლდათ. როგორი შეფასებები დაუწერეს მას სხვადასხვა პორტალებმა? სანამ რამდენიმე მათგანს მოგახსენებდეთ, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნეაპოლური საიტები და გაზეთები შეფასების დროს უფრო ემოციით ხელმძღვანელობენ, ხოლო უცხოურები სტატისტიკასა და ანალიზს ეყრდნობიან. ნეაპოლურ პორტალებს შორის არიან ისეთები, რომლებიც ხვიჩას...









