გსმენიათ თუ არა ჰერკულესის თორმეტი დავალების შესახებ? ეს ის გმირობებია, რომელთა შესრულებას ნახევრად ღმერთი სიგიჟის წუთებში ცოლ-შვილის დახოცვის ცოდვის გამოსასყიდად დათანხმდა. ჰერკულესს მეფე ევრისფეოსის დავალებათა შესასრულებლად თორმეტი წელი ჰქონდა.
თუ ამის შესახებ არაფერი გსმენიათ, არაუშავს, მაგრამ თუ გსმენიათ, დაგვეთანხმებით, რომ ნემეური ლომის მოკვლისა და ქვესკნელის მცველი სერბერუსის დაჭერა-დაბრუნების გარდა, ყველა სხვა დავალება უფრო ადვილი იყო, ვიდრე ის, რომელიც გუშინ „ნაპოლისა” და მისი გულშემატკივრების წინაშე იდგა — მათ ტურინში „იუვენტუსისთვის” უნდა მოეგოთ.
გუშინ, სპალეტის ბიჭებმა მიმდინარე ჩემპიონატში სავარაუდოდ ყველაზე რთული ტესტი ჩააბარეს. ვინ არ დანებდებოდა „მილანთან” სამი შეხვედრისა და იმ შეხვედრებში მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომების, აგრეთვე გუშინ გატის არ-გაძევების შემდეგ, როდესაც იუვენტუსელმა თავი მუჰამედ ალიდ წარმოიდგინა და კვარაცხელიას მარჯვენა ჰუკი უთავაზა. მაგრამ სპალეტის ხალხი არ დანებდა. ხსენებული ეპიზოდისა და „შავ-თეთრების” ორი არ-ჩათვლილი გოლის შემდეგ, მათ რწმენა შეინარჩუნეს. როგორც იტყვიან, ბოლომდე იბრძოლეს.
ამ გამარჯვებას კერძოდ ორი „აძურას” ხელმოწერა აქვს: ელმასის, რომელიც მოედანზე შევიდა თუ არა თავისი სიტყვა თქვა და რასპადორის, რომელმაც რამდენიმე უსახური მატჩის შემდეგ იკისრა პასუხისმგებლობა და ეპიკური გოლი გაიტანა. 93-ე წუთზე. ტურინში. რაღაცით კულიბალის ძველ ისტორიას ჰგავდა. და როგორც ის, ესეც ისტორიაში შევა.
ანა ტრიესტე, ილა მატინო
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 09:15დუეს არ ათამაშებენ და ახალ კონტრაქტს სთავაზობენ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 08:28პსჟ-ს ყოფილი დირექტორი პსჟ-ს წინააღმდეგ
სიახლეები18/09/2026 | 07:10პაპემ ჟორჟს პენალტი არ დაარტყმევინა
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
