პოპულარულმა იტალიურმა გაზეთმა „ლა გაძეტა დელო სპორტმა” თავი მოუყარა მილოცვების ნაწილს, რომლებიც „ნაპოლის” გაჩემპიონების შემდეგ სოციალურ სივრცეში გამოჩნდა. გაზეთი ხაზს უსვამს, რომ მათი უმრავლესობა გულწრფელია, თუმცა არის ერთი, სადაც ირონიის დანახვა შეიძლება. ის „იუვენტუსს” ეკუთვნის და დასაწყისში მოვიტანოთ: „ვითვალისწინებთ რა უამრავ კომპლიმენტს, რომელიც ბოლო წლებში მიგვიღია, არ შეგვიძლია არ მივულოცოთ „ნაპოლის” მესამე სკუდეტო”, — წერს...
ჭდე: სერია A
ხვიჩას სიხარულის ცრემლი გასახდელში
ეს შთამბეჭდავი კადრები „ნაპოლის” გასახდელიდან თავად კლუბმა გააზიარა. იტალიის სამგზის ჩემპიონი ზეიმობს. ემოცია ჯებირს ანგრევს. ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც, როგორც „ილ მატინო” წერს, ვიქტორ ოსიმენთან ერთად „პარტენოპეელები” ტრიუმფამდე მიიყვანა, სიხარულის ცრემლს ვერ იკავებს და მას თანაგუნდელი ალექს მერეტი აწყნარებს. სკუდეტო 33 წლის შემდეგ კვლავ „ნაპოლისაა”.
უდინეზე-ნაპოლის წინ
დღეს სერია A-ს ჩემპიონატის 33-ე ტურის ბოლო დღეა: „უდინეზე” „ნაპოლის” მასპინძლობს. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა ნეაპოლში 12 ნოემბერს გაიმართა და დასრულდა „აძურის” გამარჯვებით 3:2. ხვიჩა კვარაცხელია იმ მატჩში ზურგის ტრავმის გამო არ მონაწილეობდა. ოსიმენის, ჟელინსკის და ელმასის გოლებით „ნაპოლი” დაწინაურდა — 3:0, მაგრამ მეორე ტაიმის ბოლოსკენ ნესტოროვსკიმ და სამარჯიჩმა ორი საპასუხო გოლის გატანა...
რა ხდება იტალიაში თანაბარი ქულების შემთხვევაში
ყველა ამბობს, რომ „ნაპოლის” სკუდეტო ანუ იტალიის ჩემპიონი ტიტული გარანტირებული აქვს. ის მდევარ „ლაციოს” 18 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი. დავაზუსტოთ: რატომ არ არის „აძური” უკვე ჩემპიონი? იმიტომ, რომ თეორიულად ჯერ კიდევ შესაძლებელია, გუნდებმა ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვონ, ასეთ შემთხვევაში კი გადათამაშება დაინიშნება. ადრე, იტალიაში, იმ შემთხვევაში თუ პირველი და მეორე გუნდი ქულათა...
მარადონაზე ანშლაგია
„მარადონაზე” თითქმის ყველა ადგილი გაყიდულია. ძალიან ცოტა დარჩა — ყველაზე იღბლიანთათვის. მერე რა, რომ ხვალ, „უდინეზესა” და „ნაპოლის” შეხვედრა თუ საავტომობილო გზით ვიანგარიშებთ 841, ხოლო ჰაერით 586 კილომეტრის მოშორებით გაიმართება. ნეაპოლელები მაინც თავიანთ სტადიონზე იკრიბებიან, სადაც მათ გიგანტურ ტელეეკრანებს დაუმონტაჟებენ. ბილეთის ფასი სიმბოლურია — 5 ევრო. შეკრებილი თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება. „დიეგო მარადონა” 55 ათას გულშემატკივარს...
ნეაპოლელებო, მოგვერიდეთ! ეს თქვენი ქალაქი არ არის
იზრდება იმ იტალიური ქალაქების რაოდენობა, სადაც ადგილობრივ გულშემატკივარს არ სურს, რომ ნეაპოლელებმა სკუდეტოს მოგება მათ ტერიტორიაზე იზეიმონ. მეტწილად ეს ჩრდილოეთის ქალაქებია, თუმცა პირველად ამის შესახებ სალერნოელებმა განაცხადეს. მათ ოფიციალური განცხადებაც კი გამოაქვეყნეს. დაახლოებით ერთი კვირის წინ სალერნოელებს „იუვენტუსის” გულშემატკივრები შეუერთდნენ და შემდეგ დაემატნენ „ატალანტას”, „ტორინოს” და ბოლოს „უდინეზეს” ქომაგები. არადა, „აძური” ხვალ სწორედ უდინეში თამაშობს,...
თამაში დარჩა, დაბრუნება გადაიდო
ხუთშაბათს, უდინეში, „უდინეზე” „ნაპოლის” მასპინძლობს. ფრის შემთხვევაში „ნაპოლი” იტალიის ჩემპიონია. უდინეს პრეფექტურა და სხვა კომპეტენტური სამსახურები ბოლო დღეების განმავლობაში უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობდნენ. იყო მოსაზრება მატჩი ადრე, შუადღისას ჩაეტარებინათ, მაგრამ, საბოლოოდ ყველაფერი ისე დატოვეს, როგორც თავიდან იყო დაგეგმილი. თამაში საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. აქვე დაზუსტდა „ნაპოლის” უდინედან ნეაპოლში დაბრუნების გრაფიკიც. როგორც არ...
ზეიმი სალერნოში
ზეიმი სად მოეწყო და სალერნოში. კამპანიის ამ ქალაქში, „სტადიო არიკის” მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ათასმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი. ისინი საყვარელი გუნდის, „სალერნიტანას” მიერ ნეაპოლში ნათამაშებ ფრეს შეხაროდნენ. ამ შედეგის წყალობით „ბროწეულისფერებმა” ქულა შეიმატეს და გასავარდნთა ზონას ახლა უკვე 7 ქულით აღემატებიან. აღსანიშნავია, რომ სალერნოელებს 19 თებერვლის შემდეგ არ წაუგიათ — ცხრა შეხვედრიდან ორი მოიგეს, შვიდი კი...
ნეაპოლში კაცი დაჭრეს
ნეაპოლში ცუდი ამბავი მოხდა: „ნაპოლიმ” „სალერნიტანასთან” 1:1 ითამაშა, რის გამოც ქალაქი, რომელიც საჩემპიონო ზეიმისთვის ემზადებოდა პირში ჩალაგამოვლებული დარჩა. როგორც ჩანს, ემოციური ჩავარდნისთვის ყველა არ იყო მზად, რის შედეგადაც სტადიონის მიმდებარედ 38 წლის მამაკაცი დანით დაჭრეს. სავარაუდოდ, კონფლიქტის მიზეზი გზის გადაკვეთა გახლდათ. დაჭრილი ნელა მიდიოდა, მაშინ როდესაც აგრესორს სწრაფად უნდოდა გავლა. დაზარალებული საავადმყოფოში მიიყვანეს. ჭრილობა სიცოცხლისთვის...
რასპადორის ჩემი 500 ევრო მართებს
რადიო Kiss Kiss Napoli-მ ინტერვიუ ჩამოართვა „ნაპოლის” ჩრდილო მაკედონიელ ვარსკვლავ ელიფ ელმასს. საუბარი ბოლო ტურში, „იუვენტუსის” კარში გატანილი გოლით დაიწყო. გოლი ჯაკომო რასპადორიმ შეაგდო, კომბინაცია კი პიოტრ ჟელინსკიმ და ელმასმა წამოიწყეს — სამივე ფეხბურთელი შეხვედრაში გვიან, სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. „ჩვენ საქმეში დროულად ჩავერთეთ, მაგრამ ძალიან კარგად ითამაშეს მათაც, ვინ მოედანზე ჩვენამდე იყო. კარგია, რომ გოლი...









