ჭდე: სერია A

Home სერია A
როგორ შეაფასეს კვარა
ჩანაწერი

როგორ შეაფასეს კვარა

იტალიურ მედიაში ძალიან უყვართ ყოველი მატჩის შემდეგ ფეხბურთელებისთვის ნიშნების დაწერა და მათი თამაშის ორიოდ სიტყვით შეფასება. იგივე მოხდა „ლეჩესა” და „ნაპოლის” შეხვედრის შემდეგ, რომელიც ნეაპოლელებმა 2:1 მოიგეს. თავისი შეხედულება არაერთმა პორტალმა დააფიქსირა. ჩვენ შევეცადეთ ერთად შეგვეკრიბა ის აბზაცები, რომლებიც ხვიჩა კვარაცხელიას თამაშსა და მის შეფასებას ეხებოდა. calciomercato — 5.5  პირველ ტაიმში მისგან ნაპერწკალი ვერ ვნახეთ....

სპალეტი: ოსიმენს მოედანზე მანქანით უნდა თამაში
ჩანაწერი

სპალეტი: ოსიმენს მოედანზე მანქანით უნდა თამაში

„ლეჩესთან” 2:1 მოგების შემდეგ „ნაპოლის” მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი პრეს-კონფერენციაზე კარგი განწყობით შევიდა. მან იხუმრა, იმედიანად ილაპარაკა, მაგრამ სიტყვა სკუდეტო არ წამოსცდენია, რადგან ეტყობა ცრუმორწმუნეა. *** დღევანდელი მატჩი აუცილებლად უნდა მოგვეგო. ახლა, დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებას მივაღწევთ. დღეს მოპოვებული სამი ქულა უკვე მშვიდად მუშაობის საშუალებას მოგვცემს. „მილანთან” წაგების შემდეგ, ამ შეხვედრაში, თან სტუმრად, დიდი საშიშროების წინაშე...

მატჩის შემდეგ: მთავარია სამი ქულა და გუნდური სული
ჩანაწერი

მატჩის შემდეგ: მთავარია სამი ქულა და გუნდური სული

სერია A-ს 29-ე ტურის ემოციებით სავსე შეხვედრაში „ნაპოლიმ” „ლეჩესთან” 2:1 მოგება მოახერხა. „ვია დელ მარეზე” ანგარიში სტუმართა კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ გახსნა. მეორე ტაიმში ფედერიკო დი ფრანჩესკომ გაათანაბრა, მაგრამ მასპინძლებს ძლიერ არ გაუმართლათ, როდესაც ანტონინო გალომ თავის მეკარეს ვლადიმირო ფალკონეს თავური გაუტანა. „ნაპოლიმ” ცუდად ითამაშა. რამდენიმე დღეში, „სან სიროზე”, „მილანთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში „პარტენოპეელებს” სულ...

სპალეტი: „მილანს” მორიგი მარცხის ეშინოდა, ჩვენ კი…
ჩანაწერი

სპალეტი: „მილანს” მორიგი მარცხის ეშინოდა, ჩვენ კი…

„ლეჩესა” და „ნაპოლის” 29-ე ტურის შეხვედრის წინ, რომელიც დღეს „ვია დელ მარეზე” გაიმართება,  „ნაპოლის” თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ პრეს-კონფერენცია გამართა. „სრულყოფილი არავინ არის. როგორც ყველას, ჩვენც გვაქვს ნაკლი. წინა ტურში ნეაპოლში ჩამოსულ „მილანს” როგორც ჩანს მორიგი მარცხის ეშინოდა, ჩვენ კი ამ შეხვედრას ვუყურებდით, როგორც სათადარიგოს ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირების წინ. გადამწყვეტი სწორედ ეს გამოდგა — სხვადასხვა მოტივაცია....

სასტარტოში ელმასი იქნება?
ჩანაწერი

სასტარტოში ელმასი იქნება?

პარასკევს, 7 აპრილს, „ნაპოლი” სერია A-ს მორიგი ტურის შეხვედრას ლეჩეში ჩაატარებს და სასტარტო შემადგენლობაში შეიძლება ელიფ ელმასი ვიხილოთ. ეს ინფორმაცია ნეაპოლურმა გაზეთმა „ილ მატინომ” გაავრცელა. არცთუ იშვიათად, მოედანზე ელმასის შესვლა მოედნიდან ხვიჩა კვარაცხელიას გასვლას ნიშნავს, მაგრამ ამჯერად ლაპარაკია ჩრდილო მაკედონიელის ნახევარდაცვაში თამაშზე. გამოცემა ვარაუდობს, რომ ელმასი შემადგენლობაში ჟელინსკის ან ანგისას ნაცვლად იქნება. მიმდინარე ჩემპიონატში ჩრდილო...

კორიერე დელო სპორტი: სარიმ და პიოლიმ სპალეტის ერთი და იმავე ხერხით აჯობეს
ჩანაწერი

კორიერე დელო სპორტი: სარიმ და პიოლიმ სპალეტის ერთი და იმავე ხერხით აჯობეს

„მილანმა” „ნაპოლი” დაზაფრა — 4:0 და რაც მთავარია მის თამაშში ბზარი გამოაჩინა. მართალია, „აძური” სერია A-ს კვლავ შთამბეჭდავად ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც არის გასული, მაგრამ მისი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ბოლო ერთ თვეში „ლაციოს” თავკაც მაურიციო სარისთანაც დამარცხდა და „მილანის” თავკაც სტეფანო პიოლისთანაც. როგორც „კორიერე დელო სპორტის” მიმომხილველი ალესანდრო ბარბანო წერს, ორივემ მისი ერთი და...

ლეაო: კვარა შესანიშნავ სეზონს ატარებს
ჩანაწერი

ლეაო: კვარა შესანიშნავ სეზონს ატარებს

„მილანმა” „ნაპოლის” ნეაპოლში მოუგო 4:0. თანაგუნდელთაგან ორი გოლით თავი 23 წლის პორტუგალიელმა მარცხენა გარემარბმა რაფაელ ლეაომ გამოიჩინა. მე-17 წუთზე მან ანგარიში გახსნა, ხოლო 59-ზე თავისი მეორე, ხოლო გუნდის მესამე გოლი შეაგდო. „ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი მატჩი დიდი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია. მილანის გარედან უამრავი ხმა მოგვდიოდა, მაგრამ გამორჩეულად კარგად ვითამაშეთ. აი,...

როგორ ითამაშა ხვიჩამ?
ჩანაწერი

როგორ ითამაშა ხვიჩამ?

სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე ლიდერმა „ნაპოლიმ” „მილანთან” 0:4 წააგო. ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა თავიდან ბოლომდე ჩაატარა. გთავაზობთ მისი თამაშის რამდენიმე შეფასებას და კომენტარს. ილ მატინო — 5 ის დავიდე კალაბრიას ორიოდ ეპიზოდში დაუსხლტა, მაგრამ სივრცე ბოსნიელმა რადე კრუნიჩმა გადაუკეტა, რომელიც დროდადრო თანაგუნდელის დასაზღვევად უკან ჩადიოდა. კვარაცხელია ჰყავდათ ჩაკეტილი, მან...

სპალეტი: ამ დროს მალდინიმ ჩამიარა და…
ჩანაწერი

სპალეტი: ამ დროს მალდინიმ ჩამიარა და…

ლუჩანო სპალეტიმ „მილანს” გამარჯვება მიულოცა — ნეაპოლში „როსონერიმ” შესანიშნავი ფეხბურთით 4:0 მოუგო სერია A-ს ლიდერ „ნაპოლის”. „მილანელებმა დიდებულად ითამაშეს. ძლიერად დაიწყეს და ყველაფრიდან, რის საშუალებაც მივეცით, სარგებელი ნახეს. როდესაც ჩვენ სივრცეების ძიებაში მოედანზე გავიშალეთ, მათ მდგომარეობა სწორად გამოიყენეს. ჩვენ კი საკუთარ შესაძლებლობებზე დაბლა აღმოვჩნდით. მდგომარეობის გამოსწორების ჟინით შეპყრობილი ბიჭები მთელ რიგ ეპიზოდებში კიდევ უფრო მეტად...

დღევანდელი მატჩის შესახებ: ნაპოლი vs მილანი
ჩანაწერი

დღევანდელი მატჩის შესახებ: ნაპოლი vs მილანი

ნეაპოლურმა „ილ მატინომ” „ნაპოლისა” და „მილანის” დღევანდელი დაპირისპირების წინ საინტერესო ფაქტები და მწვრთნელების პრეს-კონფერენციათა ციტატები გამოიტანა მკითხველის წინაშე. ჩოლიტოს დროა  „მილანთან” ვიქტორ ოსიმენის გარეშე თამაში დეჟა ვიუს ელემენტს მოიცავს — ასეთი რამ მეტოქეების პირველი ტურის დაპირისპირების დროს უკვე მოხდა. მაშინ „ნაპოლიმ” ჯოვანი, იგივე ჩოლიტო სიმეონეს გადამწყვეტი გოლის წყალობით გაიმარჯვა (2:1). და აი, მოედანზე დღესაც არგენტინელი...