ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” „სან სიროზე” „მილანთან” 0:1 წააგო. გთავაზობთ იტალიური, მეტწილად ნეაპოლური საიტების ერთი ნაწილის შეფასებებს: calciomercato 6: კვარაცხელია ახალ პოზიციაზე თამაშობდა, ცენტრში, საიდანაც მეტოქეთათვის უფრო მოულოდნელობებით იყო სავსე. „ნაპოლი” ცდილობდა ჩაბღაუჭებოდა მას. ის დრიბლინგს მიმართავდა, სახიფათო მომენტებსაც ქმნიდა, მაგრამ მაინც მარტო იყო. კვარაცხელიამ მეორე ტაიმიც კარგად დაიწყო, მერე კი დაიღალა და თანდათანობით სიმწვავე დაკარგა....
ჭდე: სერია A
კვარა ალბათ ყველა ვარიანტში უფრო შუაში ითამაშებს
ხვალ „სან სიროზე” „მილანი” „ნაპოლის” ხვდება. „სქაი სპორტმა” ჩამოწერა გუნდების სავარაუდო შემადგენლობები. ტელეკომპანიის აზრით მასპინძლები ძირითადად იმავე შემადგენლობას ათამაშებენ, რომლითაც წინა ტურში „ფროზინონე” დაამარცხეს. მოსალოდნელია ერთადერთი ცვლილება: ნახევარდაცვაში ჰოლანდიელი ტიჯანი რეინდერსის ნაცვლად ფრანგი ისმაილ ბენასერის თამაში. „ნაპოლი” კი წესით ვალტერ მაცარის საყვარელ სამკაციან დაცვას უნდა დაუბრუნდეს, რომლის ცენტრშიც ლეო ოსტიგორი ამირ რაჰმანისა და ჟუან ჟესუსს...
იტალიაში გუნდების შემცირებაზე დაიწყეს ლაპარაკი
ფეხბურთი იცვლება. ნერგავენ ახალ ტექნოლოგიებს, იგონებენ ახალ წესებს. წითელ და ყვითელ ბარათებთან ერთად გაჩნდა ლურჯი ბარათების ამოქმედების ანუ ფეხბურთელების დროებით, ათი წუთით გაძევების იდეა. სერია A-ს წამყვანმა კლუბებმა კი ამასობაში გადაწყვიტეს თავიანთ სატკივარს მოუარონ და გადატვირთული კალენდრისგან იხსნან თავი. „ინტერმა”, „მილანმა” და „იუვენტუსმა” იტალიის საფეხბურთო საზოგადოებას ჩემპიონატში გუნდების რაოდენობის შემცირება შესთავაზეს. მათ უნდათ, რომ იტალიური...
სტეფანო პიოლი ნაპოლის ნამდვილად გამოადგებოდა
მოახლოვდა „მილანისა” და „ნაპოლის” შეხვედრა, რომელიც კვირას საქართველოს დროით 23 საათსა და 45 წუთზე გაიმართება. იტალიელმა ჟურნალისტმა ფრანკო ორდინემ Radio Punto Nuovo-სთან საუბარში ეს თემა განავრცო: „შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს. „სან სიროზე” გამარჯვების შემთხვევაში „ნაპოლი” მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში მთელი სიმძლავრით დაბრუნდება. „შავ-წითლებთან” მატჩი ვალტერ მაცარისთვის ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად უკანასკნელი არა, მაგრამ ერთ-ერთი ბოლო ტრამპლინია. კონკურენტი...
ინკოგნიტო მსაჯი: მსაჯები ნაპოლის წინააღმდეგ ცდებიან
იტალიის სატელევიზიო პროგრამა le lene-მ ჰუდწამოფარებული ინკოგნიტო მსაჯის მორიგი ეპიზოდი გამოამზეურა. მოქმედმა არბიტრმა, რომელიც თავის ვინაობას მალავს და კოლეგებს ამხელს, მიმდინარე სეზონში მსაჯების მიერ დაშვებული ახალი შეცდომების შესახებ ილაპარაკა. პარალელურად ჟურნალისტმა ფილიპო რომამ ინტერვიუ ჩამოართვა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გაბრიელე გრავინას, რომელმაც თავის მხრივ ინკოგნიტო მსაჯს სიმხნევისკენ და ღიად საუბრისკენ მოუწოდა. „მხილება მამაცური, დასაფასებელი საქციელია,...
ნაპოლი ძლიერია, მაგრამ ამნეზია სჭირს
ფრთხილად, ეს კვარაცხელიას დღეა! ქართველმა „ნაპოლისა” და „ვერონას” მატჩის ბედი გადაწყვიტა და ნეაპოლელ გულშემატკივარს მორიგი ვნების კვირა აარიდა. კვარამ 88-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან შეაგდო. ეს იყო „აძურის” დამსახურებული, მაგრამ ძნელი გამარჯვება, რადგან 72-ე წუთზე კოპოლას გოლით წინ ვერონელები გავიდნენ. ახლა სეზონის ბოლომდე ჩხიკინი აღარ არის საჭირო, წარსული ქექვა მაზოხიზმია, უსარგებლო საქმიანობაა. „ნაპოლის” პოზიციების დასაბრუნებლად და...
რა უნდა ქნას კვარამ კვლავ გამარჯვების მომტანი ფიგურა რომ გახდეს?
ნიკოლა ძანინიმ, რომელსაც კარიერაში ბევრ გუნდში, მათ რიცხვში „ნაპოლიშიც” უთამაშია, ინტერვიუ მისცა 1 Station Radio-ს, რომელშიც „პარტენოპეელთა” შესახებ ილაპარაკა. პირველი კითხვა, რომელიც მას დაუსვეს დიეგო დემეს შესახებ იყო. ვალტერ მაცარიმ გერმანელი ბოლო შეხვედრაში „ლაციოს” წინააღმდეგ ათამაშა, მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე აქო და ადიდა, შემდეგ კი ჩემპიონატის მეორე ნახევრის ოცდახუთკაციან განაცხადშიც არ შეიყვანა. „მწამს, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კლუბში...
იტალიაში ისევ გამოჩნდა ანონიმური მსაჯი
იტალიის ტელევიზიით პროგრამა Le Iene-ს მორიგი გადაცემა გავიდა, სადაც ჟურნალისტმა ფილიპო რომამ კვლავ მიიწვია ანონიმური მსაჯი. მოქმედმა არბიტრმა, რომელიც კვლავ შეცვლილი ხმითა და დაფარული სახით წარსდგა მაყურებლის წინაშე თავის ადრინდელ ნათქვამს ახალი დეტალები დაამატა. საუბარი შეეხო მსაჯების თამაშებზე გამნაწილებლის ჯანლუკა როკის მიერ პირველი გადაცემის შემდეგ დღეს მოწვეულ თათბირს და იტალიის სუპერთასის ფინალის მეორე ტაიმში ანტონიო...
მაცარი: მე მათ თვალებში ვუყურებ!
„ნაპოლიმ” ხვიჩა კვარაცხელიას, ვიქტორი ოსიმენის, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას და სხვა წამყვანი ფეხბურთელების გარეშე რომში „ლაციოსთან” 0:0 ითამაშა. მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა: ხართ თუ არა კმაყოფილი? კმაყოფილი ვარ, რადგან დღეს ნამდვილი გუნდი ვნახე. „ნაპოლი” იყო დაბალანსებული და ბურთს ფლობდა. როდესაც ბურთის ფლობით მაურიციო სარის გუნდს სჯობიხარ, ეს დიდი შედეგია. ჩვენ სათამაშო...
საზონოვმა სარდინიელებს გული გაუტეხა
საზონოვი — 7 ქულა. მსაჯის წამატებულ წუთებში მან ორჯერ იხსნა კარი აშკარა გოლისგან და „ტორინოს” ანგარიში შეუნარჩეუნა. ასეთი გახლდათ მაგალითად calciomercato-ს შეფასება „კალიარისა” და „ტორინოს” შეხვედრის შემდეგ, რომელშიც საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა 78-ე წუთიდან მიიღო მონაწილეობა. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ლუიჯი რივა კალიარიდან იყო და ამ დღეს მთელი სარდინია მას ეთხოვებოდა, მაგრამ კლაუდიო რანიერის შეგირდებმა სასურველი...









