იტალიაში სამსაჯო სკანდალია. სატელევიზიო პროგრამაში Le Iene გამოიყვანეს მოქმედი მსაჯი, რომელსაც სახე დაუფარეს და ხმა შეუცვალეს. ინკოგნიტომ ილაპარაკა იმ ჩარევებსა და გავლენებზე, რომელსაც ქვეყნის სამსაჯო კორპუსი განიცდის. მან ისაუბრა კოლეგათა შეცდომებზე, რომელთაც VAR-ის ოთახში შეკრებილი არბიტრები ხშირად არ ასწორებენ. მან ისიც ახსენა, რომ არცთუ იშვიათად ეთერში საგანგებოდ უშვებენ სადავო ეპიზოდის ისეთ რაკურსს, რომელიც ტელემაყურებელს VAR-ის...
ჭდე: სერია A
ნაპოლი ლაციოსთან სათამაშოდ ფეხბურთელებს აგროვებს
„ნაპოლი” „ლაციოსთან” სერია A-ს ოცდამეორე ტურის მატჩისთვის ემზადება. იტალიის ჩემპიონს შემადგენლობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. ქართველი გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელია. დისკვალიფიცირებულია ჯოვანი სიმეონეც. „სტადიო ოლიმპიკოზე” ვერ ითამაშებენ დაშავებული იენს კაიუსტე და აფრიკის ერთა თასზე გამგზავრებულები ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა და ვიქტორ ოსიმენი. ამას ემატებიან მატიას ოლივერა და ნატანი, რომლებიც უკვე...
ნეაპოლური მედია დაიბნა: კვარამ ძალიან კარგად ითამაშა?
როდესაც „ნაპოლისა” და „სალერნიტანას” მატჩის (2:1) შემდეგ ნეაპოლური საიტების შეფასებებს გადავხედეთ, თვალში გვეცა, რომ ზოგი მათგანი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს მოკრძალებით აფასებდა, ზოგი კი აღტაცებული დარჩენილიყო. ქვემოთ რამდენიმე ციტატას გთავაზობთ: calciomercato – 6: გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ცდილობდა გუნდის თამაშს გაძღოლოდა. მუდამ იმ ზონებში შერბოდა სადაც ბურთი იყო. ხშირად საამისოდ მოედნის გადარბენაც უწევდა. ერთ ეპიზოდში გიჟური...
სკუდეტოს მოპოვება დასაწყისი კი არა, დასასრული აღმოჩნდა
ოდესღაც „ნაპოლი” სასწაული გუნდი იყო — ჰარმონიული, ერთსულოვანი, ჯადოსნური. ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ამ ყველაფერს ქმნიდა, თან სიამოვნებას იღებდა როგორც შინ, ასევე სტუმრად. მას ტაშს უკრავდნენ და მოწინააღმდეგეთა ფანებიც კი აღიარებდნენ. რატომ? იმიტომ, რომ როდესაც პროექტი მშვენიერი, საიმედო და ამაღელვებელია, ის ყველაზე მოქმედებს. ოღონდ ეს ოდესღაც იყო. თუმცა… ეს ოდესღაც ექვსი თვის წინ გახლდათ. დღეს კი...
ჯუზეპე ბერგომი: ეს ხომ გუნდი არ არის
„სქაი სპორტის” სტუდიაში „ტორინოსგან” 3:0 განადგურებულ „ნაპოლიზე” იმსჯელეს. „სქაი კალჩო კლუბის” წამყვანის ფაბიო კარესოს მიერ მიწვეულმა სტუმრებმა „აძურის” შესახებ თავიანთი აზრი გამოთქვეს. წარსულში ცნობილმა მცველმა ჯუზეპე ბერგომიმ თქვა: „მიმდინარე სეზონში „ნაპოლი” უბრალოდ გუნდი აღარ არის. გადახედეთ მათ შენაძენებს, ან ვისთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. რატომღაც ეგონათ, რომ კიმის შეცვლა ადვილი იქნებოდა, არადა ლოსანოს შეცვლაც კი შეუძლებელი აღმოჩნდა....
ხუთი ნეაპოლელი საფრთხის წინაშეა
დღეს „ნაპოლი” ტურინში „ტორინოსთან” თამაშობს. სტატისტიკის თანახმად „აძური” იმ გუნდებს შორის არის, რომლებიც ხშირად არ ჯარიმდებიან, მაგრამ მისი ხუთი ფეხბურთელი მაინც რისკის წინაშე დგას — ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში შემდეგ შეხვედრას გამოტოვებს. აქვე აღვნიშნოთ, რომ იტალიის ჩემპიონს შემდეგი თამაში შინ აქვს, 13 იანვარს „სალერნიტანას” მასპინძლობს. ზემოთ ხსენებული ხუთი ფეხბურთელი გახლავთ: იენს კაიუსტე, ჯოვანი დი ლორენცო,...
იანვრის თვეა შენი
დადგა 2024. 5 იანვარს სერია A ჩემპიონატს განაახლებს. „ბოლონიისა” და „ჯენოას” მატჩით დაიწყება მე-19 ტური. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” 7 იანვარს საქართველოს დროით 18 საათზე სტუმრად ხვდება „ტორინოს”. როგორ თამაშობენ სერია A-ს გუნდები იანვარში? ამ საკითხით რამდენიმე იტალიური მედია-საშუალება დაინტერესდა. „კორიერე დელო სპორტმა” დათვალა ბოლო ხუთი წლის შედეგები და შედეგად მიიღო, რომ წლის პირველ თვეში ყველაზე...
მსაჯებს შეცდომები რომ არ დაეშვათ
napolipiu წერს, რომ მსაჯები „ნაპოლის” საწინააღმდეგო შეცდომებს ფაქტობრივად ყოველ შეხვედრაში უშვებენ, იტალიური მედია კი ჩუმადაა. თუმცა, ბოლო ტურის შემდეგ, რომელშიც ვალტერ მაცარის გუნდმა შინ „მონცა” ვერ დაამარცხა (0:0) Repubblica-ს ჟურნალისტმა მარკო აციმ აზრის გამოხატვისგან თავი ვერ შეიკავა. „კვარაცხელიას წინააღმდეგ უხეშობამ და მუდმივმა პროვოკაციებმა უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო. ამას აძლიერებს მსაჯების ჩუმი ნებართვა და მეტოქე გუნდების...
საუკეთესო, რომელმაც საუკეთესო მომენტი ვერ გამოიყენა
„მარადონაზე” „ნაპოლისა” და „მონცას” შეხვედრა 0:0 დასრულდა. გაგაცნობთ შეფასებებს, რომლებიც ნეაპოლურმა საიტებმა მასპინძელთა ქართველ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას დაუწერეს. calciomercato 5,5 – მუდამ მოვლენათა ცენტრში იყო, ბევრს გადაადგილდებოდა და „მონცას” დაცვა მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა, მაგრამ ისეთი ხელსაყრელი მომენტი გაუშვა ხელიდან, რომ ეს შეცდომა გუნდს ლოდად დააწვა. areanapoli 6 – ბევრს მოძრაობდა, გუნდი მის თამაშზე იყო აწყობილი, გოლის გატანამდე...
მაცარი: ასე თუ გაგრძელდა ცხადია ქულებს დავკარგავთ
„თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მოედანზე წარმოუდგენელ ამბებს ვხედავ. დღეს წესის დარღვევა ჩვეულებრივი ამბავი გახდა და ხუთი თამაშის შემდეგ ვიგრძენი, რომ დავიღალე, — თქვა „მონცასთან” შინ 0:0 დასრულებული თამაშის შემდეგ, Dazn-ის მიკროფონების წინ „ნაპოლის” მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ და განაგრძო: „ამ შეხვედრაში ექვსი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ ბურთი კარში ვერ შევაგდეთ. ძველ ამბებს შევეშვათ. დღევანდელ შეხვედრას თუ გადავხედავთ,...









