სერია A-ს მე-17 ტურში „რომამ” „ნაპოლის” შინ 2:0 მოუგო. ეს იყო შეხვედრა, რომელიც გულშემატკივარს ცამეტი ყვითელი და ერთი პირდაპირი წითელი ბარათით დაამახსოვრდება, რომელიც მატეო პოლიტანომ მიიღო. ხსენებული ცამეტი გაფრთხილებიდან ორი ნეაპოლელთა ნიგერიელ ვარსკვლავს ვიქტორ ოსიმენს ერგო და შესაბამისად მანაც დატოვა მოედანი. თითო ყვითელი მეტოქეთა მწვრთნელებმა, ჟოზე მოურინიუმ და ვალტერ მაცარიმაც მიიღეს. გაფრთხილებების გარდა შეხვედრა იმითაც...
ჭდე: სერია A
შეფასებები: ჩვეულებრივი ფეხბურთელი, რომელსაც ვარსკვლავივით ცელავდნენ
„სტადიო ოლიმპიკოზე” „რომასთან” 0:2 წაგების შემდეგ areanapoli-მ „ნაპოლის” ფეხბურთელებს ტრადიციულად შეფასებები დაუწერა. ამ პორტალის აზრით ხვიჩა კვარაცხელიამ 5,5 დაიმსახურა. „მას ფეხებში ბევრი ურტყეს. მან კრისტენსენსა და კრისტანტეს ყვითელი ბარათები მიაღებინა. მოურინიუ მის პროვოცირებას ცდილობდა, მაგრამ ის არ აჰყვა. კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა, მაგრამ ეს მთავარი დარტყმა იყო, თუმცა, ის შარშანდელი მარსიდან ჩამოსული ფეხბურთელის ერთი ჩვეულიბრივი...
კვარას 30 გოლი
„ბრაგასთან” გამარჯვებას „ნაპოლიმ” „კალიარისთან” მოგება მიაყოლა — 2:1. ნეაპოლელთაგან პირველი გოლი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა, მეორე კი ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც საგოლე პასი იმავე ოსიმენმა მიაწოდა. ამ ეპიზოდში ნიგერიელმა საოცრად ითამაშა, თუმცა ამჯერად თქვენი ყურადღება OptaPaolo-ს დაკვირვებაზე უნდა შევაჩეროთ. სტატისტიკოსთა ცნობილმა პორტალმა დაწერა, რომ ხვიჩამ სერია A-ს 49 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი ჩააწოდა...
მინუს ელმასი
„ნაპოლის” თავკაც ვალტერ მაცარის თავის ტკივილის მიზეზი არ ელევა. „კალიარისთან” შეხვედრის წინ ჩრდილო მაკედონიელი ელიფ ელმასი დაშავდა, პორტუგალიელი მარიო რუი და ურუგვაელი მატიას ოლივერა კი ჯერ არ გამოჯანმრთელებულან. კლუბის განცხადებაში წერია, რომ გუნდი გუშინ დილით კონამის საწვრთნელ ცენტრში „კალიარისთან” მე-15 ტურის შეხვედრისთვის ემზადებოდა. ვარჯიში მიმდინარეობდა მეორე მოედანზე. ფეხბურთელები ჯერ გახურდნენ, შემდეგ შესრულდა ტექნიკური სავარჯიშოები, ითამაშეს...
შინ ნაპოლი აუტსაიდერია
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში „ნაპოლიმ” პორტუგალიურ „ბრაგას” 2:0 მოუგო და მერვედფინალში გავიდა. ახლა „პარტენოპეელები” სერია A-ზე უნდა გადაერთონ და მდგომარეობა გამოასწორონ, უპირველეს ყოვლისა „მარადონაზე”. საშინაო შეხვედრებში რუდი გარსიას ხომ უხეირო შედეგები ჰქონდა და მოგებებით ჯერჯერობით ვერც მისი შემცვლელი ვალტერ მაცარი დაიკვეხნის. იტალიის ჩემპიონატის ცხრილში, სადაც მხოლოდ საშინაო შეხვედრებია გათვალისწინებული, „ნაპოლი” მე-16 ადგილზეა. ასეთი...
გაასაჯაროვეს VAR-ის ლაპარაკი მსაჯთან
არა და არ წყდება დავა „ნაპოლისა” და „ინტერის” შეხვედრაში მსაჯის დავიდე მასას გადაწყვეტილებების გამო. ხსენებული შეხვედრა „ინტერმა” მოიგო 3:0, ხოლო ტელეკომპანია Dazn-მა მოიპოვა და გაასაჯაროვა მსაჯისა და VAR-ის ოთახის საუბარი. საუბარია ორ ეპიზოდზე. ჯარიმა არ იყო. პირველი ტაიმის მიწურულს ჰაქან ჩალჰანოღლუმ ანგარიში გახსნა, მაგრამ კომბინაცია მოედნის ცენტრში ლაუტარო მარტინესისა და სტანისლავ ლობოტკას ორთაბრძოლით დაიწყო. Dazn-ის...
ყველაზე ცუდი ჩემპიონი 15 ტურის შემდეგ
ტურინში „იუვენტუსთან” 0:1 დამარცხება „ნაპოლის” მძიმე ლოდად დააწვა, რადგან ჩემპიონს სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გაუუარესდა. ის ლიდერ „ინტერს” 14 ქულით ჩამორჩება. სტატისტიკოსები ამბობენ, რომ მას მერე, რაც იტალიის ჩემპიონატში გამარჯვებაზე 3 ქულის დარიცხვა დაიწყეს, ასეთი ცუდი შედეგი ჩემპიონს მომდევნო სეზონის 15 ტურის შემდეგ არ ჰქონია. ლაპარაკია მოქმედი ჩემპიონის ჩამორჩენაზე ახალი პირველობის ლიდერთან. ქვემოთ გთავაზობთ 1994 წლიდან...
კიდევ კარგი ზამბო ანგისა გაერკვა
იტალიური მედია განსაკუთრებულ ყურადღებას „იუვენტუსისა” და „ნაპოლის” შეხვედრაში (1:0) ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ვერ-გამოყენებულ ხელსაყრელ მომენტზე ამახვილებს, როდესაც ქართველი გარემარბი ვიქტორ ოსიმენის პასით მეკარე ვოიცეხ შჩესნისთან პირისპირ შევიდა და ვერ გაიტანა. ამ შეცდომის გამო ბევრმა საიტმა კვარაცხელია „აძურის” ფეხბურთელთა შორის ყველაზე დაბალი ნიშნით შეაფასა: ათბალიანი სისტემით ზოგმა 5, ზოგმა კი 4,5 დაუწერა. ისინი, ვინც გუშინ „პარტენოპეელთა”...
მსაჯის ორი… ან ერთი შეცდომა
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” შინ „ინტერთან” 0:3 წააგო და სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონში საჩემპიონო რბოლას ჩამოშორდა. „პარტენოპეელები” ლიდერს ახლა 11 ქულით ჩამორჩებიან. მატჩის დამთავრების შემდეგ „აძურის” სპორტულმა დირექტორმა მაურო მელუსომ ტელეკომპანია Dazn-ს მისცა ინტერვიუ, სადაც მსაჯის შეცდომებზე გაამახვილა ყურადღება. „ვალტერ მაცარიმ ამჯობინა არ ეთქვა ისეთი რამ, რასაც შეიძლებოდა პრობლემები გამოეწვია, მაგრამ ჩვენ ასეთ დამცირებას არ ვიმსახურებდით. მსაჯ...
რუდი გარსიას არეული გადაწყვეტილებების დრამატული შედეგი
„თუ გნებავთ მარადონას წყევლა დაარქვით, მაგრამ მოდი წმინდანებს თავი დავანებოთ. იმას რაც რეალურად მოხდა მორიგი, მეოთხე საშინაო მარცხი ჰქვია”, — დაწერა „ნაპოლისა” და „ემპოლის” შეხვედრის დამთავრებისთანავე „გაძეტა დელო სპორტმა” და დასძინა: „ასეთია რუდი გარსიას არეულ-დარეული გადაწყვეტილებების შედეგი”. პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა შესვენებისას ჩააკითხა გუნდს გასახდელში. ვერ უშველა. ახლა ის გადაწყვეტს დატოვებს ფრანგ მწვრთნელს თანამდებობაზე თუ...









