გასულ კვირაში რუსული „ბეთსიტის“ კლიენტმა ქართველი ნახევარმცველის წყალობით მილიონი წააგო. მისი ფსონი 1 000 500 რუბლი იყო, ექსპრეს ბილეთში კი 5 მატჩი იყო შეტანილი: 1. რუსეთი-კვიპროსი 1 (1,14). 2. მალტა-ხორვატია X2 (1,12). 3. ირლანდია-პორტუგალია X2 (1,15). 4. საბერძნეთი-ესპანეთი X2 (1,16). 5. საქართველო-შვედეთი X2 (1,16). თუ გახსოვთ, პირველი ოთხი შეხვედრა სწორედ ისე დასრულდა, როგორც მოთამაშემ ივარაუდა,...
ჭდე: საქართველო
თუ ვერ აკეთებთ, გააფუჭეთ!
დღეს, საქართველოს ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დასკვნით მატჩს შვედეთის ეროვნულ გუნდთან ბათუმში ითამაშებს. ჩვენებისთვის ამ მატჩს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მონდიალზე გასვლის შანსი კარგა ხნის წინ დავკარგეთ. დაკარგულია მესამე ადგილიც, რომელიც საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ შესარჩევი ეტაპის წინ დაუგეგმა. მისია შეუსრულებელია, თუმც ჩვენს გუნდს მხოლოდ კარის...
მთავარია ბალანსი …
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საბერძნეთთან ხვალინდელი მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ჩვენების მწვრთნელის თქმით, საბერძნეთი საფეხბურთო ქვეყნაა, მაგრამ შეეცდება გუნდი იმაზე უკეთ ათამაშოს, ვიდრე სტუმრად (1:1) გამართული მატჩის დროს მოახერხა. „საბერძნეთი ევროპის ჩემპიონია, დიდი საფეხბურთო ქვეყანა. რამდენიმე ფეხბურთელი ძლიერ გუნდში და საფეხბურთო ლიგაში თამაშობს. თუმცა, მარტში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მათთან თამაში შეგვიძლია. შევეცდებით ხვალ უკეთესი...
ყოველი მესამე გუშემატკივარი
საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ოქტომბერს საქართველო-საბერძნეთის მატჩზე მაყურებლების 33%-ს დაუშვებენ. ამასთანავე, სტადიონზე შესასვლელად ბილეთის ქონა საკმარისი არ იქნება. მაყურებლებმა უნდა წარმოადგინონ: ⚽ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; ⚽ ან 72-საათიანი ვადის მქონე PCR ტესტი; ⚽ ან 24-საათიანი ვადის მქონე ანტიგენტესტის უარყოფითი პასუხი; ⚽ ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. არადა, იხსნება კონცერტებსა...
საქართველომ მსოფლიოსთვის მეტოქეები გაარკვია
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ფიბას ოფისში გაიმართა. ევროპის ზონის 32 გუნდი 8 კალათაში განაწილდა. საქართველო საკალათბურთო ნაკრები G ჯგუფში ესპანეთთან, უკრაინასთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად მოხვდა. ფორმატის თანახმად, ჯგუფებში თამაშები გაიმართება ორ წრედ (შინ და სტუმრად), რის შემდეგაც, თითოეულიდან 3 საუკეთესო მეორე ეტაპზე გავა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე G ჯგუფის სამეული H ჯგუფის...
უთავობა! რატომ ვერ ვაბამთ საქმეს თავს?
2 სექტემბერს კოსოვოსთან მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდებაო – დაადგინა მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ. ჩვენ არც იმუნოლოგები ვართ, არც ვირუსოლოგები, არც ინფექციონისტები და რეანიმატოლოგები – ამდენად, როდესაც ამ დარგების სანდო სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ ვერაგ ვირუსთან ბრძოლა ვაქცინაციას, პირბადის ტარებას და სოციალური დისტანციის დაცვას მოითხოვს, ვალდებულები ვართ დავიჯეროთ და პანდემიასთან ბრძოლაში ამ „აღჭურვილობით“ შეიარაღებულები ჩავებათ. მაგრამ ვერავინ ჩამოგვართმევს კრიტიკული...
ბათუმში ხალხს ნაკრები დაუმალეს
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ქართველი გულშემატკივრებისთვის არცთუ სასიამოვნო გადაწყვეტილება მიიღეს. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო 2 სექტემბერს, ბათუმში, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებებს შორის, უმაყურებელოდ გაიმართება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ეროვნული გუნდი ცარიელი ტრიბუნების წინ ითამაშებს. პირველი სანაკრებო ბათუმის ახალ სტადიონზე და გულშემატკივართ მცირე იმედი ჰქონდათ, მაგრამ თამაშის ნახვა მხოლოდ...
საქართველო ამერიკასთანაც დამარცხდა
თბილისში მიმდინარე წყალბურთელა მსოფლიო ლიგის სუპერ ფინალში საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. დეიან სტანოიევიჩის გუნდი ამჯერად ამერიკასთან დამარცხდა – 9:13. გადამწყვეტი გამოდგა დასაწყისი, რომელიც ჩვენებმა პირწმინდად დათმეს: პირველი მეოთხედი 1:3, ხოლო მეორე 2:5 წააგეს, რის შემდეგ სოლიდურად ჩამორჩნენ. დიდი შესვენების შემდეგ საქართველომ კი მოიგო, მაგრამ დეფიციტი სოლიდური იყო და მისი აღმოფხვრა ამერიკელებთან, თითქმის შეუძლებელი....
მონტენეგროსგან იაპონია არ გამოვიდა
თბილისში დაიწყო მსოფლიო ლიგის სუპერფინალი წყალბურთში, სადაც რვა გუნდია თავმოყრილი. აქედან ექვსი ტოკიოს ოლიმპური თამაშების მონაწილე იქნება. მხოლოდ საფრანგეთი და საქართველო არიან მის მიღმა დარჩენილი. პირველ ტურში საქართველო იაპონიას შეხვდა და 13:12 მოუგო. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ძალიან დრამატული მატჩი იყო. მონტენეგრო კი, 10:6 მოუგო აშშ-ის ნაკრებს. მეორე ტურში ჩვენები სწორედ მონტენეგროელებს შეხვდნენ. ყველაფერი პირველ მეოთხედში...
პასები, პასები, პასები…
ორშაბათს ევრო 2020-ში ესპანეთისა და შვედეთის ეროვნული გუნდებიც ჩაებნენ. მოგეხსენებათ, მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესენი საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან. ამჯერად მატჩი უგოლოდ დასრულდა. მაგრამ ესპანელებმა სამი რეკორდი მაინც დაამყარეს. ერთი – შეხვედრის დამთავრებისას, „ფურია როხას“ ბურთის ფლობის 85 – პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა. ეს ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც სტატისტიკურმა ორგანიზაცია Opta-მ თვლა...








