თამაშის მერე, სანამ ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციაზე მოვიდოდა, პენალტის ეპიზოდზე დიდი გარჩევა იყო… ცხადი გახლდათ, რომ ვაისიც შედეგის ახსნას, ამ პენალტით დაიწყებდა და ისე ყველაფერი აგიხდეთ… 1:5-ზე თავი როგორ უნდა იმართლო, მაგრამ ის პენალტი მსაჯის სინდისზე იყოსო – ასეთი იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ნათქვამის აზრი. პენალტი, რომელსაც დანიელთა მეორე გოლი მოჰყვა, გამარჯვებულთა მწვრთნელმაც ახსენა, ოღონდ, რა...
