უკრაინის ნაკრების ფორმის გამო ატეხილი ხმაური გეხსომებათ, სულ რამდენიმე დღის ამბავია. ევროპის ჩემპიონატზე მიმავალმა უკრაინამ სათამაშო ფორმას ქვეყნის რუკა დაახატა – უფრო სწორად, ქვეყნის კონტური, მოხაზულობა და ცხადია, ამ კონტურს შიგნით ყირიმიც მოაქცია და აღმოსავლეთის თვითმარქვია ვითომ რესპუბლიკებიც. კაცმა რომ თქვას, ეს რუკაც სწორედ იმიტომ დაიხატეს გულზე, რომ მიწები აქვთ წართმეული და ამას აღნიშნავენ. აქ...
ჭდე: საქართველო
სანიოლმა საქართველო დაინახა
ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა მეხუთე მატჩი გამართა. ყველაზე ცუდი. ჩვენები ამხანაგურ მატჩში ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხდნენ. არადა, დასაწყისში ანგარიშის გახსნა ჩვენებს შეეძლოთ – მეტოქის მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა საბა ლობჟანიძემ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. ვერც იმას ვიტყვით, რომ გოლის გატანის შემთხვევაში თამაშის სცენარი შეიცვლებოდა და ჩვენები რამე სასურველ შედეგს მიიღებდნენ. ნიდერლანდებთან საქართველოს ნაკრები ერთ დიდ ლანდად...
საქართველომ მერვე ცდაზე იმარჯვა
საქართველოს ნაკრებმა ნავსი გატეხა და რუმინეთის ნაკრები მერვე შეხვედრაში დაამარცხა. პლუს, ეს იყო ვილი სანიოლის პირველი გამარჯვება საქართველოს ნაკრებში დანიშვნის შემდეგ. ჩვენებმა 2:1 მოიგეს. ვერ ვიტყვით რომ იდეალური მატჩი ჩაატარეს. ვერც იმას ვიტყვით, რომ სანიოლმა იდეალური შემადგენლობა დააყენა. მეტიც, თუ ფრანგმა სპეციალისტმა ის ნახევარდაცვა, რაც რუმინეთთან ათამაშა, არავისთან უნდა გაიმეოროს… ბევრი შეცდომა იყო დაცვაში და...
ლიეტუვას საქართველო არ დახვდა
საქართველოს რაგბის კავშირის ირგვლივ სკანდალები არ წყდება. თუმცა, ამჯერად უფრო მასშტაბურ შარში გაეხვა. როგორც ირკვევა, ლიეტუვის შვიდკაცა ნაკრები საქართველოში ამხანაგური შეხვედრებისთვის იმყოფებოდა და ჩვენს ეროვნულ გუნდთან უნდა ეთამაშა. მატჩები არ შედგა. თავად ლიეტუველთა თქმით, ქართულმა მხარემ ნაკრებში კოვიდ-ინფიცირებული მორაგბეები მოიმიზეზა, აეროპორტში კი არავინ დახვდათ. საბოლოოდ, ლიეტუველები სამ ქართულ კლუბს შეხვდნენ. ლიეტუვის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირმანტას...
ბაზარევიჩისთვის საქართველომ ყველაფერი თქვა
საქართველო 2022 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს და თბილისს ესპანეთი, რუსეთი, თურქეთი, ბელგია და ბულგარეთი ესტუმრებიან. წილისწყრა რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სერგეი ბაზარევიჩმა შეაფასა და ჯგუფში ესპანეთი, საქართველო და თურქეთი გამოყო. „ტურნირის დაწყებამდე დიდი დროა, ამიტომ კონკრეტული საუბარი ნაადრევია. თუმცა, იმის თქმა შემიძლია, რომ ევროპულ კალათბურთში სუსტი ნაკრებები აღარ არსებობენ. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული,...
საქართველო: რუსეთს თურქეთი მოჰყვება
2022 წელს თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მეორე მეტოქეც ცნობილია – თურქეთი. მანამდე გადაწყვეტილი იყო, რომ რუსეთი საქართველოში ჩამოვიდოდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ მეორე კალათიდან იტალია და ჩეხეთი ასევე თანამასპინძლები არიან და მათი ჩვენთან ჩამოსვლა ავტომატურად გამორიცხული იყო. ლიეტუვას კი შესთავაზეს თბილისში თამაში, მაგრამ ბალტიისპირელებმა გერმანელული ვარიანტი ამჯობინეს. საქართველომ კი, ლიეტუვას მერე თბილისში...
ვლადიმირ ვაისმა დისციპლინა დაგვიწუნა
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, სლოვაკურ მედიასთან ისაუბრა და საქართველოში ყოფნის პერიოდი გაიხსენა. „ფინალამდე ძლიერი ემოციები იყო, სტადიონისკენ მიმავალ გზაზე სამჯერ ვიტირე. ნაკრების ავტობუსს 50.000-მდე ადამიანი აცილებდა. ეს წაგება ამის გამოც უფრო საწყენი იყო. ვფიქრობ, ქართველები კიდევ უფრო განვითარდებიან და უფრო თავდაუზოგავად ითამაშებენ. მათ ეს თვისება აქვთ, მაგრამ დისციპლინა აკლდათ. ფაქტია, 2016 წელს ესპანეთს...
პირველი ბერძნული, პირველი ფრანგული
დღეს, 22.45 საათზე საათზე, სალონიკის „ტუმბაზე“ საბერძნეთი – საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი დაიწყება. შეხვედრას გამოცდილი პოლონელი სიმონ მარსინიაკი იმსაჯებს. ჩვენები სალონიკში გუშინ ნაშუადღევს ჩაფრინდნენ და საღამოს ივარჯიშეს. იქამდე კი პრესონფერენცია გამართა საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა, რომელსაც თან ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ახლდა. ჩემი ხელმძღვანელობის საქართველოს ნაკრებმა ორივე თამაში კარგად ჩაატარა. კმაყოფილი ვარ, თუმც მხოლოდ...
ვილი
მხიარული და უშუალო კაცი ჩანს ვილი სანიოლი. მისი წინამორბედი ვლადიმირ ვაისი მაინცდამაინც დელიკატურიც არ იყო და ხანდახან აღრენილი საუბრობდა, ხანდახან – ხისტადაც. სანიოლი იღიმის, ყოველ შემთხვევაში – ჯერ. სახალისო ამბავი მოხდა ესპანეთთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე… ერთერთმა ესპანელმა ჟურნალისტმა მუსიე ვილის კითხვა ფრანგულად დაუსვა. ცხადია, მშობლიური ენის გაგონება გაუხარდა და ღიმილით შეხვდა. თუმცა, როდესაც ჟურნალისტი საკუთარ...
ბადრი კეთილაძის არაჩვეულებრივი გამოფენა
წინ და უკან წარამარა რომ ატრიალოთ საქართველო – ესპანეთის მატჩის ვიდეო კადრები, ვერ ნახავთ იმას, რაც ბადრი კეთილაძის ფოტო კამერამ თვალის ჩაპაჭუნებით სტადიონზე შეაგროვა და გაამარადიულა. უდავოა, რომ ეს ფოტოები უფრო მოძრავია, ვიდრე ზოგიერთი მოძრავი საგანი. მონატრებული სანაკრებო ფეხბურთის ფერი, სუნი და გემო თუ გინდათ რომ იგრძნოთ, შემოიდეთ ხელი აკაკი წერეთელივით და დაათვალიერეთ… მაშ, სარბიელელი...









