როგორც გაზეთი AS წერს, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ლუის ენრიკე თბილისში ყველაფრით უკმაყოფილო დარჩა — იმითაც, რაც მოედანზე ნახა და იმითაც, რას მის მიღმა იყო. 23-ე წუთზე, ბურთი მოედნის გარეთ, მძლეოსნობის ბილიკზე გადავარდა, „აუტჩიკები” კი არსად იყვნენ — ასე დაიწყო საყვედურები. ბურთის მომწოდებელი ბიჭების არყოფნა თვალშისაცემი იყოო, წერს გაზეთი. ლუის ენრიკეს თავისი ტექნიკური ზონა დაუტოვებია, მეოთხე...
ჭდე: საქართველო
ლუის ენრიკე თბილისს კარგად იხსენებს, სანიოლი – სტოკჰოლმს
28 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში შინ ესპანეთს დაუხვდება. მომავალი დაპირისპირებისთვის ორივე გუნდი ემზადება და მატჩისწინა ვარჯიშთან ერთად პრესკონფერენციაც გამართეს. როგორც ყოველთვის მწვრთნელებმა სტანდარტულად ისაუბრეს, მაგრამ ვილი სანიოლი ერთ ყურადსაღებ წინადადებას ამბობს, შვედეთთან წაგებული მატჩში დღესაც არაფერს შევცვლიდიო. „ფეხბურთელებთან ბევრს ვმუშაობთ და ვცდილობთ ეს ყველაფერი მოედანზე გადავიტანოთ. შვედეთის...
საქმე გზა და გზა
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები შვედეთში ჩავიდა სათამაშოდ. მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა ჩვენი ეროვნული გუნდის ახალმა მწვრთნელმა. ვილი სანიოლი ამბობს: – ახალი საკვალიფიკაციო ტურნირის დაწყებას დიდი ინტერესით ველით. მეტოქეს ჩვენზე გამოცდილი გუნდი ჰყავს და ბოლო დროს კარგი შედეგებიც აქვს. ჩვენც კი გვსურს, რომ ახალი ეტაპი კარგად დავიწყოთ. გუნდში ახალი ვარ, მაგრამ...
დავით ხოჭოლავას კოვიდი დაუდასტურდა
შვედეთში გამგზავრებამდე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს კიდევ ერთი დანაკლისი აქვს – სავალდებულო კოვიდ-ტესტის შემდეგ დავით ხოჭოლავას დადებითი პასუხი მიუვიდა. შედეგად, ნაკრებმა დღეს მის გარეშე ივარჯიშა. მის ნაცვლად ბათუმის „დინამოს“ მცველი მამუკა კობახიძე გამოიძახეს, მაგრამ დღეს მას აღარ უვარჯიშია. სულ 24 ფეხბურთელმა ივარჯიშა. მათ შორის, ეროვნული ნაკრების ყველა დებიუტანტი. გუნდი შვედეთში ამაღამ გაფრინდება…
რუსეთი საქართველოსგან ძალიან შორსაა
ესეც ასე! „რაგბი ევროპის“ 2021 წლის ჩემპიონატის გასვლითი ნაწილი საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მაჟორული აკორდით დააგვირგვინა – რუსეთს რუსეთშივე 23:6 მოუგო, თან სამი უპასუხო ლელო დაუდო და შედეგად ბონუს-ქულაც მოიპოვა. ეს ნიშნავს, რომ ბორჯღალოსნებმა მორიგი ტიტულისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგეს, რადგან წინ თბილისში რუმინეთთან და ბელგია-ნიდერლანდებს შორის უძლიერესთან შეხვედრებიღა რჩება. რუსებს რომ ყველგან მოვუგებდით,...
რუსეთი თბილისში ითამაშებს!
ძველი ამბავია, რომ საქართველოს დედაქალაქი 2022 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი თანამასპინძელი იქნება გერმანიასთან, იტალიასთან და ჩეხეთთან ერთად. ევროპირველობა 1-18 სექტემბერს გაიმართება, თიბილისი კი, ერთ-ერთ ჯგუფს 1-7 სექტემბერს უმასპინძლებს. თბილისის ჯგუფში კი რუსეთის ნაკრები ითამაშებს. ეს ამბავი მას შემდეგ გაირკვა, რაც ლიეტუვის კალათბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ მომავალი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიაში ითამაშებს. საქმე ისაა,...
ესპანეთი საქართველოსთვის გაემზადა
25 მარტს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იწყება. საქართველო, ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, კოსოვო – ეს ნაკრები ერთ ჯგუფში ითამაშებენ. მომავალი მატჩებისთვის პირველმა შემადგენლობა „ფურია როხამ“ გამოაცხადა, რომელიც 28 მარტს საქართველოს თბილისში დაუპირისპირდება. მანამდე კი, შინ ბერძნებს (25 მარტი) და შემდეგ, ისევ შინ, კოსოვოს (31 მარტი) შეხვდება. ლუის ენრიკემ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამი თამაშისთვის 24 ფეხბურთელი...
საქართველომ ევროპას გახედა
ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეოთხე შეხვედრა საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთს სტუმრადაც მოუგო (3:2) და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადადგა. მატჩი დაძაბული გამოდგა. დასაწყისი ჩვენების იყო – ავთანდილ ასათიანის გუნდი ნიკოლოზ კურტანიძისა და ბინიოს გოლებით 2:0 დაწინაურდა. ამის შემდეგ უპირატესობა სომხებმა იგდეს ხელთ და პირველ ტაიმში ერთი გოლი გაქვითეს, ხოლო მეორეს დასაწყისში ანგარიში...
სომხეთი დაიხუთა…
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა 5:0 დაამარცხა სომხეთი და ევრო 2022-ის შესარჩევი ეტაპზე ჯუგფიდან გასვლის შანსი გაიუმჯობესა. ამ ტურამდე ორივე გუნდს ორი მატჩი ჰქონდა ჩატარებული და თითო ქულით 3-4 ადგილებს ინაწილებდა. „კავკასიური დერბის“ მომგები ჯგუფის წარმატებით ჩამთავრების შანსს იტოვებდა. ავთანდილ ასათიანის გუნდი მობილურად გამოიყურებოდა, ყველა კომპონენტში დაჩაგრა მეტოქე, ანგარიშიც ლოგიკურია, ეგ კი არა, შესაძლოა, მეტიც ყოფილიყო. უკვე...
ოლიმპიადა წყალმა წაიღო
წყალბურთელთა ნაკრებისთვის ოლიმპიადა მეოთხედფინალში დასრულდა. დეაინ სტანოევიჩის გუნდი ხორვატიასთან განადგურდა – 5:16. ჩვენებმა მატჩის პირველი პერიოდი 2:3 წააგეს, მაგრამ ბრძოლა აღარ შედგა. თამაშის ბედი ხორვატებმა მეორე მეოთხედში გადაწყვიტეს, რომელიც 6:1 მოიგეს. მეტოქემ ძალიან მაღალი კლასის გუნდის შთაბეჭდილება დატოვა და ძალიან გასაკვირია ჯგუფურ ეტაპზე მათი მარცხი რუსეთთან. ასეთი მაღალი კლასის გუნდის მიერ გამარჯვების ბოლომდე მიყვანა ტექნიკის...









