ჭდე: საქართველო

Home საქართველო
ევროპა ბერლინისკენ!
ჩანაწერი

ევროპა ბერლინისკენ!

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა წლეულს 9 ოქტომბერს გაიმართება. შესარჩევი მატჩები კი გაისად მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. ფინალურ ეტაპს რაც შეეხება, 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება. დამტკიცდა, რომ ფინალი ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ ჩატარდება, ხოლო გახსნა – მიუნხენის „ალიას არენაზე“. ბერლინისა და მინხენის გარდა, კონტინენტის პირველობას გერმანიის კიდევ 8 ქალაქი უმასპინძლებს –...

სტუმარ-მასპინძელი ყაველაშვილის ენაზე…
ჩანაწერი

სტუმარ-მასპინძელი ყაველაშვილის ენაზე…

„ღირსება, შენი ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი, არ გამოიხატება სტუმრის შეურაცხყოფაში, ამ შემთხვევაში, გუნდი, რომელიც ჩამოდის ის პირველ რიგში, სტუმარია. „სტუმარ-მასპინძელზე” ვართ გაზრდილები და სწორედ ამ ღირსებითაა ჩვენი ძირითადი გულშემატკივარი, ვინც თამაშს ესწრება“, – ასე გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილი საქართველო – რუსეთის სარაგბო მატჩზე საქართველოსა და უკრაინის დროშებით მისვლის ინიციატივას. რა არის შეურაცხყოფა: საკუთარი სახელმწიფო დროშის ფრიალი? გასაჭირში...

საწოლში მტერთან
ჩანაწერი

საწოლში მტერთან

თავისთავად, ერთობლივი წვრთნები ცუდი არ არის. ერთმანეთისგან რაღაცას სწავლობთ. აი, მაგალითად, ნატოს სამხედრო წვრთნა, როდესაც მოკავშირეები პოტენციურ მტერთან ერთიანი ძალით გასამკლავებლად ვარჯიშობენ. სხვა ვარიანტებიც გვხვდება. სპორტშიც, მათ შორის. ქართველ მორაგბეთა ერთობლივი წვრთნაც გვახსოვს, მაგალითად ინგლისელებთან ან სამხრეთ აფრიკელებთან. ესეც, გულწრფელად ვთქვათ, კარგია. მონდომებული სპორსტმენი უამრავ სასარგებლო რამეს აითვისებს. მაგრამ რა ვუწოდოთ იმას, რაც ამ წერილშია...

ხელიდან გაშვებული მოგება
ჩანაწერი

ხელიდან გაშვებული მოგება

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის პირველ მატჩში საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ფინეთს უმასპინძლა და მხოლოდ ფრეს გამორჩა – 22:22. არადა, გამთანაბრებელი ბურთი ფინელებმა ზედ ბოლო წამზე გაიტანეს. თუმც, ჩვენი გუნდი მანამდეც არეული გამოიყურებოდა. თამაში ძალიან ცუდად დაიწყეს და 17 წუთში მხოლოდ 1 გოლი გაეტანათ. მართალია, ამ პერიოდში ჩვენი მეკარეც ყოჩაღობდა და ფინელებს მხოლოდ 4-ჯერ გაატანინა,...

აქ ზარი არ დაირეკება
ჩანაწერი

აქ ზარი არ დაირეკება

საქართველოს ნაკრების კალენდარი მოახლოვებულ ერთა ლიგის C დივიზიონში, ცნობილია. ოთხი მატჩი ათდღიან ინტერვალში. ერთა ლიგაში 2022 წლის ივნისიდან ისეთი ამბები დაიწყება, გვერწმუნეთ, ბევრი ფეხბურთელი და უფრო მწვრთნელი დაიწყებს კრიტიკას – გადატვირთვა, ტრავმების დიდი ალბათობა, თან დამღლელი სეზონის მერე. სეზონში 65 მატჩს რომ ჩაატარებ და მერე დასვენების გარეშე ნაკრებზე გადაერთვები, არ ვიცით, რამდენად სწორია. და აქედანვე...

A პუნქტიდან D პუნქტამდე
ჩანაწერი

A პუნქტიდან D პუნქტამდე

ერთა ლიგაში საქართველოსთვის საინტერესო არა მხოლოდ  C, არამედ A, B და D დივიზიონების ჯგუფების წილისყრა გაიმართა. ეს გარკვეულწილად ევრო 2024-ზე გამსვლელ გზასაც წარმოადგენს, თუმცა რამდენი გუნდი გავა კონკრეტულად ჩვეულებრივი შესარჩევიდან და რამდენი ერთა ლიგიდან, ან რა სისტემით, ეს ჯერ უცნობია. თითოეულ დივიზიონში ჯგუფებიდან მხოლოდ პირველადგილოსნები გავლენ და მერე ნახევარფინალ-ფინალები გაიმართება. ისე, A დივიზიონის ერთ-ერთი ჯგუფი...

შანსი რევანშისთვის
ჩანაწერი

შანსი რევანშისთვის

ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, გიბრალტარი – ესენი არიან საქართველოს მეტოქეები C ლიგის ჯგუფში. გაისად ივნისში დაიწყება თამაშები და სექტემბერში დასრულდება. სულ 6 ტური, შინ-გასვლა სამივესთან. ამ ერთა ლიგიდან ევრო 2024-ზეც გავლენ გუნდები, მაგრამ ზუსტად რამდენი აქედან და რამდენი შესარჩევიდან, ჯერ უეფასაც არ აქვს დაწყობილი-დალაგებული… ევრო 2024 ისევ 24-გუნდიანი იქნება და მისი შესარჩევის ეტაპის წილისყრა გაისად 9...

საქართველომ მსოფლიო მოგებით გახსნა
ჩანაწერი

საქართველომ მსოფლიო მოგებით გახსნა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 88:83 დაამარცხა უკრაინა და მსოფლიო 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 15-ჯერ დაფიქსირდა ფრე, 17-ჯერ შეიცვალა ლიდერი. პირველ მეოთხედში საქართველოს თად მაკფადენმა ულიდერა. მან 15 ქულა შესძინა გუნდს და ჩვენებს 28:24 მოაგებინა. უკრაინა რომ არაფრით ჩამოგვჩებოდა, ბლიზნიუკისა და პეტროვის დამსახურებაა. მეტიც, მათი კარგი თამაშით უკრაინა 43:36 დაწინაურდა....

მხოლოდ ფრე…
ჩანაწერი

მხოლოდ ფრე…

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა შემოდგომის ტესტ-მატჩების სეზონი ფრედ დასრულებული შეხვედრით დააგვირგვინა. ესპანეთის პატარა ქალაქ არანხუესში ბორჯღალოსნები ფიჯელებს 15:15 დაუზავდნენ, რაც, მეორე ტაიმის ხასიათიდან გამომდინარე, დამაკმაყოფილებელ შედეგად უნდა მივიჩნიოთ. არადა, ქართველები გამარჯვებასთან ასე ახლოს იყვნენ – მე-7 წუთზე ანგარიშის გახსნის შედეგ, ჩვენი ბიჭები 70-ე წუთამდე ამარცხებდნენ უპრინციპულეს მეტოქეს, ვიდრე კუნძულელთა მგეზავი ბენ ვოლავოლა თანაგუნდელის ლელოს გარდასახავდა....

საქართველო მსოფლიოში დაწინაურდა
ჩანაწერი

საქართველო მსოფლიოში დაწინაურდა

კოსოვოსთან და შვედეთთან შესარჩევი მატჩების მოგებამ, ამხანაგურში კი უზბეკეთის დამარცხებამ საქართველოს ნაკრები ფიფა – კოკა-კოლას მსოფლიო რეიტინგში დააწინაურა. ჩვენმა გუნდმა ზედიზედ სამი მოგებით 25.36 ქულა შეიმატა, ერთბაშად 7 საფეხურით აინაცვლა და სირიასა და ჰაიტის შორის 86-ე ადგილზე დადგა. რეიტინგის სათავეში ძველებურად, ბელგია გახლავთ, რომელსაც ბრაზილია და მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი მოჰყვებიან. საინტერესოა, რომ ათეულში არ არის...