ერთი თვე შესრულდა, რაც პრემიერლიგა დაიწყო. არაფერი არალოგიკური და არაპროგნოზირებადი – ტიტულის მთავარი მაძიებლები ლივერპული და მანჩესტერ სიტი კვლავაც დომინირებენ და ტიტულისთვის იბრძვიან, დიდი ექვსეულის გუნდები კი პოზიციებს ნელ-ნელა იმყარებენ. სანაკრებო პაუზისას, პრემიერლიგის ვებ-გვერდი გასულ თვეს აჯამებს და საუკეთესო ფეხბურთელებსა თუ მწვრთნელებს ავლენს. გამოქვეყნდა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც თვის საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოლებენ. სერხიო აგუერო –...
ჭდე: რობერტო ფირმინო
არგენტინა არგენტინამდე გადაიდო
მორიგი დიდი იმედგაცრუება არგენტინაში. ლიონელ მესი კვლავ სანაკრებო ტიტულის გარეშეა. კიდევ ერთი კოპა ამერიკა და კიდევ ერთი მარცხი, ამჯერად ნახევარფინალში, თანაც ვისთან? პრინციპულ მეტოქე, მასპინძელ ბრაზილიასთან – 0:2. ბრაზილიისა ვთქვათ – ეს ხომ იმ ოთხიდან ერთ-ერთი ქვეყანაა სამშობლოში ჩატარებული ყველა კოპა ამერიკა რომ მოუგია. ტიტეს გუნდი როგორც გამოცდილი, ევროპამოვლილი ვარსკვლავებით, ისე საშინაო ჩემპიონატიდან აღმოჩენილი ნიჭიერი...
სალაჰი საეჭვოა, ფირმინო-დაკარგული
„ლივერპულის” სამწვრთნელო შტაბს მოცდა მოუწევს რათა დადგინდეს მოჰამედ სალაჰის ტრავმის სირთულე. ეს ტრავმა სალაჰმა გუშინ, „ნიუკასლთან” დაპირისპირების ბოლოსკენ მიიღო. ეგვიპტელი მასპინძელთა მეკარე მარტინ დუბრავკასთან შეჯახებისას უგონოდ დაეცა მოედანზე. ნამატჩევს ლივერპულელთა თავკაცმა, იურგენ კლოპმა განაცხადა: ,,ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა ამ ფაქტზე არის ის რომ, დუბრავკა მას თეძოთი დაეჯახა, გადაწვეტილება ექიმს უნდა მიეღო და მისი რჩევით მო შევცვალეთ....
ვიდეორეფერი, სალაჰი და სხვა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ლივერპულმა” „პორტუს” 2:0 მოუგო. გოლები გაიტანეს კეიტამ და ფირმინომ, მო სალაჰი კი ყველაზე მეტად სადავო ეპიზოდის გამო მოხვდა ყურადღების ცენტრში — მერსისაიდელთა 26 წლის ვარსკვლავი დანილო პერეირასთან ორთაბრძოლის ეპიზოდში გაძევებას გადარჩა. მსაჯმა ეგვიპტელი დაინდო, არადა თავად ინგლისური პრესა წერს, რომ მას მეტოქისთვის ფეხის მოტეხა შეეძლო. ზოგიერთმა საიტმა გულშემატკივართა კომენტარებზე გაამახვილა ყურადღება. თვალში საცემია...
სალაჰს ეწყინა თუ გაუხარდაო?
რობერტო ფირმინო თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მსაჯის წამატებულ წუთებზე გოლი შეაგდო — ეს იყო გამარჯვების დარტყმა, რომელმაც „ენფილდ როუდზე” გრძნობათა ენითაუწერელი ვულკანი ამოხეთქა. მერსისაიდელებისა და „პარი სენ ჟერმენის” ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩი ნამდვილი ბლოკ-ბასტერი გამოდგა. „ლივერპული” 2:0-ს იგებდა, პარიზელებმა 83-ე წუთზე გაათანაბრეს და მერე კი მოხდა ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ. ფირმინო სათადარიგოთა სკამზე...
ფირმინო: სერხიო რამოსმა იდიოტობა თქვა
რობერტო ფირმინომ სერხიო რამოსს იდიოტი უწოდაო, წერს მსოფლიო პრესა. მიზეზი რამოსის ცინიკური კომენტარი გახლდათ. მას მერე, რას „რეალის” კაპიტანს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოჰამედ სალაჰის შემდეგ მეკარე ლორის კარიუსის დაშავებაც დაბრალდა და ითქვა, რამოსთან შეტაკება რომ არა კარიუსი ორ საბედისწერო შეცდომას არ დაუშვებდაო, ესპანელმა სარკასტულად იხუმრა: „ახლა მხოლოდ ის დარჩა ფირმინომ თქვას რამოსის ოფლი შემომესხა და...




