ესპანური პორტალის „დიარიო გოლის” თანახმად, „რეალის” 22 წლის ვარსკვლავი მარკო ასენსიო უკმაყოფილოა, რომ იშვიათად ათამაშებენ და გუნდიდან წასვლით იმუქრება. ასენსიოს კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესისთვის უთქვამს, რომ უკვე ხუთი კლუბისგან მიიღო შეთავაზება. თავდამსხმელი ლა ლიგის ბოლო შვიდ ტურში მხოლოდ ორჯერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში ერთადერთხელ ანდეს ადგილი საწყის თერთმეტ კაცს შორის. ესპანური პრესა ვარაუდობს,...
ჭდე: რეალი
ფუი, ეშმაკს!
ესპანეთში არა, საფრანგეთში არა, ჩვენთან არა, აი, ინგლისში კი დიდი პირჯვრის წერა ატყდა. იმიტომ, რომ ის, რაც „რეალისა” და „პარი სენ ჟერმენის” თამაშზე მოხდა სწორედ ინგლისელებმა შეამჩნიეს და ალიაქოთიც მათ ატეხეს. საქმეში „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი, რიო ფერნდინანდიც კი ჩაერთო. სოციალური ქსელები აფეთქდა. ზოგმა დაწერა, რომ ეს პენალტების ისტორიაში უდიდესი დარტყმა იყო, ზოგმა ილუზიონისტის ასისტენტს ტრიბუნაზე...
ერთსულოვნება ზიდანისათვის
„რეალი” „ლეგანესთან” 1:2 დამარცხდა და ესპანეთის „სამეფო თასისთვის” ბრძოლას გამოეთიშა. მადრიდელთა კაპიტანმა სერხიო რამოსმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მას გულშემატკივრების იმედგაცრუების ესმის და ყველას, ვინც კლუბთან რაიმე კავშირშია, ერთობისკენ მოუწოდა. რამოსმა თქვა, რომ ცუდი შედეგებისთვის პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება. ცხადია, დასძინა, რომ წინ ჩემპიონთა ლიგაა; რომ ძნელბედობას მაგრა უნდა დახვედრა, ხოლო როდესაც მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის გაშვება-დატოვების...
რეალი ყოფილა ეს — ლეგანეს!
რონალდუ არ იყო, ბეილი არ იყო, მარსელო არ იყო, კარვახალი არ იყო, მოდრიჩი არ იყო (ეს ორი ბოლო 20 წუთით შევიდა)… სამაგიეროდ იყო ესპანეთის ლა ლიგის ყველაზე მცირებიუჯეტიანი კლუბი „ლეგანესი”, რომელმაც „სანტიაგო ბერნაბეუზე” „რეალს” 2:1 მოუგო და „სამეფო თასის” ნახევარფინალში გავიდა. პირველი შეხვედრა მადრიდელებს 1:0 ჰქონდათ მოგებული ანუ „ლეგანესმა” სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით გაიმარჯვა....
რონალდუმ თავის გატეხვა ამჯობინა
გუშინღამ ესპანური პრიმერას მორიგ ტურში მადრიდის “რეალი” ლა კორუნიას “დეპორტივოს” ერთობ არასტუმართმოყვრულად დაუხვდა და 23-ე წუთზე ადრიანის გატანილს ერთბაშად შვიდით უპასუხა. მთავარი ეს არ იყო. როგორც იქნა კრიშტიანომ ნავსი გატეხა და გაიტანა. თანაც – ერთბაშად ორი. აქამდე პორტუგალიელს სეზონში ოდენ ოთხჯერ გაეტანა და თანაგუნდელ ბეილისაც ჩამორჩება, რომელმაც ჯამში რონალდუზე 640 წუთით ნაკლები გაატარა მოედანზე. პორტუგალიელი...
შლეგი მილიონერი
არადა, მან „რეალში” მხოლოდ ორი წელიწადი ითამაშაო, წერს ბარსელონაში გამომავალი გაზეთი „მუნდო დეპორტივო” სტატიაში, რომელიც ყოფილ ფეხბურთელს, დანიელ თომას გრავესენს ეძღვნება. გამოცემა მიიჩნევს, რომ გრავესენის დროს (2005-06) ესპანეთში ფეხბურთი დღევანდელივით მაღალ დონეზე არ იყო, მაგრამ თუნდაც მაშინ, თან ასე მოკლე ხანში, ხალხისთვის თავის შეყვარება და ლეგენდის სახელის დამკვიდრება იოლი საქმე არ გახლდათ. რამდენად არის გრავესენი ესპანური...
ნეპოტიზმი
ესპანური „სპორტის” ცნობით, გასულ პარასკევს „რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს გუნდის მწვრთნელი ზინედინ ზიდანი დაუბარებია და გამოუცხადებია, რომ ბილბაოს „ატლეტიკიდან” მეკარე კეპა იყიდა. საუბარს თურმე მადრიდელთა გენერალური დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესიც ესწრებოდა. მეორე დღეს ანუ „რეალისა” და „სელტას” შეხვედრის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ზიდანმა გამოაცხადა: „მე ახალი მეკარე არ მჭირდება”. აშკარაა, რომ საქმე პრეზიდენტსა და მწვრთნელს შორის...
უხანგრძლივესი, ნახევარსაათიანი თათბირი
ზინედინ ზიდანმა „რეალის” ფეხბურთელები შეკრიბა და ნახევარსაათიანი თათბირი ჩაუტარა. მწვრთნელს მოთამაშეების რეაქცია აინტერესებდა. მას უნდოდა ენახა ვინ რას ფიქრობს ბოლოდროინდელ ცუდ შედეგებზე, გასულ სეზონში ხუთი ტიტულის მომგებ გუნდს ინფექციასავით რომ შეეყარა. ამასთან, ფრანგს სურდა ყველასგან პირადად გაეგო, უჭერს თუ არა მას მხარს. როგორც „მარკა” იტყობინება, ფეხბურთელებს ზიდანის მიერ წამოჭრილ საკითხებზე დადებითი რეაქცია ჰქონდათ. გამოვიდა, რომ...
მარსელო: რეალი მოტყ…და
„რეალმა” „სელტასთან” ცუდად ითამაშა, ვერ მოიგო (2:2) და ლა ლიგის ლიდერ „ბარსელონას” 16 ქულით ჩამორჩა. მადრიდელთა ბრაზილიელმა მცველმა მარსელომ მატჩის შემდეგ განაცხადა, რაცა ვართ ესა ვართ, მეტი არ შეგვიძლიაო. მარსელო არც გინებას მოერიდა. მოგეხსენებათ, ყველა ენაზე თავისებურად ილანძღებიან, ამიტომ ბრაზილიელის ფრაზის ზუსტ თარგმანს ნუ მოგვთხოვთ, მაგრამ დაახლოებით ასე ითქვა: „ჩვენ დათრგუნულები, მოტ….ები და ჩაძირულები ვართ....
კროოსი იქა, ნეიმარი აქა
გავრცელდა ხმა, რომ “პარი სენ ჟერმენისგან” ნეიმარის შესაძენად “რეალი” ტონი კროოსის გაყიდვას აპირებს. ინგლისური პრესა, მეტადრე კი “ექსპრესი” წერს, რომ გერმანელი ნახევარმცველი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავა. თურმე, “წითელი ეშმაკები” მას კარგა ხანია ეპატიჟებიან. კომბინაციის მთავარი იდეა ის არის, რომ კროოსის ხელფასი გამოთავისუფლდება და “რეალს” ნეიმარის შესაძენი ფული გამოუჩნდება. ნეიმარი კი მადრიდელთა აზრით მომავალში კრიშტიანუ რონალდუს შეცვლის....









