ან უცხოური მას-მედია ურევს რაღაცას, ან ედენ აზარს ვერ გაურკვევია რას აპირებს: კაცი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ამბობდა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში “ბარსელონას” დარი გუნდი და ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც მესისთან ახლოს დავაყენებდი არ ყოფილაო, ახლა “ჩელსისთან” კონტრაქტს აღარ აახლებს, რადგან “რელში” გადასვლა და კრიშტიანუ რონალდუს მხარდამხარ თამაში უნდა. მოგეხსენებათ, “ჩელსის” მწვრთნელ ანტონიო კონტეს გუნდის ახალი ფეხბურთელებით...
ჭდე: რეალი
ზიდანი მოურინიზმით დაავადდა
ზინედინ ზიდანი “რეალში” შთამბეჭდავად მუშაობს, მაგრამ მისი კოზირი ადამიანური რესურსების მენეჯმენტია და არა ტაქტიკოსობა — წერს ესპანური “მარკას” მიმომხილველი რობერტო პალომარი. მისი აზრით, “რეალს” დიდი ტაქტიკოსი არც სჭირდება. მას ზიდანი სჭირდება, ოღონდ მაშინ, როდესაც იმას აკეთებს, რაც ეხერხება. საკმარისია, ფრანგმა გადაუხვიოს გზას, რომელშიც ბუნებრივად ძლიერია, რომ გუნდს საშინელება მოსდის — ისეთი, როგორიც “ელ კლასიკოში” მოუვიდა,...
ზიდან, ჩამოეცალე გზიდან!
“სანი” წერს, რომ “ჩელსის” იტალიელ თავკაც ანტონიო კონტეს “რეალის” მწვრთნელობა უნდა. 10 მილიონ გირვანქად ღირებული კონტრაქტის თანახმად კონტეს “ლურჯებთან” კიდევ აკავშირებს წელიწადნახევარი, მაგრამ პირველივე სეზონში პრემიერლიგის მოგების შემდეგ მას “სტემფორდ ბრიჯზე” რთულად მისდის საქმე — 19 ტურის შემდეგ ლიდერ “მანჩესტერ სიტის” 16 ქულით ჩამორჩება. კვირას, ლონდონელებმა, “ევერტონთან” სტუმრად უსახური ფრე 0:0 ითამაშეს, “რეალმა” კი შინ...
მისია შეუძლებელია
“ბარსელონა” უძლიერესია! მან “სანტიაგო ბერნაბეუზე” 3:0 მოუგო “რეალს” და ლა ლიგის ცხრილში 14 ქულით ჩამოიტოვა. მართალია, მადრიდელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული, მაგრამ გამოტოვებული შეხვედრა რომც მოიგონ, მათთვის მიმდინარე სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლა მაინც უკვე შეუძლებელ მისიად მოჩანს. რამ განაპირობა მადრიდელთა კრახი? ამ კითხვაზე პასუხი მათ გასახდელშია საძებნელი. “თეთრებმა” ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარეს. შესვენებამდე ისინი სათამაშო...
ბურთის ფლობა გამარჯვებას ნიშნავს?
სადაც “ბარსელონაა” ბურთის ფლობაზეც იქ მსჯელობენ. ტიკი-ტაკამდე ვინ ითვლიდა ასეთი მონდომებით რომელი გუნდი სათამაშო დროის რამდენი პროცენტის განმავლობაში აკონტროლებდა ბურთს. ხვალინდელი “ელ კლასიკოს” წინ “ბარსას” თავკაც ერნესტო ვალვერდეს კვლავ ამ თემაზე ჩამოუგდეს სიტყვა. ვალვერდემ ასე უპასუხა: “ბურთის ფლობა გამარჯვების გარანტიას ვერ მოგცემს. ის მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ გუნდმა საგოლე მომენტები შექმნას; საშუალებაა და მეტი არაფერი....
“ელ კლასიკოზე” მივლინებული
უნაი ემერის შაბათს “ელ კლასიკოზე” დასასწრებად შესანიშნავი მიზეზი აქვს — ჩემპიონთა ლიგაში “პარი სენ ჟერმენის” მომავალი მეტოქე უნდა დაზვეროს. საეჭვოა, “რეალის” თამაშში იყოს თუნდაც მცირე ნიუანსი, რომელიც პარიზელთა ესპანელმა მწვრთნელმა ზედმიწევნით არ იცოდეს, მაგრამ 23 დეკემბერს “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჯდომას რა სჯობს და თუკი ეს მივლინებადაც შეგიძლია გააფორმო, რატომ უნდა თქვა უარი. “შაბათს “ელ კლასიკოს” დავესწრები...
რა დიბალობას არ გაიგებ კაცი
თუ არგენტინელი პაულო დიბალას ძმას მარიანო დიბალას დაეჯერება, სატრანსფერო ბაზარზე დიდი ვაჭრობაა მოსალოდნელი. ცხელ-ცხელი ჭორი ასეთია: ნეიმარი “პარი სენ ჟერმენიდან” “რეალში” გადავა, ხოლო საფრანგეთის დედაქალაქში მის ადგილს დიბალა დაიკავებს. მოგეხსენებათ, პოლონური წარმოშობის არგენტინელი ჯერჯერობით “იუვენტუსში” თამაშობს. ეს ამბავი იტალიურმა “კორიერე დელო სპორტმა” გაავრცელა. რომაული გაზეთის ინფორმაციით, მარიანო დიბალა პარიზში იყო, სადაც ლიგა 1-ის ლიდერთა შეფებს...
ევროპული ცარცის წრე
ჟოზე მოურინიუ ბრიტანეთის რეკორდის დამყარებას აპირებს — “მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელი თავკაცი მზადაა ბელგიელ ედენ აზარში “ჩელსის” 90 მილიონი გირვანქა სტერლინგი ანუ 101,7 მილიონი ევრო (305,6 მილიონი ლარი) გადაუხადოს. “განსაკუთრებულს” სწამს, რომ ვაჭრობაში “რეალსა” და “პარი სენ ჟერმენს” აჯობებს. 26 წლის აზარმა თავის ახლანდელ გუნდს უკვე უთხრა უარი კვირაში 300 000 გირვანქად ხელშეკრულების განახლებაზე. როგორც ჩანს,...
“ბარსელონა” “რეალს” ღირსების დერეფანს არ მოუწყობს!
შაბათს, 23 დეკემბერს, “ბარსელონა” “რეალს” ღირსების დერეფანს არ მოუწყობს — ასეთია კატალონიური კლუბის პრინციპული გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც მისმა ინსტიტუციურ ურთიერთობათა დირექტორმა, გილერმო ამორმა განაცხადა. შაბათს, მადრიდელებმა, მოგეხსენებათ, აბუ დაბიში კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონის წოდება მოიპოვეს. “ჩვენი კლუბი ღირსების დერეფანს ჩვეულებრივ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მომგებ გუნდებს უკეთებს… ეს ის შემთხვევა არ არის,” — განმარტა...
“რეალი” მსოფლიოს მწვერვალზე!
მადრიდის “რეალი” გახდა ფეხბურთის ისტორიაში პირველი კლუბი, რომელმაც ზედიზედ მეორედ მოიგო კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ეს აბუ დაბიში მოხდა, სადაც კრიშტიანუ რონალდუს მიერ დარტყმული შედეგიანი საჯარიმო დარტყმის წყალობით “თეთრებმა” ბრაზილიური “გრემიო” დაამარცხეს. ზინედინ ზიდანის ფეხბურთელები მოედანზე თავიდანვე დომინირებდნენ, მაგრამ “გრემიოს” კარგად ორგანიზებული დაცვის გარღვევა უჭირდათ. საბოლოოდ მათ მაინც გაიმარჯვეს — როგორც მოგახსენეთ, მატჩის ერთადერთი გოლი...









